ბეჩოს თემი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეჩოს თემი“ გადაიტანა გვერდზე „ბეჩო (თემი ზემო სვანეთში)“) |
(→დოლის კოშკის განძი) |
||
| (2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბეჩო''' – ისტორიული თემი ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია), ადრე შედიოდა ე.წ. სადადეშქელიანოში (სათავადო სვანეთის შემადგენლობაში). | + | '''ბეჩო''' – ისტორიული თემი ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია), ადრე შედიოდა ე.წ. სადადეშქელიანოში (სათავადო [[სვანეთი|სვანეთის]] შემადგენლობაში). |
==ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია== | ==ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია== | ||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
6. ღვთისმშობლის ხატი, XIII ს. ხატი ყოფილა სამკარედი, მოჭედილი ოქროთი დაფერილი ვერცხლით, შემკული ძვირფასი თვლებითა და პატარა მინანქრიანი ხატებით. შემორჩენილია შუა კარედი ჭედური პერანგის ნაწილით, ხოლო სახის ფერწერული ნაწილი გამქრალია. აქვს წარწერები. | 6. ღვთისმშობლის ხატი, XIII ს. ხატი ყოფილა სამკარედი, მოჭედილი ოქროთი დაფერილი ვერცხლით, შემკული ძვირფასი თვლებითა და პატარა მინანქრიანი ხატებით. შემორჩენილია შუა კარედი ჭედური პერანგის ნაწილით, ხოლო სახის ფერწერული ნაწილი გამქრალია. აქვს წარწერები. | ||
| − | დოლის კოშკში ლითონმქანდაკებლობის სხვა ნიმუშები შედარებით უფრო ტლანქი ხელობისაა: ღვთისმშობლის ხატი, ჩვილედი, ვერცხლის, ნაჭედი (5.5 X 5.5); კარედი ხატი (58 X 38), სხვადასხვა ნაჭრისაგან შემდგარი, შემკული მედალიონებით, ნუსხური წარწერით; ვერცხლის ჭედური ხატები, [[მირქმა|მირქმის]] კომპოზიციითა (17 X 17) და ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის გამოსახულებით (30.5 X 23); წმ. პეტრესა და წმ. თეოდორეს ხატი ვერცხლის მედალიონებით (43 X 28), სხვადასხვა ნაჭრისაგან შემდგარი, ერთმანეთისგან განსხვავებული ხელობის, ზოგი მოოქრული, ზოგი ვერცხლის; სპილენძის [[ბარძიმი]] სახელურით, ოქროთი შემკული, ლათინური წარწერით: ქვემოთ – MARIA, ზემოთ: – IESUS. | + | დოლის კოშკში ლითონმქანდაკებლობის სხვა ნიმუშები შედარებით უფრო ტლანქი ხელობისაა: ღვთისმშობლის ხატი, ჩვილედი, ვერცხლის, ნაჭედი (5.5 X 5.5); კარედი ხატი (58 X 38), სხვადასხვა ნაჭრისაგან შემდგარი, შემკული მედალიონებით, [[ნუსხური]] წარწერით; ვერცხლის ჭედური ხატები, [[მირქმა|მირქმის]] კომპოზიციითა (17 X 17) და ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის გამოსახულებით (30.5 X 23); წმ. პეტრესა და წმ. თეოდორეს ხატი ვერცხლის მედალიონებით (43 X 28), სხვადასხვა ნაჭრისაგან შემდგარი, ერთმანეთისგან განსხვავებული ხელობის, ზოგი მოოქრული, ზოგი ვერცხლის; სპილენძის [[ბარძიმი]] სახელურით, ოქროთი შემკული, ლათინური წარწერით: ქვემოთ – MARIA, ზემოთ: – IESUS. |
''თ. სიჭინავა'' | ''თ. სიჭინავა'' | ||
| + | |||
| + | |||
| + | {| | ||
| + | |- | ||
| + | | [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[ბეჩო|ბეჩო მრავალმნიშვნელოვანი]] | ||
| + | |} | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| ხაზი 29: | ხაზი 35: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:მესტიის მუნიციპალიტეტის თემები]] | [[კატეგორია:მესტიის მუნიციპალიტეტის თემები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:34, 7 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ბეჩო – ისტორიული თემი ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია), ადრე შედიოდა ე.წ. სადადეშქელიანოში (სათავადო სვანეთის შემადგენლობაში).
სარჩევი |
[რედაქტირება] ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია
ბეჩოს თემში ერთიანდება თორმეტი სოფელი, მაგრამ მათში ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები თითქმის არ გხვდება. გამონაკლისია სოფელი ჭოხულდი, რომელშიც შემორჩენილია მცირე ზომის ბაზილიკური ტიპის ეკლესია – იგი სოფლის შუაგულში დგას. ინტერიერი მოხატულია XIII ს. ადგილობრივი განსწავლული ოსტატის მიერ. წერის მანერა რამდენადმე მარტივია, უშუალო და მეტყველი კოლორიტში ჭარბობს ჟღერადი მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი და ნაცრისფერი ფერების შეხამება. საკურთხეველში გამოსახულია ვედრების კომპოზიიცის ვრცელი რედაქცია, რაც დამახასიათებელი იყო XII-XIII სს.-ის სვანური კედლის მხატვრობისთვის. ეკლესიის ფასადები შემკულია მსუბუქი, დეკორატიული თაღნარით. ამ ტაძარში ინახება მცირე ზომის წმ. მთავარანგელოზის ჭედური ხატი (XIII ს.), ანგელოზი გამოსახულია სრული ტანით (სახე მთლიანად დაზიანებულია).
[რედაქტირება] დოლის კოშკის განძი
ბეჩოს თემი ცნობილია სვანური ჭედური ხელოვნების არაერთი ნიმუშით. ზოგიერთი მათგანი მაღალი მხატვრული ღირებულებისაა. თავის დროზე ეს განძი ბეჩოს ერთ-ერთი სოფლის, დოლის მაღალ კოშკში ინახებოდა, კოშკის დანგრევის შედეგად მრავალი ნიმუში განადგურდა, რაც გადარჩა, ახალ ტაძრებში გადაიტანეს. მათ შორის ყველაზე უფრო ღირებული რამდენიმე ძეგლია:
1. XI ს. წმ. გიორგის ვერცხლის ჭედური ხატი (31 X 23). წმინდანი გამოსახულია მთელი ტანით, საომარი აღჭურვილობით;
2. XII ს. საკურთხევლისწინა ჭედური ჯვარი (70.3 X 53), რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია მიქაელ მთავარანგელოზი, ქვედა ნაწილში – წმ. გიორგი მთელი ტანით, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ნახევარფიგურები. მარჯვენა მკლავზე გამოსახულია წმ. პეტრეს მედალიონი, ასევე – მხედარი წმ. გიორგი. არეები შევსებულია მცენარეული ორნამენტით;
3. XII ს. საკურთხევლისწინა ჭედური ჯვარი (102 X 46.5) ძლიერ ფრაგმენტულია. ფონი მთლიანად დაფარულია გრავირებული მცენარეული ორნამენტებით. ვერტიკალურ ღერძზე გამოსახულია სამი წმ. მხედრის გამოსახულება. სავარაუდოდ, წმ. თეოდორე (მის ზემოთ წარწერა არ არის შემორჩენილი), წმ. დიმიტრი და წმ. გიორგი;
4. კანკელის წინა ჭედური ჯვარი (84 X 49) ისეთივე ტექნიკით არის შესრულებული, როგორითაც საკურთხევლისწინა ჯვრები. ზემო ფირფიტაზე წარმოდგენილია მაცხოვარი მთელი ტანით, ქვემო ფირფიტაზე – წმ. გიორგი შუბითა და ფარით. მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახული არიან მთავარანგელოზი, ღვთისმშობელი და წმ. იოანე;
5. მთავარანგელოზთა ჭედური ხატი (83 X 49.5), ვერცხლის, მოოქრული, მაღალი ოსტატობით შესრულებული, თარიღდება XII-XIII სს. მთავარანგელოზთა ფიგურებს შორის ტახტზე მჯდომარე მაცხოვარია გამოსახული;
6. ღვთისმშობლის ხატი, XIII ს. ხატი ყოფილა სამკარედი, მოჭედილი ოქროთი დაფერილი ვერცხლით, შემკული ძვირფასი თვლებითა და პატარა მინანქრიანი ხატებით. შემორჩენილია შუა კარედი ჭედური პერანგის ნაწილით, ხოლო სახის ფერწერული ნაწილი გამქრალია. აქვს წარწერები.
დოლის კოშკში ლითონმქანდაკებლობის სხვა ნიმუშები შედარებით უფრო ტლანქი ხელობისაა: ღვთისმშობლის ხატი, ჩვილედი, ვერცხლის, ნაჭედი (5.5 X 5.5); კარედი ხატი (58 X 38), სხვადასხვა ნაჭრისაგან შემდგარი, შემკული მედალიონებით, ნუსხური წარწერით; ვერცხლის ჭედური ხატები, მირქმის კომპოზიციითა (17 X 17) და ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის გამოსახულებით (30.5 X 23); წმ. პეტრესა და წმ. თეოდორეს ხატი ვერცხლის მედალიონებით (43 X 28), სხვადასხვა ნაჭრისაგან შემდგარი, ერთმანეთისგან განსხვავებული ხელობის, ზოგი მოოქრული, ზოგი ვერცხლის; სპილენძის ბარძიმი სახელურით, ოქროთი შემკული, ლათინური წარწერით: ქვემოთ – MARIA, ზემოთ: – IESUS.
თ. სიჭინავა
| |
[რედაქტირება] ლიტერატურა
თაყაიშვილი ე., დაბრუნება. მრავალტომეული. ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ტ. 2, თბ., 1991; ყენია რ., ალადაშვილი ნ., ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000; Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Исследование по истории грузинского средневекового искусства., 1959.