ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლექსიკონი''' – (ბერძ. lexikon),  
+
'''ლექსიკოლოგია''' – (ბერძნ. lexikos - სიტყვისა და logos – მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის [[ენა (მეტყველება)|ენის]] ლექსიკურ ფონდს, მის შედგენილობას, სიტყვათა სემანტიკას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას.
  
1. სიტყვათა მარაგი, ლექსიკურ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ [[ენა (მეტყველება)|ენისათვის]], დიალექტისათვის, ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფეროსა თუ ინდივიდისათვის;
+
ლექსიკოლოგია ემიჯნება [[ლექსიკოგრაფია]]ს და, ამასთანავე, წარმოადგენს მის თეორიულ საფუძველს. განსხვავებით ფონეტიკისა და მორფოლოგიისაგან, რომლებიც შეისწავლიან სიტყვის ბგერადობასა და აგებულებას, ლექსიკოლოგიის კვლევის საგანია სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მქონე ენობრივი ერთეული. სიტყვის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს საგნობრივი მიმართება. სიტყვის აგებულების დერივაციული ცვლა წარმოქმნის ახალ საგნობრივ მიმართებას, ახალ სიტყვას. ამდენად, დერივაცია შინაგანად არის დაკავშირებული ლექსიკოლოგიასთან. ლექსიკოლოგია არკვევს სიტყვისა და საგნის ურთიერთობას, რასაც განიხილავენ სემასიოლოგიის თვალსაზრისით – სიტყვიდან ამოსვლით (საძიებელია მისი მნიშვნელობა) ან ონომასიოლოგიის თვალსაზრისით – საგნიდან ამოსვლით (საძიებელია მისი სახელწოდება). ამ ქვედარგებთან ერთად, ლექსიკოლოგიას განეკუთვნება ეტიმოლოგიაც, ხოლო მომიჯნავე დარგებია ფრაზეოლოგია და სტილისტიკა.
  
2. საცნობარო წიგნი, რომელშიც გარკვეული წესით (ანბანურად, ბუდობრივად) განლაგებულია ამა თუ იმ ენის ლექსიკურ ერთეულთა (ჩვეულებრივ, სიტყვათა) მარაგი და მოცემულია მათი განმარტება ან ინფორმაცია მათ შესახებ. შინაარსის, დანიშნულების, მასალის მომცველობის, აღწერის გზების, სალექსიკონო ერთეულის შერჩევის, მასალის განლაგების და მისთ. მიხედვით განირჩევა ლექსიკონთა
+
ლექსიკის კვლევას იწყებენ სიტყვათა კლასიფიკაციით. ძირითადია მათი დაჯგუფება სრულმნიშვნელოვან და დამხმარე სიტყვებად. მათი დაჯგუფება ხდება იმის
სხვადასხვა ტიპი და სახე.  
+
მიხედვითაც, ამა თუ იმ სიტყვაში მისი რომელი ფუნქციაა წარმმართველი: '''აღნიშვნისა''' ([[არსებითი სახელი|არსებითი]], ზედსართავი, რიცხვითი სახელები, ზმნა, ზმნისართი), '''მითითებისა''' (ნაცვალსახელები, ზოგი ზმნისართი, დეიქტური სიტყვები) თუ '''გამოხატვისა''' (შორისდებულები). სიტყვის ფუნქციონირება არ გაიაზრება ენობრივ კოლექტივთან მიმართების გარეშე. ლექსიკის შესწავლა ენობრივ კოლექტივთან მიმართებით სიტყვათა დაჯგუფების საფუძველია მოლაპარაკეთა ტერიტორიის განაწილებისა თუ საქმიანობის მიხედვით (დიალექტური და დარგობრივი ლექსიკა). სხვადასხვა სიტყვას სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს; მათი  
 +
შეხვედრა საერთო ენაში იძლევა პოლისემიას, ხოლო ტერიტორიულ
 +
ჯგუფებში არსებულ ერთგვარმნიშვნელობიან სიტყვათა თავმოყრა – სინონიმიას. ლექსიკის, როგორც სისტემის, განხილვა გულისხმობს, გაირკვეს ამ სისტემის
 +
ელემენტთა – სიტყვათა ურთიერთმიმართება, რომელსაც განაპირობებს ამ სიტყვებით აღნიშნულ მოვლენათა ურთიერთკავშირი. მაგრამ, როცა ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები შექმნის სისტემას, მის შემდგომ ბედს ენობრივი
 +
ტრადიციაც განსაზღვრავს. ლექსიკოლოგია იკვლევს ამგვარად შეპირობებულ
 +
სიტყვათაკავშირებს – პარადიგმატულ (ასოციაციურ) და სინტაგმატურ (დისტრიბუციულ) მიმართებებს ლექსიკურ ერთეულთა შორის.  
  
იმის მიხედეით, თუ რა კუთხით არის სიტყვა განმარტებული, განასხვავებენ ლინგვისტურ და ენციკლოპედიურ ლექსიკონებს. ლინგვისტურ ლექსიკონებში მოცემულია სიტყვათა მნიშვნელობის განმარტებები, ასახულია მათი ლინგვისტური მახასიათებლები. ლინგვისტური ლექსიკონები შეიძლება იყოს [[განმარტებითი ლექსიკონი|განმარტებითი]], [[დიალექტური ლექსიკონი|დიალექტური]], [[ისტორიული ლექსიკონი|ისტორიული]], [[ეტიმოლოგიური ლექსიკონი|ეტიმოლოგიური]], უცხო სიტყვათა, სინონიმთა, [[პარონიმთა ლექსიკონი|პარონიმთა]], [[ორთოგრაფიული ლექსიკონი|ორთოგრაფიული]], ორთოეპიული, [[კრებსითი ლექსიკონი|კრებსითი]], მწერლის და სხვ. ლინგვისტური (ლექსიკონი შეიძლება იყოს ერთენოვანი, ორ- და მეტენოვანი).
+
სხვა ენობრივ მოვლენებთან შედარებით ლექსიკა ყველაზე სწრაფად იცვლება, რაც ლექსიკის სისტემატურ კვლევასთან ერთად აუცილებელს ხდის მის ისტორიულ კვლევას, ინოვაციათა გზებისა და მიზეზების დადგენას: ლექსიკური კონტაქტების შესწავლის საფუძველზე ლექსიკოლოგია არკვევს შეთვისებული (ნასესხები) და საკუთარი ლექსიკის ურთიერთმიმართებას, ლექსიკური ფონდის გამდიდრების წყაროს, საშუალებებს და სხვ.
  
სალექსიკონო ერთეულები შეიძლება იყოს სიტყვაზე მცირეც და სიტყვაზე დიდიც. შესაბამისად, განსხვავებულია, ერთი მხრივ, მორფემების, ფუძეების… ხოლო, მეორე
+
'''ბ. ფოჩხუა''' <br />
მხრივ, ფრაზეოლოგიური, სიტყვათშეხამებათა… ლექსიკონები.
+
''შ. აფრიდონიძე''
  
სამეცნიერო მიზნით იქმნება შებრუნებული, ანუ [[ინვერსიული ლექსიკონი]]. ცალკე უნდა გამოიყოს სხვადასხვა სახის საძიებლები, ინდექსები, რომლებიც ენაში, ტექსტში ლექსიკური ერთეულების სიხშირეს  (იხ. სიხშირული ლექსიკონი) , ან ტექსტში მათი შეხვედრის ადგილს  (იხ. სიმფონია) გვიჩვენებენ.
 
  
ენციკლოპედიური ტიპის ლექსიკნებში განმარტებულია არა სიტყვის მნიშვნელობა, არამედ სიტყებით გამოხატული ცნება, საგანი, მოვლენა… ამ ტიპისაა [[ენციკლოპედიური ლექსიკონი|ენციკლოპედიური]], [[იდეოგრაფიული ლექსიკონი|იდეოგრაფიული]], ტერმინოლოგიური, ბიოგრაფიული და მისთ. ლექსიკონები.
+
== ლიტერატურა ==
 
+
* ჩიქობავა არნ. გრამატიკის აგებულების ძირითადი საკითხები. – «სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის მოამბე». 1940, ტ. 1, №2–3;  
 
+
* ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974.
==ლიტერატურა==
+
* ჩიქობავა არნ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია. თბ., 1965;  
+
* ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ. 1974;
+
* ღლონტი ა., ქართელი ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ. 1983.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
* [[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:ლექსიკონი]]
+
[[კატეგორია: ენათმეცნიერება]]
 +
[[კატეგორია: ენათმეცნიერების დარგები]]

22:27, 21 იანვარი 2024-ის ვერსია

ლექსიკოლოგია – (ბერძნ. lexikos - სიტყვისა და logos – მოძღვრება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ლექსიკურ ფონდს, მის შედგენილობას, სიტყვათა სემანტიკას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას.

ლექსიკოლოგია ემიჯნება ლექსიკოგრაფიას და, ამასთანავე, წარმოადგენს მის თეორიულ საფუძველს. განსხვავებით ფონეტიკისა და მორფოლოგიისაგან, რომლებიც შეისწავლიან სიტყვის ბგერადობასა და აგებულებას, ლექსიკოლოგიის კვლევის საგანია სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მქონე ენობრივი ერთეული. სიტყვის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს საგნობრივი მიმართება. სიტყვის აგებულების დერივაციული ცვლა წარმოქმნის ახალ საგნობრივ მიმართებას, ახალ სიტყვას. ამდენად, დერივაცია შინაგანად არის დაკავშირებული ლექსიკოლოგიასთან. ლექსიკოლოგია არკვევს სიტყვისა და საგნის ურთიერთობას, რასაც განიხილავენ სემასიოლოგიის თვალსაზრისით – სიტყვიდან ამოსვლით (საძიებელია მისი მნიშვნელობა) ან ონომასიოლოგიის თვალსაზრისით – საგნიდან ამოსვლით (საძიებელია მისი სახელწოდება). ამ ქვედარგებთან ერთად, ლექსიკოლოგიას განეკუთვნება ეტიმოლოგიაც, ხოლო მომიჯნავე დარგებია ფრაზეოლოგია და სტილისტიკა.

ლექსიკის კვლევას იწყებენ სიტყვათა კლასიფიკაციით. ძირითადია მათი დაჯგუფება სრულმნიშვნელოვან და დამხმარე სიტყვებად. მათი დაჯგუფება ხდება იმის მიხედვითაც, ამა თუ იმ სიტყვაში მისი რომელი ფუნქციაა წარმმართველი: აღნიშვნისა (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელები, ზმნა, ზმნისართი), მითითებისა (ნაცვალსახელები, ზოგი ზმნისართი, დეიქტური სიტყვები) თუ გამოხატვისა (შორისდებულები). სიტყვის ფუნქციონირება არ გაიაზრება ენობრივ კოლექტივთან მიმართების გარეშე. ლექსიკის შესწავლა ენობრივ კოლექტივთან მიმართებით სიტყვათა დაჯგუფების საფუძველია მოლაპარაკეთა ტერიტორიის განაწილებისა თუ საქმიანობის მიხედვით (დიალექტური და დარგობრივი ლექსიკა). სხვადასხვა სიტყვას სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს; მათი შეხვედრა საერთო ენაში იძლევა პოლისემიას, ხოლო ტერიტორიულ ჯგუფებში არსებულ ერთგვარმნიშვნელობიან სიტყვათა თავმოყრა – სინონიმიას. ლექსიკის, როგორც სისტემის, განხილვა გულისხმობს, გაირკვეს ამ სისტემის ელემენტთა – სიტყვათა ურთიერთმიმართება, რომელსაც განაპირობებს ამ სიტყვებით აღნიშნულ მოვლენათა ურთიერთკავშირი. მაგრამ, როცა ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები შექმნის სისტემას, მის შემდგომ ბედს ენობრივი ტრადიციაც განსაზღვრავს. ლექსიკოლოგია იკვლევს ამგვარად შეპირობებულ სიტყვათაკავშირებს – პარადიგმატულ (ასოციაციურ) და სინტაგმატურ (დისტრიბუციულ) მიმართებებს ლექსიკურ ერთეულთა შორის.

სხვა ენობრივ მოვლენებთან შედარებით ლექსიკა ყველაზე სწრაფად იცვლება, რაც ლექსიკის სისტემატურ კვლევასთან ერთად აუცილებელს ხდის მის ისტორიულ კვლევას, ინოვაციათა გზებისა და მიზეზების დადგენას: ლექსიკური კონტაქტების შესწავლის საფუძველზე ლექსიკოლოგია არკვევს შეთვისებული (ნასესხები) და საკუთარი ლექსიკის ურთიერთმიმართებას, ლექსიკური ფონდის გამდიდრების წყაროს, საშუალებებს და სხვ.

ბ. ფოჩხუა
შ. აფრიდონიძე


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. გრამატიკის აგებულების ძირითადი საკითხები. – «სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის მოამბე». 1940, ტ. 1, №2–3;
  • ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები