სიონიზმი
(ახალი გვერდი: '''სიონიზმი''' - ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობა. იგი დ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სიონიზმი''' - | + | '''სიონიზმი''' - (ეტიმ. [[იერუსალიმი]]ს აღმოსავლეთით მდებარე გორაკის სახელიდან – სიონ). [[ტერმინი]] აღნიშნავს [[პალესტინა]]ში [[ებრაელები|ებრაელთა]] დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობას. მოძრაობა ბაზელში ჩატარებული (1897) პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ ამოქმედდა, სადაც გამოცხადდა ებრაელი ჟურნალისტის, თ. ჰერცლის (1860-1904) იდეები. იგი ავტორია საპროგრამო წიგნისა „ებრაული სახელმწიფო. ძველი პრობლემის ახალი გადაწყვეტა“ (1896). |
| − | + | პირველი ოფიციალური აღიარება სიონიზმმა 1917 წელს, „ბელფურის დეკლარაციით“ მოიპოვა. ამ დეკლარაციაში აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“ პალესტინაში, ერთა საბჭოს მანდატით. შემდგომ წლებში ებრაელებმა პალესტინაში დასახლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შექმნეს, რომელთაც ერთი ცენტალური ორგანიზაციის (ებრაული სააგენტო – Jewish Agency) ეგიდით მოქმედი სხვადასხვა კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ის გამოუყოფდა მიწას მოსახლეთა კოლონიებს და აერთიანებდა მათ კოოპერატივებად (კიბუცი). ნაციონალ-სოციალისტთა მიერ ებრაელთა დევნის შედეგად (ჰოლოკოსტი) სიონისტურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოში მოიპოვა მხარდაჭერა, რამაც შედეგადაც მოიტანა [[ისრაელი]]ს [[სახელმწიფო]]ს დაარსება (1948). თუმცა იმავე პროცესმა გამოიწვია არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა და სათავე დაუდო ებრაულ და არაბულ თემთა [[კონფლიქტი|კონფლიქტს]], რომელიც დღემდე გრძელდება. | |
| − | + | ==== სიონიზმი საქართველოში ==== | |
| + | [[საქართველო|საქართველოში]] სიონიზმის იდეის შემომტანები და გამავრცელებლები, ძირითადად, აშკენაზები იყვნენ. სიონისტური წრეები [[თბილისი|თბილისში]], ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში XIX საუკუნის დამლევს ამოქმედდა. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი, რომელმაც 1919 წლის ივნისში თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა, აგვისტოში კი საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია მოიწვია. მეექვსე სიონისტური კონგრესის მუშაობაში (ბაზელი, 1903 წ.) მონაწილეობა მიიღო [[რაბინი|რაბინმა]] დავით ბააზოვმა, რომელიც საქართველოს ებრაელთა სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი იყო. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში მასთან ერთად სიონისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ნათან ელიაშვილი (1893-1929). | ||
| ხაზი 9: | ხაზი 10: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | * | + | *[[ქრისტიანობის ლექსიკონი]] |
| − | + | *[[რელიგიები საქართველოში]] | |
| − | * | + | |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სიონიზმი]] |
| − | + | ||
მიმდინარე ცვლილება 15:36, 23 თებერვალი 2024 მდგომარეობით
სიონიზმი - (ეტიმ. იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გორაკის სახელიდან – სიონ). ტერმინი აღნიშნავს პალესტინაში ებრაელთა დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობას. მოძრაობა ბაზელში ჩატარებული (1897) პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ ამოქმედდა, სადაც გამოცხადდა ებრაელი ჟურნალისტის, თ. ჰერცლის (1860-1904) იდეები. იგი ავტორია საპროგრამო წიგნისა „ებრაული სახელმწიფო. ძველი პრობლემის ახალი გადაწყვეტა“ (1896).
პირველი ოფიციალური აღიარება სიონიზმმა 1917 წელს, „ბელფურის დეკლარაციით“ მოიპოვა. ამ დეკლარაციაში აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“ პალესტინაში, ერთა საბჭოს მანდატით. შემდგომ წლებში ებრაელებმა პალესტინაში დასახლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შექმნეს, რომელთაც ერთი ცენტალური ორგანიზაციის (ებრაული სააგენტო – Jewish Agency) ეგიდით მოქმედი სხვადასხვა კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ის გამოუყოფდა მიწას მოსახლეთა კოლონიებს და აერთიანებდა მათ კოოპერატივებად (კიბუცი). ნაციონალ-სოციალისტთა მიერ ებრაელთა დევნის შედეგად (ჰოლოკოსტი) სიონისტურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოში მოიპოვა მხარდაჭერა, რამაც შედეგადაც მოიტანა ისრაელის სახელმწიფოს დაარსება (1948). თუმცა იმავე პროცესმა გამოიწვია არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა და სათავე დაუდო ებრაულ და არაბულ თემთა კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] სიონიზმი საქართველოში
საქართველოში სიონიზმის იდეის შემომტანები და გამავრცელებლები, ძირითადად, აშკენაზები იყვნენ. სიონისტური წრეები თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში XIX საუკუნის დამლევს ამოქმედდა. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი, რომელმაც 1919 წლის ივნისში თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა, აგვისტოში კი საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია მოიწვია. მეექვსე სიონისტური კონგრესის მუშაობაში (ბაზელი, 1903 წ.) მონაწილეობა მიიღო რაბინმა დავით ბააზოვმა, რომელიც საქართველოს ებრაელთა სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი იყო. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში მასთან ერთად სიონისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ნათან ელიაშვილი (1893-1929).