გაუვრცობელი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაუვრცობელი წინადადება''' – მარტივი წინადადვება, რომელიც მ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გაუვრცობელი წინადადება''' – მარტივი წინადადვება, რომელიც მხოლოდ მთავარი წევრებისაგან შედგება.  
+
'''გაუვრცობელი წინადადება''' – მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარი წევრებისაგან შედგება.  
  
როცა შემასმენელი უპირო ზმნაა, გაუვრცობელ წინადადებაში მხოლოდ ერთი მთავარი წევრია (თოვს. წვიმს. ქუხს…); როცა შემასმენელი ერთპირიანი ზმნაა, გაუვრცობელი წინადადება ორი წევრისაგან – შემასმენელისა და ქვემდებარისაგან შედგება („ქარი ქრის“, „ქარავანი მიდის'..). თუ შემასმენელი ორ- და სამპირიანი ზმნებია, შემასმენელთან და ქვემდებარესთან ერთად გაუვრცობელ წინადადებაში არის პირდაპირი და ირიბი დამატებებიც: „დღემ დაიხურა პირბადე“ ([[ვაჟა-ფშაველა]]); „სოფელს ბინდი წამოეფარა“ (დ. შენგ.); „მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა“ ([[ევდოშვილი იროდიონ|ი. ევდოშვილი]]). მთავარ წევრთა რაოდენობის მიხედვით მარტივი წინადადება არის ერთშემადგენლიანი (წვიმს), ორშემადგენლიანი (ქარი  
+
როცა შემასმენელი უპირო ზმნაა, გაუვრცობელ წინადადებაში მხოლოდ ერთი მთავარი წევრია (თოვს. წვიმს. ქუხს…); როცა შემასმენელი ერთპირიანი ზმნაა, გაუვრცობელი წინადადება ორი წევრისაგან – შემასმენლისა და ქვემდებარისაგან შედგება („ქარი ქრის“, „ქარავანი მიდის'..). თუ შემასმენელი ორ- და სამპირიანი ზმნებია, შემასმენელთან და ქვემდებარესთან ერთად გაუვრცობელ წინადადებაში არის პირდაპირი და ირიბი დამატებებიც: „დღემ დაიხურა პირბადე“ ([[ვაჟა-ფშაველა]]); „სოფელს ბინდი წამოეფარა“ (დ. შენგ.); „მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა“ ([[ევდოშვილი იროდიონ|ი. ევდოშვილი]]). მთავარ წევრთა რაოდენობის მიხედვით მარტივი წინადადება არის ერთშემადგენლიანი (წვიმს), ორშემადგენლიანი (ქარი ქრის), სამშემადგენლიანი („მთებმა დახუჭეს თვალები“, „პირი ემურვის მთვარესა“ (ვაჟა-ფშაველა) და ოთხშემადგენლიანი (დედამ შვილს საგზალი მოუმზადა).  
ქრის), სამშემადგენლიანი („მთებმა დახუჭეს თვალები“, „პირი ემურვის მთვარესა“ (ვაჟა-ფშაველა) და ოთხშემადგენლიანი (დედამ შვილს საგზალი მოუმზადა).  
+
  
 
''ლ. კვანტალიანი''
 
''ლ. კვანტალიანი''

16:14, 21 იანვარი 2024-ის ვერსია

გაუვრცობელი წინადადება – მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარი წევრებისაგან შედგება.

როცა შემასმენელი უპირო ზმნაა, გაუვრცობელ წინადადებაში მხოლოდ ერთი მთავარი წევრია (თოვს. წვიმს. ქუხს…); როცა შემასმენელი ერთპირიანი ზმნაა, გაუვრცობელი წინადადება ორი წევრისაგან – შემასმენლისა და ქვემდებარისაგან შედგება („ქარი ქრის“, „ქარავანი მიდის'..). თუ შემასმენელი ორ- და სამპირიანი ზმნებია, შემასმენელთან და ქვემდებარესთან ერთად გაუვრცობელ წინადადებაში არის პირდაპირი და ირიბი დამატებებიც: „დღემ დაიხურა პირბადე“ (ვაჟა-ფშაველა); „სოფელს ბინდი წამოეფარა“ (დ. შენგ.); „მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა“ (ი. ევდოშვილი). მთავარ წევრთა რაოდენობის მიხედვით მარტივი წინადადება არის ერთშემადგენლიანი (წვიმს), ორშემადგენლიანი (ქარი ქრის), სამშემადგენლიანი („მთებმა დახუჭეს თვალები“, „პირი ემურვის მთვარესა“ (ვაჟა-ფშაველა) და ოთხშემადგენლიანი (დედამ შვილს საგზალი მოუმზადა).

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები