დიგლოსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დიგლოსია''' –  (ბერძ. di– ორჯერ და glosa – [[ენა (მეტყველება)|ენა]]), ორი ენის ან ერთი ეის ორი ეარიანტის ერთდროული არსებობა. ტერმინი დიგლოსია სოციოლინგვისტიკაში დანერგა ნ. ფერგიუსონმა (1959). [[ბერძნული ენა|ბერძნულში]] ეს სიტყვა [[ბილინგვიზმი|ბილინგვიზმსაც]] ნიშნავს, მაგრამ ფერგიუსონმა ამ ტერმინის მხოლოდ ერთი მნნიშენელობა გამოიყენა და მისი მეშვეობით ერთი ენის ვარიანტების მიმართება აღნიშნა. ფერგიუსონის მიხედვით, დიგლოსია არის ერთი ენის ორი ვარიანტის სტაბილური მიმართების გამომხატველი მოვლენა. როგორც წესი, ამ ვარიანტებიდან ერთი „მაღალია“, მეორე – „დაბალი“  
+
'''დიგლოსია''' –  (ბერძნ. di– ორჯერ და glosa – [[ენა (მეტყველება)|ენა]]), ორი ენის ან ერთი ენის ორი ვარიანტის ერთდროული არსებობა. ტერმინი დიგლოსია სოციოლინგვისტიკაში დანერგა ნ. ფერგიუსონმა (1959). [[ბერძნული ენა|ბერძნულში]] ეს სიტყვა [[ბილინგვიზმი|ბილინგვიზმსაც]] ნიშნავს, მაგრამ ფერგიუსონმა ამ ტერმინის მხოლოდ ერთი მნიშვნელობა გამოიყენა და მისი მეშვეობით ერთი ენის ვარიანტების მიმართება აღნიშნა. ფერგიუსონის მიხედვით, დიგლოსია არის ერთი ენის ორი ვარიანტის სტაბილური მიმართების გამომხატველი მოვლენა. როგორც წესი, ამ ვარიანტებიდან ერთი „მაღალია“, მეორე – „დაბალი“ (მაგ., კლასიკური [[არაბული ენა|არაბული]] და სალაპარაკო არაბული, ხალხური ბერძნული და „სუფთა“ ბერძნული…). სტანდარტიზებულ ვარიანტსა და „ხალხურ“ ვარიანტს ერთი და იგივე მოდელი აქვს. სხვაობა ისაა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთის (სტანდარტიზებული ვარიანტის) კონტროლი (ნორმალიზაციის თვალსაზრისით).
(მაგ., კლასიკური [[არაბული ენა|არაბული]] და სალაპარაკო არაბული, ხალხური ბერძნული და „სუფთა“ ბერძნული…). სტანდარტიზებულ ვარიანტსა და „ხალხურ“ ვარიანტს ერთი და იგივე მოდელი აქვს. სხვაობა ისაა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთის (სტანდარტიზებული ვარიანტის) კონტროლი (ნორმალიზაციის თვალსაზრისით).
+
  
დიგლოსიის მოვლენის შესწავლა გულისხმობს როგორც ფსიქოლინგვისტიკურ (ინდივიდუალური ენობრივი პოზიცია), ისე სოციოლინგვისტიკურ (დიგლოსიის სოციალური სიგნიფიკანტები და მათი მეშვეობით საზოგადოების ჯგუფური დიფერენციაცია) განხილვას. ეს გაორება საფუძვლად დაედო მეორე ამერიკელი ლინგვისტის – ჯ. ფიშმანის იმ თეორიას ბილინგვიზმის შესახებ, რომელიც  
+
დიგლოსიის მოვლენის შესწავლა გულისხმობს როგორც ფსიქოლინგვისტიკურ (ინდივიდუალური ენობრივი პოზიცია), ისე სოციოლინგვისტიკურ (დიგლოსიის სოციალური სიგნიფიკანტები და მათი მეშვეობით საზოგადოების ჯგუფური დიფერენციაცია) განხილვას. ეს გაორება საფუძვლად დაედო მეორე ამერიკელი ლინგვისტის – ჯ. ფიშმანის იმ თეორიას ბილინგვიზმის შესახებ, რომელიც ენობრივი კონტაქტების საკითხებს ეხება.
ენობრივი კონტაქტების საკითხებს ეხება.
+
  
დიგლოსიაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია სამი პირობა: 1. დიგლოსია  
+
დიგლოსიაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია სამი პირობა: <br />
ყველაზე ხშირად გვხვდება უნივერსალურ ოპოზიციაში – ფორმალური და არაფორმალური ენების მიმართებაში; 2. ერთი და იმავე ენის ფუნქციურ განაწილებაში; 3. დიგლოსიის ფენომენი უფრო ნაყოფიერად იკვლევს ფორმალური ენის გამოყენების თეორიულ პერსპექტივებსა და სოციალურ მბიშვნელობას, ვიდრე არაფორმალურისას.
+
1. დიგლოსია ყველაზე ხშირად გვხვდება უნივერსალურ ოპოზიციაში – ფორმალური და არაფორმალური ენების მიმართებაში; <br />
 +
2. ერთი და იმავე ენის ფუნქციურ განაწილებაში; <br />
 +
3. დიგლოსიის ფენომენი უფრო ნაყოფიერად იკვლევს ფორმალური ენის გამოყენების თეორიულ პერსპექტივებსა და სოციალურ მნიშვნელობას, ვიდრე არაფორმალურისას.
  
დიგლოსიის მოვლენა რიგ შემთხვევებში ძნელი გასამიჯნია ბილინგვიზმისაგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გენეტიკურად მონათესავე ენები ახალი გეოპოლიტიკური საზღვრებით ეყოფიან ერთმანეთს ან გარკვეული ენობრივი პოლიტიკის შედეგად ფუნქციონირების სფეროთა განაწილებისას ერთმანეთის მეტოქეები ხდებიან.
 
მ. ტაბიძე
+
''მ. ტაბიძე''
  
მიმდინარე ცვლილება 14:08, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით

დიგლოსია – (ბერძნ. di– ორჯერ და glosa – ენა), ორი ენის ან ერთი ენის ორი ვარიანტის ერთდროული არსებობა. ტერმინი დიგლოსია სოციოლინგვისტიკაში დანერგა ნ. ფერგიუსონმა (1959). ბერძნულში ეს სიტყვა ბილინგვიზმსაც ნიშნავს, მაგრამ ფერგიუსონმა ამ ტერმინის მხოლოდ ერთი მნიშვნელობა გამოიყენა და მისი მეშვეობით ერთი ენის ვარიანტების მიმართება აღნიშნა. ფერგიუსონის მიხედვით, დიგლოსია არის ერთი ენის ორი ვარიანტის სტაბილური მიმართების გამომხატველი მოვლენა. როგორც წესი, ამ ვარიანტებიდან ერთი „მაღალია“, მეორე – „დაბალი“ (მაგ., კლასიკური არაბული და სალაპარაკო არაბული, ხალხური ბერძნული და „სუფთა“ ბერძნული…). სტანდარტიზებულ ვარიანტსა და „ხალხურ“ ვარიანტს ერთი და იგივე მოდელი აქვს. სხვაობა ისაა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთის (სტანდარტიზებული ვარიანტის) კონტროლი (ნორმალიზაციის თვალსაზრისით).

დიგლოსიის მოვლენის შესწავლა გულისხმობს როგორც ფსიქოლინგვისტიკურ (ინდივიდუალური ენობრივი პოზიცია), ისე სოციოლინგვისტიკურ (დიგლოსიის სოციალური სიგნიფიკანტები და მათი მეშვეობით საზოგადოების ჯგუფური დიფერენციაცია) განხილვას. ეს გაორება საფუძვლად დაედო მეორე ამერიკელი ლინგვისტის – ჯ. ფიშმანის იმ თეორიას ბილინგვიზმის შესახებ, რომელიც ენობრივი კონტაქტების საკითხებს ეხება.

დიგლოსიაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია სამი პირობა:
1. დიგლოსია ყველაზე ხშირად გვხვდება უნივერსალურ ოპოზიციაში – ფორმალური და არაფორმალური ენების მიმართებაში;
2. ერთი და იმავე ენის ფუნქციურ განაწილებაში;
3. დიგლოსიის ფენომენი უფრო ნაყოფიერად იკვლევს ფორმალური ენის გამოყენების თეორიულ პერსპექტივებსა და სოციალურ მნიშვნელობას, ვიდრე არაფორმალურისას.

დიგლოსიის მოვლენა რიგ შემთხვევებში ძნელი გასამიჯნია ბილინგვიზმისაგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გენეტიკურად მონათესავე ენები ახალი გეოპოლიტიკური საზღვრებით ეყოფიან ერთმანეთს ან გარკვეული ენობრივი პოლიტიკის შედეგად ფუნქციონირების სფეროთა განაწილებისას ერთმანეთის მეტოქეები ხდებიან.

მ. ტაბიძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები