ბაღვაში ლიპარიტ (III)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლიპარიტ (III) ბაღვაში''' - კლდეკარის ერისთავი დაახლოებით 1021-1028 წ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიპარიტ (III) ბაღვაში“ გადაიტანა გვერდზე „ბაღვაში ლიპარიტ (III)“) |
16:51, 7 ივნისი 2017-ის ვერსია
ლიპარიტ (III) ბაღვაში - კლდეკარის ერისთავი დაახლოებით 1021-1028 წწ. შეპიაკის წარწერის თანახმად, იგი იყო რატი (I)-ის ძე, რომელსაც მამის სიცოცხლეშივე მიუღია კლდეკარის ერისთავობა: „სახელითა ღ(მრ)თისითა აღვაშენე წმიდაი ესე ეკლესიაი ზეობასა, ადიდენ ღმერთმან, რატ ერისთავისა სალოცველად, მზეგრძელობისა და სულისა მათისათუის და სალოცავად ძისა მათისა ლიპარიტ ერისთავისა“.
წყარო და ლიტერატურა
შოშიაშვილი 1980: 238. მ. ბახტაძე 2003: 177.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017