აია (მითოსური ქვეყანა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
მიესადაგება. ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, მეფე აიეტის რეზიდენციად კვიტაია მოიხსენიება, რომელიც თანამედროვე ქუთაისის უძველესი სახელი უნდა ყოფილიყო.
 
მიესადაგება. ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, მეფე აიეტის რეზიდენციად კვიტაია მოიხსენიება, რომელიც თანამედროვე ქუთაისის უძველესი სახელი უნდა ყოფილიყო.
  
კოლხიდას არსებობის რეალობის დადასტურებასა და მის შესაძლო კავშირს ლეგენდარულ აიასთან მრავალი ნაშრომი ეძღვნება. გავრცელებული აზრის თანახმად, ტერმინი „კოლხიდა“ გვიანბრინჯაოს ხანაში ქართველური ტომებით დასახლებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. შემდგომ კი, როდესაც ქართველური ერთიანობა დაიშალა, იგი უკვე ტრადიციის ძალით გამოიყენებოდა როგორც ეთნიკურობის აღმნიშვნელი სახელი. ამის შედეგად მრავალი ტომი, რომელიც უკვე კოლხიდას ფარგლებს გარეთ მოსახლეობდა, კოლხურ ეთნოსად იყო მოხსენიებული ბერძნულ წყაროებში.
+
კოლხიდას არსებობის რეალობის დადასტურებასა და მის შესაძლო კავშირს ლეგენდარულ აიასთან მრავალი ნაშრომი ეძღვნება. გავრცელებული აზრის თანახმად, [[ტერმინი]] „კოლხიდა“ გვიანბრინჯაოს ხანაში ქართველური ტომებით დასახლებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. შემდგომ კი, როდესაც ქართველური ერთიანობა დაიშალა, იგი უკვე ტრადიციის ძალით გამოიყენებოდა როგორც ეთნიკურობის აღმნიშვნელი სახელი. ამის შედეგად მრავალი ტომი, რომელიც უკვე კოლხიდას ფარგლებს გარეთ მოსახლეობდა, კოლხურ ეთნოსად იყო მოხსენიებული ბერძნულ წყაროებში.
  
  

მიმდინარე ცვლილება 14:47, 23 თებერვალი 2024 მდგომარეობით

აია – მითოსური ქვეყანა, მეფე აიეტის სამფლობელო, რომელიც ბერძნულმა ტრადიციამ კოლხეთს დაუკავშირა. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ერთიანი აზრი იმის თაობაზე, იყო თუ არა უძველეს თქმულებებში დადასტურებული აია თავიდანვე გაიგივებული შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყანასთან, რომელსაც ბერძნულ წყაროებში კოლხიდა ეწოდება.

კოლხიდა მიკენური ეპოქის შავიზღვისპირეთში ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ ტომთა გაერთიანება ყოფილა. მის ცენტრალურ მდინარედ ასახელებენ ფასისს, რომელსაც ახლანდელ მდინარე რიონად მიიჩნევენ. ამ მდინარის შესართავთან დაარსებულა ქალაქი ფასისი, რომელიც დღევანდელ ფოთს მიესადაგება. ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, მეფე აიეტის რეზიდენციად კვიტაია მოიხსენიება, რომელიც თანამედროვე ქუთაისის უძველესი სახელი უნდა ყოფილიყო.

კოლხიდას არსებობის რეალობის დადასტურებასა და მის შესაძლო კავშირს ლეგენდარულ აიასთან მრავალი ნაშრომი ეძღვნება. გავრცელებული აზრის თანახმად, ტერმინი „კოლხიდა“ გვიანბრინჯაოს ხანაში ქართველური ტომებით დასახლებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. შემდგომ კი, როდესაც ქართველური ერთიანობა დაიშალა, იგი უკვე ტრადიციის ძალით გამოიყენებოდა როგორც ეთნიკურობის აღმნიშვნელი სახელი. ამის შედეგად მრავალი ტომი, რომელიც უკვე კოლხიდას ფარგლებს გარეთ მოსახლეობდა, კოლხურ ეთნოსად იყო მოხსენიებული ბერძნულ წყაროებში.


Logo1.JPG აია მრავალმნიშვნელოვანი

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები