კარიჭაშვილი დავით
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით კარიჭაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „კარიჭაშვილი დავით“ გად...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია: ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]] | [[კატეგორია: ქართველი ლიტერატურათმცოდნეები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი გრამატიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი გრამატიკოსები]] | ||
+ | [[კატეგორია:კარიჭაშვილები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:09, 24 იანვარი 2024 მდგომარეობით
დავით კარიჭაშვილი – (1862, სოფ. ხიდისთავი, გორის რ-ნი, – 26 ივლისი 1927, თბილისი), მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, გრამატიკოსი.
1876 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1882 წელს. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1885 საქართველოში დაბრუნდა. იგი ჯერ მიწვეული იყო ფრანგული ენის მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად თბილისის ქართულ გიმნაზიაში.
კარიჭაშვილი იყო ფართო პროფილის მკვლევარი. 1885-იდან მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები, გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („დროება“, „თეატრი“, მოამბე, „ჯეჯილი”, „კვალი“, „ივერია“ და სხვ.). 1885-92 იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივანი, 1921-27– უნ-ტის სიძველეთსაცავის მცველი. კარიჭაშვილმა გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1903,1920), ა. ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული (1910), ა. ხახანაშვილის „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (1911, 1919), ნ. ბარათაშვილის ლექსებისა და წერილების კრებული (1910). კარიჭაშვილს აქვს გამოკვლევები ქართული ქორონიკონის, ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ („ხუცური ანბანი“ 1910, 1914), შრომები საქართველოს ისტორიაში.
კარიჭაშვილი ავტორია ქართული გრამატიკისა. „ქართული ენის გრამატიკა – ეტიმოლოგია“ დაიბეჭდა 1930, მისი გარდაცვალების შემდეგ (შედგენილი იყო 1924). კარიჭაშვილის გრამატიკა ახალი ქართული ენის აღწერითი გრამატიკაა, რომელშიც იმდროინდელი გრამატიკული აზრის შესაფერისადაა გაშუქებული ფონეტიკისა და მორფოლოგიის საკითხები. ნაშრომი განსხვავდება მანამდე არსებული გრამატიკებისაგან, რომელთა ავტორები მასალად ძველი სალიტერატურო ქართულს იყენებდნენ და ანტონ კათალიკოსის გრამატიკული აზრის დიდ გავლენას განიცდიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ კარიჭაშვილის გრამატიკა ერთგეარი წინამორბედია მომავალი ნამდვილი მეცნ. გრამატიკისა, რომელიც ჩვენში შეიქმნა XX ს. 30-იანი წლებიდან.
ა. მარტიროსოვი