კვარაცხელია გუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 26: ხაზი 26:
 
* უფრო მაღალი ცა. თბ., 1987;   
 
* უფრო მაღალი ცა. თბ., 1987;   
 
* მართალთა და უღმერთოთა გზები, თბ. 2000;   
 
* მართალთა და უღმერთოთა გზები, თბ. 2000;   
* ჩვენ, ძილში გაპარულები. ორი პიესა, თბ. 2000.  
+
* ჩვენ, ძილში გაპარულები. ორი პიესა, თბ. 2000.
 
+
 
+
 
+
==წყარო==
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
+
[[კატეგორია:კვარაცხელიები]]
+

23:30, 24 იანვარი 2024-ის ვერსია

გუჩა კვარაცხელია

კვარაცხელია გუჩა – (1940 – 2021), ენათმეცნიერი, პოეტი და დრამატურგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის, ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება (1963), ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების სპეციალობით. იყო იმავე ინსტიტუტის დირექტორი (1993-2006), თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის გამგე (1984-94) და არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1993–1994); განათლების მინისტრი (1992); საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (1995–2005).

კვარაცხელია იკვლევდა ზოგადი ენათმეცნიერების, ტექსტის ლინგვისტიკის, ქართული ენის სტრუქტურისა და პრაგმატიკის საკითხებს. მისმა გამოკვლევებმა ქართული სალიტერატურო ენის ისეთი ფუნქციური ქვესისტემებისა, როგორიცაა სამეცნიერო, საგაზეთო-პუბლიცისტური, ოფიციალურ-საქმიანი და მხატვრული სტილი, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფუნქციური სტილისტიკის შექმნას.

კვარაცხელიას ეკუთვნის ნაშრომები ენათმეცნიერების თეორიასა და ისტორიაში, აგრეთვე, მათემატიკური ლინგვისტიკისა და ენის სტატისტიკური მეთოდებით კვლევის სფეროში. მან ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა და დაადგინა პრაღის სკოლის ლინგვისტური კონცეფციის გენეზისური კავშირი „ოპოიაზის“ თეორიულ დებულებებთან. იკვლევს აგრეთვე ქართული ენის კომპიუტერიზაციისა და ენის ფორმალიზაციის პრობლემებს.

კვარაცხელიას გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები. მისი პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სოხუმში.

გ. ბურჭულაძე


თხზულებები

  • სტატისტიკური მეთოდებით ლექსიკის სტილისტიკურ-შედარებითი კვლევა. – კრ-ში: თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები, II, თბ., 1967;
  • მხატვრული მეტყველების შესწავლის საკითხები პრაღის სკოლასა და „ოპოიაზში“, – დასახ. კრ. III, თბ., 1972;
  • ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თბ., 1990;
  • მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები, თბ., 1995;
  • მეტყველების კულტურა, ნორმა და ნორმალიზაცია, – „ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვან სკოლებში“, 1998, №2;
  • ისევ ფორმალიზაციისათვის ენათმეცნიერებაში. – „ცხინვალის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომათა კრებული“, გორი, 1999;
  • ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა, როგორც ღირებულება. – კრ- ში: „ე. თოფურია – 100“, თბ. 2001;
  • საით მიემართება დრო, თბ., 1981;
  • უფრო მაღალი ცა. თბ., 1987;
  • მართალთა და უღმერთოთა გზები, თბ. 2000;
  • ჩვენ, ძილში გაპარულები. ორი პიესა, თბ. 2000.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები