დამხმარე სიტყვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დამხმარე სიტყვები''' – ფუნქციონალური ლექსიკა, გრამატიკულ ცნებათა გამომხატეელი სიტყვები. სრულმნიშვნელობიან სიტყვათაგან განსხვავებით, დამხმარე სიტყვას არა აქვს დამოუკიდებელი საგნობრივი მნიშენელობა და არ შეიძლება იყოს წინადადების წევრი, იგი მხოლოდ სხვა სიტყვასთან ერთად გამოიყენება. [[გრამატიკა|გრამატიკული]] [[აფიქსი|აფიქსების]] მსგავსად, ასეთი სიტყეებიც გრამატიკულ მიმართებებს
+
'''დამხმარე სიტყვები''' – ფუნქციონალური ლექსიკა, გრამატიკულ ცნებათა გამომხატველი სიტყვები. სრულმნიშვნელობიან სიტყვათაგან განსხვავებით, დამხმარე სიტყვას არა აქვს დამოუკიდებელი საგნობრივი მნიშვნელობა და არ შეიძლება იყოს წინადადების წევრი, იგი მხოლოდ სხვა სიტყვასთან ერთად გამოიყენება. [[გრამატიკა|გრამატიკული]] [[აფიქსი|აფიქსების]] მსგავსად, ასეთი სიტყვებიც გრამატიკულ მიმართებებს
 
გამოხატავენ, თუმცა, აფიქსებისაგან განსხვავებით, ისინი მეტი დამოუკიდებლობით ხასიათდებიან:
 
გამოხატავენ, თუმცა, აფიქსებისაგან განსხვავებით, ისინი მეტი დამოუკიდებლობით ხასიათდებიან:
დამხმარე სიტყვებისა და მათ მიერ მოდიფიცირებულ სიტყვას შორის შეიძლება ჩაისვას სხვა სიტყეები, რაც შეუძლებელია სიტყვის შიგნით აფიქსების საზღვარზე. ამგვარი ერთეულები ფორმალურად ცალკე, დამოუკიდებელი სიტყეებია და, ამდენად, ლექსიკოლოგიის სფეროში განიხილება. მათ მიეკუთენება ქართულში [[თანდებული]], კავშირი, ნაწილაკი. ძვ. ქართულში გამოყოფენ ნაწევარსაც: სახლი ესე, სახლი იგი… ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). ცალკე დგას შორისდებული, ემოციური შეძახილი, რომელიც წინადადების არც ერთ წევრს არ მიემართება, და გამოხატავს მთქმელის ემოციურ დამოკიდებულებას თქმულის მიმართ.
+
დამხმარე სიტყვებისა და მათ მიერ მოდიფიცირებულ სიტყვას შორის შეიძლება ჩაისვას სხვა სიტყვები, რაც შეუძლებელია სიტყვის შიგნით აფიქსების საზღვარზე. ამგვარი ერთეულები ფორმალურად ცალკე, დამოუკიდებელი სიტყვებია და, ამდენად, ლექსიკოლოგიის სფეროში განიხილება. მათ მიეკუთვნება ქართულში [[თანდებული]], კავშირი, ნაწილაკი. ძვ. ქართულში გამოყოფენ ნაწევარსაც: სახლი ესე, სახლი იგი… ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]). ცალკე დგას შორისდებული, ემოციური შეძახილი, რომელიც წინადადების არც ერთ წევრს არ მიემართება, და გამოხატავს მთქმელის ემოციურ დამოკიდებულებას თქმულის მიმართ.
  
დამხმარე სიტყვები წარმოშობით ხშირად სრულმნიშვნელობიანი, გარკეეული ფორმის მქონე ლექსემებია; მაგრამ მათ დროთა განმავლობაში განუცდიათ დესემანტიზაცია, დაუკარგავთ თავიანთი პარადიგმატული და სინტაგმატური კავშირები და დამხმარე ენობრივ ერთეულებად ქცეულან. მაგ. ნაწილაკები – უნდა, ეგების, ლამის წარმომავლობით ზმნის პირიანი ფორმებია. პირვანდელი სემანტიკის დაკარგვა ამგვარი ერთეულების შემდგომ ფონეტიკურ გაცვეთასაც იწვევს (შდრ: გინდ, იქნებ, ეგებ… შესაძლებელია დესამანტიზაციას დაქვემდებარებული ფუძე პარალელურად თავისი პირვანდელი ფუნქციითაც გამოიყენებოდეს (შდრ.: „ბავშეს წყლის დალევა უნდა“ და „უნდა ავვარდე მამადავითზე“, [[იაშვილი პაოლო|პ. იაშვ.]]).
+
დამხმარე სიტყვები წარმოშობით ხშირად სრულმნიშვნელობიანი, გარკვეული ფორმის მქონე ლექსემებია; მაგრამ მათ დროთა განმავლობაში განუცდიათ დესემანტიზაცია, დაუკარგავთ თავიანთი პარადიგმატული და სინტაგმატური კავშირები და დამხმარე ენობრივ ერთეულებად ქცეულან. მაგ. ნაწილაკები – უნდა, ეგების, ლამის წარმომავლობით ზმნის პირიანი ფორმებია. პირვანდელი სემანტიკის დაკარგვა ამგვარი ერთეულების შემდგომ ფონეტიკურ გაცვეთასაც იწვევს (შდრ: გინდ, იქნებ, ეგებ… შესაძლებელია დესემანტიზაციას დაქვემდებარებული ფუძე პარალელურად თავისი პირვანდელი ფუნქციითაც გამოიყენებოდეს (შდრ.: „ბავშვს წყლის დალევა უნდა“ და „უნდა ავვარდე მამადავითზე“, [[იაშვილი პაოლო|პ. იაშვ.]]).
  
 
ზოგჯერ ამგვარი წარმომავლობის ფუნქციონალური ერთეული დროთა განმავლობაში ფუძესაც შეეზრდება და მორფემად იქცევა (მაგ. ასე იქცევა უნდა ნაწილაკი [[აჭარული დიალექტი|აჭარულ დიალექტში]]: „ყველასთვინ-ნა მომესწრო“…).
 
ზოგჯერ ამგვარი წარმომავლობის ფუნქციონალური ერთეული დროთა განმავლობაში ფუძესაც შეეზრდება და მორფემად იქცევა (მაგ. ასე იქცევა უნდა ნაწილაკი [[აჭარული დიალექტი|აჭარულ დიალექტში]]: „ყველასთვინ-ნა მომესწრო“…).
ხაზი 13: ხაზი 13:
 
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
 
* შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1973;
 
* შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1973;
* ჯორბენაძე ბ. ნაზმნარი მოდალური ელემენტები ქართულში. – კრ: „ქართული სიტყეის კულტურის საკითხები“, წგ. 10, თბ., 1993;  
+
* ჯორბენაძე ბ. ნაზმნარი მოდალური ელემენტები ქართულში. – კრ: „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წგ. 10, თბ., 1993;  
 
* კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., I996.
 
* კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., I996.
  

00:58, 22 იანვარი 2024-ის ვერსია

დამხმარე სიტყვები – ფუნქციონალური ლექსიკა, გრამატიკულ ცნებათა გამომხატველი სიტყვები. სრულმნიშვნელობიან სიტყვათაგან განსხვავებით, დამხმარე სიტყვას არა აქვს დამოუკიდებელი საგნობრივი მნიშვნელობა და არ შეიძლება იყოს წინადადების წევრი, იგი მხოლოდ სხვა სიტყვასთან ერთად გამოიყენება. გრამატიკული აფიქსების მსგავსად, ასეთი სიტყვებიც გრამატიკულ მიმართებებს გამოხატავენ, თუმცა, აფიქსებისაგან განსხვავებით, ისინი მეტი დამოუკიდებლობით ხასიათდებიან: დამხმარე სიტყვებისა და მათ მიერ მოდიფიცირებულ სიტყვას შორის შეიძლება ჩაისვას სხვა სიტყვები, რაც შეუძლებელია სიტყვის შიგნით აფიქსების საზღვარზე. ამგვარი ერთეულები ფორმალურად ცალკე, დამოუკიდებელი სიტყვებია და, ამდენად, ლექსიკოლოგიის სფეროში განიხილება. მათ მიეკუთვნება ქართულში თანდებული, კავშირი, ნაწილაკი. ძვ. ქართულში გამოყოფენ ნაწევარსაც: სახლი ესე, სახლი იგი… (ა. შანიძე). ცალკე დგას შორისდებული, ემოციური შეძახილი, რომელიც წინადადების არც ერთ წევრს არ მიემართება, და გამოხატავს მთქმელის ემოციურ დამოკიდებულებას თქმულის მიმართ.

დამხმარე სიტყვები წარმოშობით ხშირად სრულმნიშვნელობიანი, გარკვეული ფორმის მქონე ლექსემებია; მაგრამ მათ დროთა განმავლობაში განუცდიათ დესემანტიზაცია, დაუკარგავთ თავიანთი პარადიგმატული და სინტაგმატური კავშირები და დამხმარე ენობრივ ერთეულებად ქცეულან. მაგ. ნაწილაკები – უნდა, ეგების, ლამის წარმომავლობით ზმნის პირიანი ფორმებია. პირვანდელი სემანტიკის დაკარგვა ამგვარი ერთეულების შემდგომ ფონეტიკურ გაცვეთასაც იწვევს (შდრ: გინდ, იქნებ, ეგებ… შესაძლებელია დესემანტიზაციას დაქვემდებარებული ფუძე პარალელურად თავისი პირვანდელი ფუნქციითაც გამოიყენებოდეს (შდრ.: „ბავშვს წყლის დალევა უნდა“ და „უნდა ავვარდე მამადავითზე“, პ. იაშვ.).

ზოგჯერ ამგვარი წარმომავლობის ფუნქციონალური ერთეული დროთა განმავლობაში ფუძესაც შეეზრდება და მორფემად იქცევა (მაგ. ასე იქცევა უნდა ნაწილაკი აჭარულ დიალექტში: „ყველასთვინ-ნა მომესწრო“…).

ა. არაბული


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1973;
  • ჯორბენაძე ბ. ნაზმნარი მოდალური ელემენტები ქართულში. – კრ: „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წგ. 10, თბ., 1993;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., I996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები