ოშკის წარწერა გრიგოლ საქმესა ზედამდგომისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ოშკის წარწერა გრიგოლ „საქმესა ზედამდგომისა“ − ქართული [[ასო...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
ოშკის წარწერა გრიგოლ „საქმესა ზედამდგომისა“ − ქართული [[ასომთავრული]] 12 სტრიქონიანი წარწერა. შესრუელებული [[სინგური]]თ. დაწერილია[[ოშკი|ოშკის]] ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ბალავრის ([[ტიმპანი]]ს) ქვაზე.წარწერა უნივკალურია თავისი შინაარსით არა მარტო ქართული არამედ ზოგადად ეპიგრაფიკაშიც – მასში აღრიცხულია ტაძრის მშენებლობისას ერთი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების 30-მდე წარწერა, რომელთა უმრავლესობა დინგურითაა შესრულებული, ხოლო ორიოდე მათგანი ამოკვეთილია ქვის ფილებზე. წარწერები თარიღდება X ს-ის 60- იანი წლების შემდგომი პერიოდით), ხოლო ერთი – 1036 -ით.
+
'''ოშკის წარწერა გრიგოლ „საქმესა ზედამდგომისა“''' − ქართული [[ასომთავრული]] 12 სტრიქონიანი წარწერა. შესრუელებული [[სინგური]]თ. დაწერილია[[ოშკი|ოშკის]] ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ბალავრის ([[ტიმპანი]]ს) ქვაზე.წარწერა უნივკალურია თავისი შინაარსით არა მარტო ქართული არამედ ზოგადად ეპიგრაფიკაშიც – მასში აღრიცხულია ტაძრის მშენებლობისას ერთი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების 30-მდე წარწერა, რომელთა უმრავლესობა დინგურითაა შესრულებული, ხოლო ორიოდე მათგანი ამოკვეთილია ქვის ფილებზე. წარწერები თარიღდება X ს-ის 60- იანი წლების შემდგომი პერიოდით), ხოლო ერთი – 1036 -ით.
  
 
[[გრიგოლი (ოშკის ტაძრის მშენებელი)|გრიგოლ]] „საქმესა ზედამდგომისა“ წარწერა შედგება ორი ნაწილისაგან. პირეელი ნაწილი ვრცელი ღვთისმეტყველური შესავალია, რომლის ბოლოს აღნიშნულია: „ღმერთმან შეეწიენ ორთავე ცხორებათა ძეთა ღმრთივკურთხეულისა ადარნასე კურაპალატისათა – ბაგრატ ერისთავთა ერისთავმან, დავით მაგისტროსმან, სამებან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳსითა და ადიდენ ორთავე ცხოვრებათა (!) და მე. გრიგოლს ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულობაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ“.
 
[[გრიგოლი (ოშკის ტაძრის მშენებელი)|გრიგოლ]] „საქმესა ზედამდგომისა“ წარწერა შედგება ორი ნაწილისაგან. პირეელი ნაწილი ვრცელი ღვთისმეტყველური შესავალია, რომლის ბოლოს აღნიშნულია: „ღმერთმან შეეწიენ ორთავე ცხორებათა ძეთა ღმრთივკურთხეულისა ადარნასე კურაპალატისათა – ბაგრატ ერისთავთა ერისთავმან, დავით მაგისტროსმან, სამებან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳსითა და ადიდენ ორთავე ცხოვრებათა (!) და მე. გრიგოლს ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულობაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ“.

17:06, 8 თებერვალი 2024-ის ვერსია

ოშკის წარწერა გრიგოლ „საქმესა ზედამდგომისა“ − ქართული ასომთავრული 12 სტრიქონიანი წარწერა. შესრუელებული სინგურით. დაწერილიაოშკის ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ბალავრის (ტიმპანის) ქვაზე.წარწერა უნივკალურია თავისი შინაარსით არა მარტო ქართული არამედ ზოგადად ეპიგრაფიკაშიც – მასში აღრიცხულია ტაძრის მშენებლობისას ერთი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების 30-მდე წარწერა, რომელთა უმრავლესობა დინგურითაა შესრულებული, ხოლო ორიოდე მათგანი ამოკვეთილია ქვის ფილებზე. წარწერები თარიღდება X ს-ის 60- იანი წლების შემდგომი პერიოდით), ხოლო ერთი – 1036 -ით.

გრიგოლ „საქმესა ზედამდგომისა“ წარწერა შედგება ორი ნაწილისაგან. პირეელი ნაწილი ვრცელი ღვთისმეტყველური შესავალია, რომლის ბოლოს აღნიშნულია: „ღმერთმან შეეწიენ ორთავე ცხორებათა ძეთა ღმრთივკურთხეულისა ადარნასე კურაპალატისათა – ბაგრატ ერისთავთა ერისთავმან, დავით მაგისტროსმან, სამებან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳსითა და ადიდენ ორთავე ცხოვრებათა (!) და მე. გრიგოლს ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულობაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ“.

როგორც ჩანს, ამ წარწერამდე ჩვენთვის უცნობი ეს გრიგოლი, ოშკის ტაძრის მშენებლობის „საქმესა ზედამდგომი”, ე. ი. სამუშაოთა ხელმძღვანელი, ყოფილა. წარწერის მეორე ნაწილში მას აღრიცხული აქვს მშენებლობის ერთი წლის მანმილზე გაწეული ხარჯი: „ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშეთაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების: დრამაჲ კ ათასი, ღუინოჲ ფისოსი ჭ. რკინაჲ ლიტრაჲ ნ, ხუარბალი გრივი სმი. გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადის შურებოდა ი. ჴარი, რომელ ქვასა კრებდა ლ: ჯორი და სხუაჲ აზავერი, რომელ გრიგოლ წმიდით სპონდიკსა კრებდა ლ; სხუა აზავერი, რომელ (…) კრებდა. და წყოველი) ერი და მოქმედი პ. […]. ამ მონაცემების მიხედვით. ოშკის ტაძრის მშენებლობაზე წლის განმავლობაში გაიცემოდა 20 000 დრამა კალატოზებისა და მუშების გასამრჯელოდ და ქვიშის მზიდავი ხარების ქირისათვის; იხარჯებოდა 5 000 ჯამი („ფისოსი“) ღვინო, 50 ლიტრა რკინა. 250 გრივი ხორბალი. მშენებლობაზე მუდმივად მუშაობდა (მარადის „შურებოდა“) 70 კალატოზი, ხურო და მჭედელი. ამასთანავე, ქვას „კრებდა“ (ე. ი. რიყეზე აკრეფილ ქვას ეზიდებოდა) 30 ხარი: გრიგოლწმიდით (სოფლის სახელია), როგორც ჩანს, კარიერიდან, სამშენებლო ქვას – სპონდიკს (მოყვითალო ფერის მსუბუქი ფოროვანი ქვაა, სხვაგან შირიმის სახელით ცნობილი) ეზიდებოდა 30 ჯორი და აზავერი; 60 აზავერი კიდევ რაღაცას ეზიდებოდა (თუ რას – არ ჩანს, რადგან ამ ადგილას წარწერის ტექსტი დაზიანებულია და ნაკლული); ამას გარდა, კიდეე 80 „ერი“ და მუშა რაღაც საქმით იყო დაკავებული, რით, არ ვიცით, რადგან, ტექსტის ბოლო ნაწილი ნაკლულია.

არწერა ენობრივად მეტად საინტერესოა: მასში გვხვდება X ს-ის II ნახ-ში გავრცელებული ტერმინები: გალატოზი, მოქმედი, მიზდი, აზავერი, მექუიშე, დრამაჲ, ღუინოჲ, რკინაჲ, ლიტრაჲ, ხუარბალი, გრივი, ხუროჲ, მჭედელი, ჴარი, ჯორი, სპონდიკი ერი და სხვ.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში თბ, 1960;
  • სილოგავა ე. – X ს-ის მემორიალური ტაძარი თბ,. 2006

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები