ახმეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია:ქალაქები საქართველოში‏‎]]
 
[[კატეგორია:ქალაქები საქართველოში‏‎]]
 
[[კატეგორია:ქალაქები კახეთში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები კახეთში]]
 +
[[კატეგორია:ქალაქები აღმოსავლეთ საქართველოში]]

01:02, 29 თებერვალი 2024-ის ვერსია

ახმეტა − ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, (ალავერდის ეპარქია). მდებარეობს მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდ. ილტოს ქვემო დინებასა და მდ. ორვილს შორის მდებარე ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან.

თქმულების მიხედვით, აქ დასახლება გაშენებულა წმ. მეფე თამარის დროს, რონელსაც მოსწონებია წყლითა და ნაყოფიერი ნიადაგით გამორჩეული ეს მხარე. XVIII ს. ახმეტა უკვე მნიშვნელოვანი დასახლებაა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, განთქმული იყო შესანიშნავი ღვინით. ახმეტასა და მის მიდამოებში მამულები ჰქონდათ კახელ თავადებს – ჩოლოყაშვილებს, ჯანდიერებსა და ქართლიდან გადმოსულ თავად მაღალაშვილებს. შემორჩენილია ჩოლოყაშვილების რეზიდენციის, ჯანდიერების ციხის ნანგრევები და მაღალაშვილების მიერ აგებული ეკლესია (ყველა გვიანდელი შუა საუკუნეების ძეგლია). ახმეტასა და მის შემოგარენში 20-ზე მეტი მცირე თუ დიდი ზომის ეკლესიაა, მათ შორის ე.წ. ბზიანის საყდარი, ბულბულის ეკლესია, კვირიკესა და ივლიტას ტაძარი, ღვთაების, სამების, მთავარანგელოზთა, ლომისის წმ. გიორგის, წმ. ნინოს და სხვა ეკლესიები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები