ადსტრატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ადსტრატი''' – (ლათ. < ad – გვერდით, -თან და stratum – ფენა, შრე), ერთ ტერი...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ადსტრატი''' – (ლათ. < ad – გვერდით, -თან და stratum – ფენა, შრე), ერთ ტერიტორიაზე ხანგრძლივი თანაარსებობისა და ენობრივი კონტაქტების დროს ერთი ენის მეორეზე გავლენით, | + | '''ადსტრატი''' – (ლათ. < ad – გვერდით, -თან და stratum – ფენა, შრე), ერთ ტერიტორიაზე ხანგრძლივი თანაარსებობისა და ენობრივი კონტაქტების დროს ერთი [[ენა (მეტყველება)|ენის]] მეორეზე გავლენით, უმთავრესად [[ბილინგვიზმი]]ს გზით, მიღებული ენობრივი თავისებურებები. სუბსტრატისა და სუპერსტრატისაგან განსხვავებით, ადსტრატი არ გულისხმობს ეთნიკურ [[ასიმილაცია (ენათმეცნიერება)|ასიმილაცია]]სა და ენათა აღრევას. იგი ორი დამოუკიდებელი ენის ურთიერთგავლენის შედეგია. ურთიერთგავლენას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც გენეტიკურად განსხვავებულ, ისე მონათესავე ენებსა და ერთი ენის დიალექტებს შორისაც. მაგ. ადსტრატულმა მოვლენებმა ქართ.-სვანურ, ქართ.-მეგრულ, ქართ.-ჭანურ ურთიერთობათა შედეგად [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტებზე]] მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. |
''ბ. ჯორბენაძე'' | ''ბ. ჯორბენაძე'' |
მიმდინარე ცვლილება 00:51, 20 იანვარი 2024 მდგომარეობით
ადსტრატი – (ლათ. < ad – გვერდით, -თან და stratum – ფენა, შრე), ერთ ტერიტორიაზე ხანგრძლივი თანაარსებობისა და ენობრივი კონტაქტების დროს ერთი ენის მეორეზე გავლენით, უმთავრესად ბილინგვიზმის გზით, მიღებული ენობრივი თავისებურებები. სუბსტრატისა და სუპერსტრატისაგან განსხვავებით, ადსტრატი არ გულისხმობს ეთნიკურ ასიმილაციასა და ენათა აღრევას. იგი ორი დამოუკიდებელი ენის ურთიერთგავლენის შედეგია. ურთიერთგავლენას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც გენეტიკურად განსხვავებულ, ისე მონათესავე ენებსა და ერთი ენის დიალექტებს შორისაც. მაგ. ადსტრატულმა მოვლენებმა ქართ.-სვანურ, ქართ.-მეგრულ, ქართ.-ჭანურ ურთიერთობათა შედეგად ქართული ენის დიალექტებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.
ბ. ჯორბენაძე