აქცენტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აქცენტოლოგია''' (ლათ. < accentus - მახვილი და ბერძ. logos– სიტყვა, მოძღერ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აქცენტოლოგია''' (ლათ. < accentus - მახვილი და ბერძ. logos– სიტყვა, მოძღერება), მოძღერება მახვილის ბუნებისა და ფუნქციონირების შესახებ. აქცენტოლოგია შეიძლება იყოს აღწერითი,ისტორიულ-შედარებითი და თეორიული. აღწერითი აქცენტოლოგია შეისწავლის მახვილის ადგილს, მის ფონეტიკურ და ფონოლოგიურ ტიპებს; ისტორიულ-შედარებითი აქცენტოლოგია იკვლევს აქცენტურ სისტემათა ისტორიულ ცვალებადობას: თეორიული აქცენტოლოგია ადგენს პროსოდიულ ერთეულთა მიმართებებს სისტემაში, მათ ენობრივ ფუნქციებს.  
+
'''აქცენტოლოგია''' (ლათ. accentus - მახვილი და ბერძ. logos– სიტყვა, მოძღვრება), მოძღვრება მახვილის ბუნებისა და ფუნქციონირების შესახებ. აქცენტოლოგია შეიძლება იყოს აღწერითი, ისტორიულ-შედარებითი და თეორიული. აღწერითი აქცენტოლოგია შეისწავლის მახვილის ადგილს, მის ფონეტიკურ და ფონოლოგიურ ტიპებს; ისტორიულ-შედარებითი აქცენტოლოგია იკვლევს აქცენტურ სისტეძლიერდინამიკური ფუნქციებს.  
  
ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში მახვილის საკითხი დიდი ხანია დგას. მახვილის ბუნებას ეხებოდნენ [[იოანე პეტრიწი]], [[სულხან-საბა ორბელიანი]]; [[ანტონ I|ანტონ კათალიკოსი]], [[გაიოზ რექტორი]] და სხვ. ქართული მახვილის თვისებრიობასა და მის ადგილზე მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ამ საკითხებს საგანგებოდ იკელევდა [[მარი ნიკო|ნ. მარი]]. მან შეისწაელა მახვილის ადგილი ორ- და მეტმარცელიან სიტყვებში. გარდა მთავარი მახვილისა, იგი მიუთითებს თანამახვილის არსებობაზეც ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. ხუთზე მეტმარცვლიან სიტყვებში კი თანამახვილის არსებობა მას აუცილებლად მიაჩნია. თავისი ბუნებით ქართ. სიტევათმასხვილი, მისი აზრით, ტონური ხასიათისაა. ამ თვალსაზრისს (მცირეოდენი შენიშვნებით) იზიარებენ ჰ.
+
ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში მახვილის საკითხი დიდი ხანია დგას. მახვილის ბუნებას ეხებოდნენ [[იოანე პეტრიწი]], [[სულხან-საბა ორბელიანი]]; [[ანტონ I|ანტონ კათალიკოსი]], [[გაიოზ რექტორი]] და სხვ. ქართული მახვილის თვისებრიობასა და მის ადგილზე მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ამ საკითხებს საგანგებოდ იკვლევდა [[მარი ნიკო|ნ. მარი]]. მან შეისწავლა მახვილის ადგილი ორ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. გარდა მთავარი მახვილისა, იგი მიუთითებს თანამახვილის არსებობაზეც ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. ხუთზე მეტმარცვლიან სიტყვებში კი თანამახვილის არსებობა მას აუცილებლად მიაჩნია. თავისი ბუნებით ქართული სიტყვათმასხვილი, მისი აზრით, ტონური ხასიათისაა. ამ თვალსაზრისს (მცირეოდენი შენიშვნებით) იზიარებენ ჰ. ფოგტი და ე. ზელმერი. ქართული მახვილის ტონურობას ვარაუდობენ რ. ჰ. რობინსი და ნ. უოტერსონიც. მახვილის განაწილება სიტყვებში კი, მათი აზრით, სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მარცვალთა რაოდენობაზე. ქართულში ტონური მახვილის არსებობას (მეორე, დინამიკურ მახვილთან ერთად) ვარაუდობდნენ გ. როგავა ღა [[გაფრინდაშვილი შოთა (ენათმეცნიერი)|შ. გაფრინდაშვილი]]. მაგრამ მათი აზრი ამ მახვილების პოზიციის შესახებ განსხვავებულია. ისტორიულ ასპექტში [[ქართული ენა|ქართული ენის]] მახვილს იკვლევდა არნ. ჩიქობავა. მისი აზრით, მახვილი ახალ ქართულში სუსტდინამიკურია და ფიქსირებული, განსხვავებით ძველი ქართულისაგან, სადაც, ავტორის ვარაუდით, მახვილი იყო ძლიერდინამიკური და მოძრავი. [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]]ს დაკვირვებითაც, სალიტერატურო ქართულში დღეს სუსტი დინამიკური სიტყვათმახვილია დომინანტი (მაგრამ ჩანს აგრეთვე ტონურობის ელემენტიც). ს. ჟღენტის აზრით, ქართულში სიტყვათმახვილის საკითხი საერთოდ რიტმიკულ ჯგუფებსა და სინტაგმებში უნდა გადაწყდეს, რადგან ქართულში ცალკეული სიტყვა სუსტმახვილიანია და წინადადებაში ის იღებს წინადადების მახვილს. ა. ალხაზიშვილის მიხედვით, მახვილის ადგილი რიტმიკული ჯგუფების მახასიათებელია და არა იზოლირებული სიტყვებისა. სიტყვათმახვილთან შედარებით, ფრაზის მახვილის ხვედრითი წილი მეტია არნ. ჩიქობავას ვარაუდითაც.  
ფოგტი და ე. ზელმერი. ქართ. მახვილის ტონურობას ვარაუდობენ რ. ჰ. რობინსი და ნ. უოტერსონიც. მახვილის განაწილება სიტყვებში კი, მათი აზრით, სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მარცვალთა რაოდენობაზე. ქართულში ტონური მახვილის არსებობას (მეორე, დინამიკურ მახვილთან ერთად) ვარაუდობდნენ გ. როგავა ღა შ. გაფრინდაშვეილი. მაგრამ მათი აზრი ამ მახვილების პოსიციის შესახებ განსხვავებულია. ისტორიულ ასპექტში ქართული ენის მახვილს იკელევდა არნ. ჩიქობავა. მისი აზრით, მახვილი ახალ ქართულში სუსტდინამიკურია და ფიქსირებული, განსხვავებით ძველი ქართულისაგან, სადაც, ავტორის ვარაუდით, მახვილი იყო ძლიერდინამიკური და მოძრავი. გ. ახვლედიანის დაკვირვებითაც, სალიტერატურო ქართულში დღეს სუსტი დინამიკური სიტყვათმახვილია დომინანტი (მაგრამ ჩანს აგრეთვე ტონურობის ელემენტიც). ს. ჟღენტის აზრით, ქართულში სიტყვათმახვილის საკითხი საერთოდ რიტმიკულ ჯგუფებსა და სინტაგმებში უნდა გაღაწყდეს, რადგან ქართულში ცალკეული სიტყვა სუსტმახეილიანია და წინადადებაში ის იღებს წინადადების მახეილს. ა. ალხაზიშვილის მიხედეით, მახვილის ადგილი რიტმიკული ჯგუფების მახასიათებელია და არა იზოლირებული სიტყვებისა. სიტყვათმახვილთან შედარებით, ფრაზის მახვილის ხვ. წ. მეტია არნ. ჩიქობავას ვარაუდითაც.  
+
  
 
''ი. თევდორაძე''
 
''ი. თევდორაძე''
ხაზი 13: ხაზი 12:
 
* ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
 
* ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
 
* ჟღენტი ს. ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;  
 
* ჟღენტი ს. ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;  
* როგავა გ. მახევილის საკითხისათვის ქართულში. – კრ.: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», III, თბ., 1963;  
+
* როგავა გ. მახვილის საკითხისათვის ქართულში. – კრ.: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», III, თბ., 1963;  
 
* რობინსი რ. უოტერსონი ნ. შენიშვნები ქართული სიტყვის ფონეტიკის შესახებ. – «მიმომხილველი», IV –V, თბ., 1968  
 
* რობინსი რ. უოტერსონი ნ. შენიშვნები ქართული სიტყვის ფონეტიკის შესახებ. – «მიმომხილველი», IV –V, თბ., 1968  
 
* თევდორაძე ი. ქართული ენის პროსოდიის საკითხები, თბ,, 1971;
 
* თევდორაძე ი. ქართული ენის პროსოდიის საკითხები, თბ,, 1971;

მიმდინარე ცვლილება 01:28, 21 იანვარი 2024 მდგომარეობით

აქცენტოლოგია (ლათ. accentus - მახვილი და ბერძ. logos– სიტყვა, მოძღვრება), მოძღვრება მახვილის ბუნებისა და ფუნქციონირების შესახებ. აქცენტოლოგია შეიძლება იყოს აღწერითი, ისტორიულ-შედარებითი და თეორიული. აღწერითი აქცენტოლოგია შეისწავლის მახვილის ადგილს, მის ფონეტიკურ და ფონოლოგიურ ტიპებს; ისტორიულ-შედარებითი აქცენტოლოგია იკვლევს აქცენტურ სისტეძლიერდინამიკური ფუნქციებს.

ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში მახვილის საკითხი დიდი ხანია დგას. მახვილის ბუნებას ეხებოდნენ იოანე პეტრიწი, სულხან-საბა ორბელიანი; ანტონ კათალიკოსი, გაიოზ რექტორი და სხვ. ქართული მახვილის თვისებრიობასა და მის ადგილზე მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ამ საკითხებს საგანგებოდ იკვლევდა ნ. მარი. მან შეისწავლა მახვილის ადგილი ორ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. გარდა მთავარი მახვილისა, იგი მიუთითებს თანამახვილის არსებობაზეც ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. ხუთზე მეტმარცვლიან სიტყვებში კი თანამახვილის არსებობა მას აუცილებლად მიაჩნია. თავისი ბუნებით ქართული სიტყვათმასხვილი, მისი აზრით, ტონური ხასიათისაა. ამ თვალსაზრისს (მცირეოდენი შენიშვნებით) იზიარებენ ჰ. ფოგტი და ე. ზელმერი. ქართული მახვილის ტონურობას ვარაუდობენ რ. ჰ. რობინსი და ნ. უოტერსონიც. მახვილის განაწილება სიტყვებში კი, მათი აზრით, სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მარცვალთა რაოდენობაზე. ქართულში ტონური მახვილის არსებობას (მეორე, დინამიკურ მახვილთან ერთად) ვარაუდობდნენ გ. როგავა ღა შ. გაფრინდაშვილი. მაგრამ მათი აზრი ამ მახვილების პოზიციის შესახებ განსხვავებულია. ისტორიულ ასპექტში ქართული ენის მახვილს იკვლევდა არნ. ჩიქობავა. მისი აზრით, მახვილი ახალ ქართულში სუსტდინამიკურია და ფიქსირებული, განსხვავებით ძველი ქართულისაგან, სადაც, ავტორის ვარაუდით, მახვილი იყო ძლიერდინამიკური და მოძრავი. გ. ახვლედიანის დაკვირვებითაც, სალიტერატურო ქართულში დღეს სუსტი დინამიკური სიტყვათმახვილია დომინანტი (მაგრამ ჩანს აგრეთვე ტონურობის ელემენტიც). ს. ჟღენტის აზრით, ქართულში სიტყვათმახვილის საკითხი საერთოდ რიტმიკულ ჯგუფებსა და სინტაგმებში უნდა გადაწყდეს, რადგან ქართულში ცალკეული სიტყვა სუსტმახვილიანია და წინადადებაში ის იღებს წინადადების მახვილს. ა. ალხაზიშვილის მიხედვით, მახვილის ადგილი რიტმიკული ჯგუფების მახასიათებელია და არა იზოლირებული სიტყვებისა. სიტყვათმახვილთან შედარებით, ფრაზის მახვილის ხვედრითი წილი მეტია არნ. ჩიქობავას ვარაუდითაც.

ი. თევდორაძე



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. მახვილის საკითხისათვის ძველ ქართულში. – «სმამ», 1942, ტ. 3;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
  • ჟღენტი ს. ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
  • როგავა გ. მახვილის საკითხისათვის ქართულში. – კრ.: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», III, თბ., 1963;
  • რობინსი რ. უოტერსონი ნ. შენიშვნები ქართული სიტყვის ფონეტიკის შესახებ. – «მიმომხილველი», IV –V, თბ., 1968
  • თევდორაძე ი. ქართული ენის პროსოდიის საკითხები, თბ,, 1971;

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები