კვაჭაძე ლეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კვაჭაძე ლეო (ლევან)''' − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''კვაჭაძე ლეო (ლევან)''' − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიის რ-ნი − გ. 22 იანვარი, 2011), ენათმეცნიერი, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966).  
 
'''კვაჭაძე ლეო (ლევან)''' − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიის რ-ნი − გ. 22 იანვარი, 2011), ენათმეცნიერი, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966).  
  
დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1930). 1945–48 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკად. ე. თოფურიას ხელმძღვანელობით. 1940–42 შეეხო პოლიტიკური რეპრესიები. კვაჭაძემ 1931-იდან დაიწყო პედაგოგიური, 1947-იდან კი სამეცნიერო-კვლეეით მოღვაწეობა. 1931–32 იგი იყო მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის მასწავლებელი, 1932–33 – სოფ. ლახამულის რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1933–36 – მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე;  
+
დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1930). 1945–48 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკად. ე. თოფურიას ხელმძღვანელობით. 1940–42 შეეხო პოლიტიკური რეპრესიები. კვაჭაძემ 1931-იდან დაიწყო პედაგოგიური, 1947-იდან კი სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობა. 1931–32 იგი იყო მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის მასწავლებელი, 1932–33 – სოფ. ლახამულის რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1933–36 – მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე;  
 
1935-44 – თბილისის 55-ე და მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლების მასწავლებელი, ხოლო 1944–47 – თბილისის ქალთა მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1947-იდან მოღვაწეობდა ა. პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრაზე. 1950-52 შეთავაზებით მუშაობდა ა. წერეთლის სახელობის ზუგდიდის სამასწავლებლო  
 
1935-44 – თბილისის 55-ე და მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლების მასწავლებელი, ხოლო 1944–47 – თბილისის ქალთა მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1947-იდან მოღვაწეობდა ა. პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრაზე. 1950-52 შეთავაზებით მუშაობდა ა. წერეთლის სახელობის ზუგდიდის სამასწავლებლო  
 
ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.  
 
ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.  
  
კვაჭაძის ნაშრომებში განხილულია ქართული ენის [[გრამატიკა|გრამატიკის]], მეტწილად სინტაქსისა და საშუალო სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მათგან განსაკუთრებით მნიშენელოვანია „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“ (გამოკვლევა-სახელმძღვანელო ფილოლოგიური, ფაკულტეტის სტუდენტთათვის, 1966), „ქართული ენა“ (სახელმძღეანელო პედაგოგიური ფაკულტეტებისათვის, ნაწ. 1, 1961), „რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა“ (1950), „წინადადების წევრები ქართულში“ (1954), „მიმღეობისა და სახელის ზოგიერთი ფორმის სინტაქსური კვალიფიკაციისათვის“ (1957), „ტოლად-შერწყმული სახელები ლექსიკური და გრამატიკული თვალსაზრისით“ (1967), .„თანიანი მრავლობითის მოქმედებითი და ვითარებითი ახალ ქართულში“ (1997)
+
კვაჭაძის ნაშრომებში განხილულია ქართული ენის [[გრამატიკა|გრამატიკის]], მეტწილად სინტაქსისა და საშუალო სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“ (გამოკვლევა-სახელმძღვანელო ფილოლოგიური, ფაკულტეტის სტუდენტთათვის, 1966), „ქართული ენა“ (სახელმძღვანელო პედაგოგიური ფაკულტეტებისათვის, ნაწ. 1, 1961), „რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა“ (1950), „წინადადების წევრები ქართულში“ (1954), „მიმღეობისა და სახელის ზოგიერთი ფორმის სინტაქსური კვალიფიკაციისათვის“ (1957), „ტოლად-შერწყმული სახელები ლექსიკური და გრამატიკული თვალსაზრისით“ (1967), .„თანიანი მრავლობითის მოქმედებითი და ვითარებითი ახალ ქართულში“ (1997)
  
აღსანიშნაეია კვაჭაძის დიდი დამსახურება სახელმძღვანელოების შექმნაში. იგი [[შანიძე აკაკი|ა. შანიძის]] თანაავტორია საშუალო სკოლის „ქართული ენის გრამატიკის” ორივე ნაწილისა 1964-70-იანი წლების მიწურულამდე, ხოლო შემდეგ V-IX კლასების „ქართული ენისა“. წიგნისათვის „თანამედროეე ქართული ენის სინტაქსი“ (1988) მიენიჭა  
+
აღსანიშნავია კვაჭაძის დიდი დამსახურება სახელმძღვანელოების შექმნაში. იგი [[შანიძე აკაკი|ა. შანიძის]] თანაავტორია საშუალო სკოლის „ქართული ენის გრამატიკის” ორივე ნაწილისა 1964-70-იანი წლების მიწურულამდე, ხოლო შემდეგ V-IX კლასების „ქართული ენისა“. წიგნისათვის „თანამედროეე ქართული ენის სინტაქსი“ (1988) მიენიჭა  
საქართველოს სახელმწიფო ჰრემია (1998). დაჯილდოებული ღირსების ორდენით (1997).  
+
საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998). დაჯილდოებული ღირსების ორდენით (1997).  
  
 
''ც. ბარბაქაძე''  
 
''ც. ბარბაქაძე''  
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
== თხზულებები ==   
 
== თხზულებები ==   
* რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრიობა, თბ., 1949;  
+
* რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა, თბ., 1949;  
 
* დამოკიდებულ წინადადებათა სახეების ამოცნობისათვის. – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1950, №3;  
 
* დამოკიდებულ წინადადებათა სახეების ამოცნობისათვის. – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1950, №3;  
* ქვემდებარე და დამატება გარეგნულად მსგავს შემასმენელებთან. – ჟურნ. „კომუნისტური აღზრდისათვის“, VI, თბ., 1954;  
+
* ქვემდებარე და დამატება გარეგნულად მსგავს შემასმენლებთან. – ჟურნ. „კომუნისტური აღზრდისათვის“, VI, თბ., 1954;  
* ქართული ენის სინტაქსი (სახელმძღვანელო, პედაგოგიური სასწაელებლებისათეის), თბ. 1956.
+
* ქართული ენის სინტაქსი (სახელმძღვანელო, პედაგოგიური სასწავლებლებისათვის), თბ. 1956.
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 23: ხაზი 23:
 
* მაისურაძე ი. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „სახალხო განათლება“, 1970, №80.   
 
* მაისურაძე ი. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „სახალხო განათლება“, 1970, №80.   
 
* ღლონტი ა. სარჯველაძე ზ. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „თბილისი“, I980, №122;   
 
* ღლონტი ა. სარჯველაძე ზ. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „თბილისი“, I980, №122;   
* კაჭარავა გ. მაისურაძე ი. თევზაძე ჭ.გამოჩენილი მკვლევარი და ღვაწლმოსილი ჰედაგოგი. – გაზ, „საბჭოთა პედაგოგი“, 1980, №29;  
+
* კაჭარავა გ. მაისურაძე ი. თევზაძე ჭ. გამოჩენილი მკვლევარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი. – გაზ, „საბჭოთა პედაგოგი“, 1980, №29;  
 
* სერგია ვ. ახალგაზრდობის სამაგიდო წიგნი. – იქვე, I989, №12;   
 
* სერგია ვ. ახალგაზრდობის სამაგიდო წიგნი. – იქვე, I989, №12;   
 
* ქაჯაია ო. შამელაშვილი რ. თანამედროვე ქართული ენის მეცნიერული სინტაქსი. – გაზ. „საბჭოთა ოსეთი“, 1990, №31;   
 
* ქაჯაია ო. შამელაშვილი რ. თანამედროვე ქართული ენის მეცნიერული სინტაქსი. – გაზ. „საბჭოთა ოსეთი“, 1990, №31;   

00:03, 25 იანვარი 2024-ის ვერსია

კვაჭაძე ლეო (ლევან) − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიის რ-ნი − გ. 22 იანვარი, 2011), ენათმეცნიერი, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1930). 1945–48 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკად. ე. თოფურიას ხელმძღვანელობით. 1940–42 შეეხო პოლიტიკური რეპრესიები. კვაჭაძემ 1931-იდან დაიწყო პედაგოგიური, 1947-იდან კი სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობა. 1931–32 იგი იყო მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის მასწავლებელი, 1932–33 – სოფ. ლახამულის რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1933–36 – მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1935-44 – თბილისის 55-ე და მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლების მასწავლებელი, ხოლო 1944–47 – თბილისის ქალთა მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1947-იდან მოღვაწეობდა ა. პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრაზე. 1950-52 შეთავაზებით მუშაობდა ა. წერეთლის სახელობის ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.

კვაჭაძის ნაშრომებში განხილულია ქართული ენის გრამატიკის, მეტწილად სინტაქსისა და საშუალო სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“ (გამოკვლევა-სახელმძღვანელო ფილოლოგიური, ფაკულტეტის სტუდენტთათვის, 1966), „ქართული ენა“ (სახელმძღვანელო პედაგოგიური ფაკულტეტებისათვის, ნაწ. 1, 1961), „რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა“ (1950), „წინადადების წევრები ქართულში“ (1954), „მიმღეობისა და სახელის ზოგიერთი ფორმის სინტაქსური კვალიფიკაციისათვის“ (1957), „ტოლად-შერწყმული სახელები ლექსიკური და გრამატიკული თვალსაზრისით“ (1967), .„თანიანი მრავლობითის მოქმედებითი და ვითარებითი ახალ ქართულში“ (1997)

აღსანიშნავია კვაჭაძის დიდი დამსახურება სახელმძღვანელოების შექმნაში. იგი ა. შანიძის თანაავტორია საშუალო სკოლის „ქართული ენის გრამატიკის” ორივე ნაწილისა 1964-70-იანი წლების მიწურულამდე, ხოლო შემდეგ V-IX კლასების „ქართული ენისა“. წიგნისათვის „თანამედროეე ქართული ენის სინტაქსი“ (1988) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998). დაჯილდოებული ღირსების ორდენით (1997).

ც. ბარბაქაძე


თხზულებები

  • რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა, თბ., 1949;
  • დამოკიდებულ წინადადებათა სახეების ამოცნობისათვის. – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1950, №3;
  • ქვემდებარე და დამატება გარეგნულად მსგავს შემასმენლებთან. – ჟურნ. „კომუნისტური აღზრდისათვის“, VI, თბ., 1954;
  • ქართული ენის სინტაქსი (სახელმძღვანელო, პედაგოგიური სასწავლებლებისათვის), თბ. 1956.

ლიტერატურა

  • დავითიანი ა. შესანიშნავი მეცნიერი, პედაგოგი. – გაზ. „საბჭოთა პედაგოგი“, 1970, №26;
  • მაისურაძე ი. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „სახალხო განათლება“, 1970, №80.
  • ღლონტი ა. სარჯველაძე ზ. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „თბილისი“, I980, №122;
  • კაჭარავა გ. მაისურაძე ი. თევზაძე ჭ. გამოჩენილი მკვლევარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი. – გაზ, „საბჭოთა პედაგოგი“, 1980, №29;
  • სერგია ვ. ახალგაზრდობის სამაგიდო წიგნი. – იქვე, I989, №12;
  • ქაჯაია ო. შამელაშვილი რ. თანამედროვე ქართული ენის მეცნიერული სინტაქსი. – გაზ. „საბჭოთა ოსეთი“, 1990, №31;
  • ღლონტი ა. ოთხმოცი. – გაზ. „თაობა“, 1990, №23.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები