თარხუნის ძე მირიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მირიან თარხუნის ძე“ გადაიტანა გვერდზე „თარხუნის ძე მირიან“ გა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს მოხელეები X-XVI საუკუნეში]] | [[კატეგორია:საქართველოს მოხელეები X-XVI საუკუნეში]] | ||
| + | [[კატეგორია:კლდეკარის ერისთავები]] | ||
15:10, 8 ივნისი 2017-ის ვერსია
მირიან თარხუნის-ძე - კლდეკარის ერისთავი 1058-1073 წწ.; ლიპარიტ (IV) ბაღვაშის შემდეგ კლდეკარის ერისთავობა ეპყრა მირიან თარხუნის-ძეს, რაზედაც იუწყება ატენის, ვერეს და ბარმაქსიზის წარწერები. წარწერებიდან კარგად ჩანს, რომ მირიან თარხუნის-ძეს ყველა ის საგამგებლო ქვეყანა დაუკავებია, რომლებიც ადრე ლიპარიტს ჰქონდა. მირიანი კლდეკარის ერისთავი უნდა ყოფილიყო 1073 წ-მდე, სანამ გიორგი II (1072-1089) კლდეკარის საერისთავოს უბოძებდა სპასალარ ივანე ბაღვაშს.
წყაროები და ლიტერატურა
მატიანე ქართლისაჲ 1955: 305; ბაქრაძე 1959: 74-76; ბერძენიშვილი 1964: 38; ოთხმეზური 1981: 40; ბახტაძე 2003: 179.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017