ევლოგია
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
I საუკუნეში წარმოადგენდა [[ევქარისტია|ევქარისტიის]] სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ [[პური|პურს]]. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც [[ზიარება]] ვერ მიიღო ან [[კათაკმეველი|კათაკმეველებს]] (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება). | I საუკუნეში წარმოადგენდა [[ევქარისტია|ევქარისტიის]] სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ [[პური|პურს]]. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც [[ზიარება]] ვერ მიიღო ან [[კათაკმეველი|კათაკმეველებს]] (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება). | ||
− | კიდევ უფრო მოგვიანებით ტერმინი აღნიშნავდა [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსის]] ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას. | + | კიდევ უფრო მოგვიანებით [[ტერმინი]] აღნიშნავდა [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსის]] ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას. |
დღეს ტერმინს მხოლოდ [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]] ხმარობენ და აღნიშნავს მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირულ სეფისკვერს, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება. | დღეს ტერმინს მხოლოდ [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]] ხმარობენ და აღნიშნავს მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირულ სეფისკვერს, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება. | ||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | * ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | ||
− | * | + | * [[ქრისტიანობის ლექსიკონი]] |
− | * ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი | + | * [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სარიტუალო პური]] | [[კატეგორია:სარიტუალო პური]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:04, 23 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ევლოგია - (ეტიმ. ბერძ. euloghía „კურთხევა“), კურთხევის ლოცვა.
I საუკუნეში წარმოადგენდა ევქარისტიის სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ პურს. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც ზიარება ვერ მიიღო ან კათაკმეველებს (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება).
კიდევ უფრო მოგვიანებით ტერმინი აღნიშნავდა ეპისკოპოსის ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას.
დღეს ტერმინს მხოლოდ მართლმადიდებლები ხმარობენ და აღნიშნავს მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირულ სეფისკვერს, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება.
ევლოგიის წინ საჭიროა სათანადო ლოცვის წარმოთქმა:
- „უფალო ღმერთო ჩემო ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ“.
[რედაქტირება] წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ქრისტიანობის ლექსიკონი
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი