ორიენტაცია (გრამატიკა)
(ახალი გვერდი: '''ორიენტაცია''' (ფრანგ. orientation), ზმნის მორფოლოგიური კატეგორია, რო...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ორიენტაცია''' (ფრანგ. orientation), ზმნის მორფოლოგიური კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართულებას I პირის პოზიციიდან: საით არის მოქმედება მიმართული – იმ პოზიციისაკენ, რომელიც მოსაუბრეს აქვს სიერცეში, თუ – საწინააღმდეგო მიმართულებით. ამის მიხედეით ორიენტაცია ორგვარია: მაახლოებელი და მაშორებელი, ანუ სააქეთო და საიქითო. | '''ორიენტაცია''' (ფრანგ. orientation), ზმნის მორფოლოგიური კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართულებას I პირის პოზიციიდან: საით არის მოქმედება მიმართული – იმ პოზიციისაკენ, რომელიც მოსაუბრეს აქვს სიერცეში, თუ – საწინააღმდეგო მიმართულებით. ამის მიხედეით ორიენტაცია ორგვარია: მაახლოებელი და მაშორებელი, ანუ სააქეთო და საიქითო. | ||
− | სააქეთოა ორიენტაცია, როდესაც მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი I პირისაკენ მიემართება: მოგორავს ქვა (სუბიექტი), შემოაგორა ქვა (პირდაპირი ობიექტი); <br /> | + | სააქეთოა ორიენტაცია, როდესაც მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი I პირისაკენ მიემართება: მოგორავს ქვა ([[სუბიექტი (ლინგვისტიკა)|სუბიექტი]]), შემოაგორა ქვა (პირდაპირი ობიექტი); <br /> |
საიქითოა ორიენტაცია, როდესაც მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი შორდება I პირს: მიგორავს ქვა (სუბიექტი), მიაგორა ქვა (პირდაპირი ობიექტი). II პირი, როგორც მოსაუბრესთან (I პირთან) ახლოს მდგომი, I პირის სივრცეში მოიაზრება, და სააქეთო ორიენტაციას გულისხმობს. | საიქითოა ორიენტაცია, როდესაც მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი შორდება I პირს: მიგორავს ქვა (სუბიექტი), მიაგორა ქვა (პირდაპირი ობიექტი). II პირი, როგორც მოსაუბრესთან (I პირთან) ახლოს მდგომი, I პირის სივრცეში მოიაზრება, და სააქეთო ორიენტაციას გულისხმობს. | ||
16:42, 22 თებერვალი 2024-ის ვერსია
ორიენტაცია (ფრანგ. orientation), ზმნის მორფოლოგიური კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართულებას I პირის პოზიციიდან: საით არის მოქმედება მიმართული – იმ პოზიციისაკენ, რომელიც მოსაუბრეს აქვს სიერცეში, თუ – საწინააღმდეგო მიმართულებით. ამის მიხედეით ორიენტაცია ორგვარია: მაახლოებელი და მაშორებელი, ანუ სააქეთო და საიქითო.
სააქეთოა ორიენტაცია, როდესაც მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი I პირისაკენ მიემართება: მოგორავს ქვა (სუბიექტი), შემოაგორა ქვა (პირდაპირი ობიექტი);
საიქითოა ორიენტაცია, როდესაც მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი შორდება I პირს: მიგორავს ქვა (სუბიექტი), მიაგორა ქვა (პირდაპირი ობიექტი). II პირი, როგორც მოსაუბრესთან (I პირთან) ახლოს მდგომი, I პირის სივრცეში მოიაზრება, და სააქეთო ორიენტაციას გულისხმობს.
ორიენტაცია ისევე როგორც გეზი, გამოიხატება ზმნისწინების მეშვეობით. ორიენტაციის მიხედვით ზმნისწინები იყოფა:
ა) საიქითო – მი-, ა-, და-, გა, შე-, ჩა-, გადა, წა-;
ბ) სააქეთო: მო-, ამო-,გამო-, შემო-, ჩამო-, გადმო-, წამო-
(ა. შანიძე).
ორიენტაციის კატეგორიის ამგვარ გაგებაში შეტანილ იქნა დაზუსტებები და ცვლილებები. აღინიშნა, რომ სააქეთო ორიენტაცია გამოხატავს მოქმედების მიმართულებას არა მხოლოდ I პირისაკენ, არამედ II პირისკენაც, განურჩევლად იმისა, იმყოფება თუ არა ეს პირი I პირის სივრცეში; მე გამოგიგზავნე წერილი მოსკოვში (შ. კეკელია, ა. დავითიანი, ა. ფოცხიშვილი, ა. ონიანი). რაც შეეხება საიქითო ორიენტაციას, მოქმედება შეიძლება იყოს მიმართული იქითკენ, სადაც I და II პირი არ იმყოფება (ა. ონიანი). ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ორიენტაცია გამოხატულია მხოლოდ მი- და მო- ზმნისწინებით. რაც შეეხება სხვა მარტივ ზმნისწინებს, ისინი წარმოდგენილია როგორც სააქეთო, ისე საიქითო ორიენტაციის გამომხატეელ ფორმებში და, ამდენად, ორიენტაციის აღნიშვნასთან არაფერი აქვთ საერთო. ორიენტაციის მიხედეით ოპოზიციის წევრთა რაოდენობა არის სამი: ნეიტრალური (ცურავს), სააქეთო (მო-ცურავს) და საიქითო (მი- ცურაეს) (ა. ონიანი).
ნ. ლოლაძე
ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ. 1953:
- კვაჭაძე ლ. ქართული ენა, ნაწ. 1, თბ. 1961;
- კეკელია შ., დავითიანი ა., ქართული ენა, თბ. 1973;
- ფოცხიშვილი ა., ორიენტაციის კატეგორიის გაგებისათვის თანამედროვე ქართულში. – იხ. მისი: ქართული ენა, თბ. 2000;
- ონიანი ა., ორიენტაციის კატეგორია თანამედროვე სალიტერატურო ქართულში. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 2001, №94.