თანხმოვანთა ჯგუფები
(ახალი გვერდი: '''თანხმოვანთა ჯგუფები''' – თანხმოვანთა სინტაგმატიკური მიმდე...) |
(→ლიტერატურა) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''თანხმოვანთა ჯგუფები''' – თანხმოვანთა სინტაგმატიკური მიმდევრობები, რომლებიც აგებულია მოცემული [[ენა (მეტყველება)|ენისათვის]] დამახასიათებელ კომბინაციურ კანონზომიერებათა საფუძველზე. | '''თანხმოვანთა ჯგუფები''' – თანხმოვანთა სინტაგმატიკური მიმდევრობები, რომლებიც აგებულია მოცემული [[ენა (მეტყველება)|ენისათვის]] დამახასიათებელ კომბინაციურ კანონზომიერებათა საფუძველზე. | ||
| − | თანხმოვანთა კომბინაციური | + | თანხმოვანთა კომბინაციური კანონზომიერებები დგინდება როგორც გარკვეული შეტყობინების (ტექსტის) ფარგლებში, ისე სალექსიკონო მასალის მიხედვით (ძირის |
ან სიტყვის ფარგლებში). მათი შესწავლა შესაძლებელია არა მხოლოდ თანხმოვანთა უშუალო მეზობლობაში (კონტაქტური მიმდევრობები), არამედ დაშორებულ (სხვა ფონემებით გათიშულ) პოზიციებშიც (დისტანციური მიმდევრობები). | ან სიტყვის ფარგლებში). მათი შესწავლა შესაძლებელია არა მხოლოდ თანხმოვანთა უშუალო მეზობლობაში (კონტაქტური მიმდევრობები), არამედ დაშორებულ (სხვა ფონემებით გათიშულ) პოზიციებშიც (დისტანციური მიმდევრობები). | ||
თანხმოვანთა ჯგუფების აგებულება სხვადასხვა ენაში განსხვავებულია როგორც მათში შემავალ თანხმოვანთა რაოდენობით, ისე შედგენილობით, რაც საბოლოოდ განპირობებულია მოცემული ენის ფონემური სისტემითა და მისთვის დამახასიათებელი სინტაგმატიკური წესებით (ფონემურ კომბინაციათა შექმნის უნარით). გარდა ცალკეული ენებისათვის დამახასიათებელი კონკრეტული კომბინაციური წესებისა, არსებობს აგრეთვე ყველა ენისათვის საერთო უნივერსალური წესები და ტენდენციები. | თანხმოვანთა ჯგუფების აგებულება სხვადასხვა ენაში განსხვავებულია როგორც მათში შემავალ თანხმოვანთა რაოდენობით, ისე შედგენილობით, რაც საბოლოოდ განპირობებულია მოცემული ენის ფონემური სისტემითა და მისთვის დამახასიათებელი სინტაგმატიკური წესებით (ფონემურ კომბინაციათა შექმნის უნარით). გარდა ცალკეული ენებისათვის დამახასიათებელი კონკრეტული კომბინაციური წესებისა, არსებობს აგრეთვე ყველა ენისათვის საერთო უნივერსალური წესები და ტენდენციები. | ||
| − | + | თანხმოვნური კომბინაციებით განსაკუთრებით მდიდარია [[ქართული ენა|ქართული]]. მათი შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთრივ ქართულის, არამედ თანხმოვანთმიმდევრობათა ზოგადი ტიპოლოგიის თვალსაზრისითაც. | |
ქართული ენის თანხმოვანთა ჯგუფები გაანალიზებულია სხვადასხვა დონეზე (დიფერენციალური ნიშნების, ფონემების) და სხვადასხვა ერთეულის (მარცვლის, ძირის) ფარგლებში. თანხმოვანთა კომბინაციური შესაძლებლობების დასადგენად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებია CVC (თანხმოვანი – ხმოვანი – თანხმოვანი) ზოგადი ტიპის ძირებში, სადაც C შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ერთი თანხმოვნით, ისე თანხმოვანთა ჯგუფებით). თანხმოვანთა ჯგუფებით აქ კომბინაციური ურთიერთშეზღუდვები ვლინდება არა მხოლოდ თანხმოვანთა უშუალო მეზობლობაში – ძირის თავკიდურში (ხმოვნის წინ) ან ბოლოკიდურში (ხმოვნის მომდევნოდ), არამედ მაშინაც, როდესაც თავკიდურის ან ბოლოკიდურის თანხმოვნები, თანხმოვანთა ჯგუფები გათიშული არიან ძირეული ხმოვნით. | ქართული ენის თანხმოვანთა ჯგუფები გაანალიზებულია სხვადასხვა დონეზე (დიფერენციალური ნიშნების, ფონემების) და სხვადასხვა ერთეულის (მარცვლის, ძირის) ფარგლებში. თანხმოვანთა კომბინაციური შესაძლებლობების დასადგენად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებია CVC (თანხმოვანი – ხმოვანი – თანხმოვანი) ზოგადი ტიპის ძირებში, სადაც C შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ერთი თანხმოვნით, ისე თანხმოვანთა ჯგუფებით). თანხმოვანთა ჯგუფებით აქ კომბინაციური ურთიერთშეზღუდვები ვლინდება არა მხოლოდ თანხმოვანთა უშუალო მეზობლობაში – ძირის თავკიდურში (ხმოვნის წინ) ან ბოლოკიდურში (ხმოვნის მომდევნოდ), არამედ მაშინაც, როდესაც თავკიდურის ან ბოლოკიდურის თანხმოვნები, თანხმოვანთა ჯგუფები გათიშული არიან ძირეული ხმოვნით. | ||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
იგივე დისტრიბუციული წესები მოქმედებს, რომლებიც ძალაშია ორწევრიანი კომპლექსების მიმართ (ლ. იელმსლევი, ჯ. გრინბერგი). | იგივე დისტრიბუციული წესები მოქმედებს, რომლებიც ძალაშია ორწევრიანი კომპლექსების მიმართ (ლ. იელმსლევი, ჯ. გრინბერგი). | ||
| − | თანხმოვნურ კომბინაციათა შედგენილობისა და რაოდენობის თვალსაზრისით ძირის თავკიდური და ბოლოკიდური რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგრამ თანხმოვანთა დადასტურებული კომპლექსების შესწავლა საშუალებას იძლევა დადგინდეს თავკიდურისა და ბოლოკიდურისათვის საერთო კომბინაციური | + | თანხმოვნურ კომბინაციათა შედგენილობისა და რაოდენობის თვალსაზრისით ძირის თავკიდური და ბოლოკიდური რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგრამ თანხმოვანთა დადასტურებული კომპლექსების შესწავლა საშუალებას იძლევა დადგინდეს თავკიდურისა და ბოლოკიდურისათვის საერთო კომბინაციური კანონზომიერებები: |
1. არასონორ (ჩქამიერ) თანხმოვანთა კომპლექსები დეცესიურია (იხ. დეცესიური კომპლექსები); დეცესიური თანამიმდევრობით ერთმანეთის გვერდით შეიძლება | 1. არასონორ (ჩქამიერ) თანხმოვანთა კომპლექსები დეცესიურია (იხ. დეცესიური კომპლექსები); დეცესიური თანამიმდევრობით ერთმანეთის გვერდით შეიძლება | ||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
4. გარკვეული შეზღუდვებით დაშვებულია სონორთა კომბინაციებიც. | 4. გარკვეული შეზღუდვებით დაშვებულია სონორთა კომბინაციებიც. | ||
| − | აღნიშნული წესების საფუძველზე (არსებული გამონაკლისების გათვალისწინებით) შეიძლება ჩამოყალიბდეს დისტრიბუციულ კლასთა განაწილების საერთო კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც თითოეული კლასის წევრები კომბინაციას ქმნიან მხოლოდ მომდევნო კლასების (კლასის) წევრებთან. შებრუნებული რიგი დაუშვებელია. კლასების | + | აღნიშნული წესების საფუძველზე (არსებული გამონაკლისების გათვალისწინებით) შეიძლება ჩამოყალიბდეს დისტრიბუციულ კლასთა განაწილების საერთო კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც თითოეული კლასის წევრები კომბინაციას ქმნიან მხოლოდ მომდევნო კლასების (კლასის) წევრებთან. შებრუნებული რიგი დაუშვებელია. კლასების თანამიმდევრობა ასეთია: <br /> |
I. მ, რ; <br /> | I. მ, რ; <br /> | ||
II. ბ, ფ, პ;<br /> | II. ბ, ფ, პ;<br /> | ||
| ხაზი 38: | ხაზი 38: | ||
* [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|ახვლედიანი გ.]] ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949; | * [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|ახვლედიანი გ.]] ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949; | ||
* ჟღენტი ს. ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკა, I, თბ., 1960; | * ჟღენტი ს. ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკა, I, თბ., 1960; | ||
| − | * ფოგტი ჰ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თარგმ. ფრანგ თბ., 1961; | + | * [[ფოგტი ჰანს|ფოგტი ჰ]]. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თარგმ. ფრანგ თბ., 1961; |
* ჯაფარიძე ზ. თანხმოვანთა განაწილების ერთი წესი თანამედროვე სალიტერატურო ქართულში – კრ: „მეტყველების ანალიზის, სინთეზისა და სტატისტიკის საკითხები“, თბ., 1967; | * ჯაფარიძე ზ. თანხმოვანთა განაწილების ერთი წესი თანამედროვე სალიტერატურო ქართულში – კრ: „მეტყველების ანალიზის, სინთეზისა და სტატისტიკის საკითხები“, თბ., 1967; | ||
* ქობალავა ი. CVC ტიპის ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში. I. – „თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები“, ტ. 2, თბ., 1967; | * ქობალავა ი. CVC ტიპის ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში. I. – „თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები“, ტ. 2, თბ., 1967; | ||
* II– იქვე, ტ. 3, თბ. 1972; | * II– იქვე, ტ. 3, თბ. 1972; | ||
* უთურგაიძე თ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თბ. 1976; | * უთურგაიძე თ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თბ. 1976; | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | * [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ფონეტიკა]] | [[კატეგორია:ფონეტიკა]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თანხმოვნები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:47, 29 თებერვალი 2024 მდგომარეობით
თანხმოვანთა ჯგუფები – თანხმოვანთა სინტაგმატიკური მიმდევრობები, რომლებიც აგებულია მოცემული ენისათვის დამახასიათებელ კომბინაციურ კანონზომიერებათა საფუძველზე.
თანხმოვანთა კომბინაციური კანონზომიერებები დგინდება როგორც გარკვეული შეტყობინების (ტექსტის) ფარგლებში, ისე სალექსიკონო მასალის მიხედვით (ძირის ან სიტყვის ფარგლებში). მათი შესწავლა შესაძლებელია არა მხოლოდ თანხმოვანთა უშუალო მეზობლობაში (კონტაქტური მიმდევრობები), არამედ დაშორებულ (სხვა ფონემებით გათიშულ) პოზიციებშიც (დისტანციური მიმდევრობები).
თანხმოვანთა ჯგუფების აგებულება სხვადასხვა ენაში განსხვავებულია როგორც მათში შემავალ თანხმოვანთა რაოდენობით, ისე შედგენილობით, რაც საბოლოოდ განპირობებულია მოცემული ენის ფონემური სისტემითა და მისთვის დამახასიათებელი სინტაგმატიკური წესებით (ფონემურ კომბინაციათა შექმნის უნარით). გარდა ცალკეული ენებისათვის დამახასიათებელი კონკრეტული კომბინაციური წესებისა, არსებობს აგრეთვე ყველა ენისათვის საერთო უნივერსალური წესები და ტენდენციები.
თანხმოვნური კომბინაციებით განსაკუთრებით მდიდარია ქართული. მათი შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთრივ ქართულის, არამედ თანხმოვანთმიმდევრობათა ზოგადი ტიპოლოგიის თვალსაზრისითაც.
ქართული ენის თანხმოვანთა ჯგუფები გაანალიზებულია სხვადასხვა დონეზე (დიფერენციალური ნიშნების, ფონემების) და სხვადასხვა ერთეულის (მარცვლის, ძირის) ფარგლებში. თანხმოვანთა კომბინაციური შესაძლებლობების დასადგენად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებია CVC (თანხმოვანი – ხმოვანი – თანხმოვანი) ზოგადი ტიპის ძირებში, სადაც C შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ერთი თანხმოვნით, ისე თანხმოვანთა ჯგუფებით). თანხმოვანთა ჯგუფებით აქ კომბინაციური ურთიერთშეზღუდვები ვლინდება არა მხოლოდ თანხმოვანთა უშუალო მეზობლობაში – ძირის თავკიდურში (ხმოვნის წინ) ან ბოლოკიდურში (ხმოვნის მომდევნოდ), არამედ მაშინაც, როდესაც თავკიდურის ან ბოლოკიდურის თანხმოვნები, თანხმოვანთა ჯგუფები გათიშული არიან ძირეული ხმოვნით. ქვემოთ წარმოდგენილია შედეგები, მიღებული CVC ტიპის სახელური და ზმნური ძირების ანალიზით. კომბინაციათა შესწავლისას ამოსავლად აღებულია ორწევრიანი ჯგუფები. ასეთი კომბინაციები ყველაზე მრავალრიცხოვანია და ყველაზე სრულად ავლენენ თანხმოვანთა დისტრიბუციულ შესაძლებლობებს. ამასთანავე, მათ საფუძველზე ყოველთვის აიგება უფრო დიდი კონსონანტური ჯგუფები, რამდენადაც ორზე მეტწევრიან ჯგუფებში ერთმანეთის გვერდით მყოფ ყოველ ორ წევრს შორის იგივე დისტრიბუციული წესები მოქმედებს, რომლებიც ძალაშია ორწევრიანი კომპლექსების მიმართ (ლ. იელმსლევი, ჯ. გრინბერგი).
თანხმოვნურ კომბინაციათა შედგენილობისა და რაოდენობის თვალსაზრისით ძირის თავკიდური და ბოლოკიდური რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგრამ თანხმოვანთა დადასტურებული კომპლექსების შესწავლა საშუალებას იძლევა დადგინდეს თავკიდურისა და ბოლოკიდურისათვის საერთო კომბინაციური კანონზომიერებები:
1. არასონორ (ჩქამიერ) თანხმოვანთა კომპლექსები დეცესიურია (იხ. დეცესიური კომპლექსები); დეცესიური თანამიმდევრობით ერთმანეთის გვერდით შეიძლება
იყოს თანხმოვნები, რომლებიც არ იქნება ერთი და იმავე აქტიური ორგანოთი ნაწარმოები (ზ. ჯაფარიძე). ამ ნიშნით ძირეულ კომბინაციებში მონაწილე თანხმოვნები ქმნიან ლოკალურ რიგებს, რომელთა წევრები ერთ კომბინაციაში (ნებისმიერი თანამიმდევრობით) გამორიცხავენ ერთმანეთს;
2. არასონორ (ჩქამიერ) თანხმოვანთა კომპლექსებში დაცულია ჰომოგენურობის პრინციპი: ერთმანეთის გვერდით შეიძლება იყოს მხოლოდ ჰომოგენური თანხმოვნები;
3. სონორების კომბინაციები (ფუნქციურად სონორთა რიგში ექცევა ლაბიალური ნაპრალოვანი ვ-ც) არასონორებთან თავისუფალია – სონორი შეიძლება უსწრებდეს ან მოსდევდეს ნებისმიერ არასონორს;
4. გარკვეული შეზღუდვებით დაშვებულია სონორთა კომბინაციებიც.
აღნიშნული წესების საფუძველზე (არსებული გამონაკლისების გათვალისწინებით) შეიძლება ჩამოყალიბდეს დისტრიბუციულ კლასთა განაწილების საერთო კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც თითოეული კლასის წევრები კომბინაციას ქმნიან მხოლოდ მომდევნო კლასების (კლასის) წევრებთან. შებრუნებული რიგი დაუშვებელია. კლასების თანამიმდევრობა ასეთია:
I. მ, რ;
II. ბ, ფ, პ;
III. დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ზ, ს, ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ;
IV. გ, ქ, კ, ღ, ხ, ყ;
V. ვ;
VI. მ, ნ, ლ, რ.
ზოგადად CVC ტიპის ძირთა ფარგლებში თავკიდურსა და ბოლოკიდურში დადასტურებულ არახმოვან წევრთა მაქსიმალური რაოდენობა ზეპირმეტყველებაში, ჩვეულებრივ, შვიდია (გ ფ რ ც ქ ვ ნ-ის). ყველაზე გავრცელებული სტრუქტურული ტიპებია: CVCC, CCVC, CCCVC, CCVCC.
ი. ქობალავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
- ჟღენტი ს. ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკა, I, თბ., 1960;
- ფოგტი ჰ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თარგმ. ფრანგ თბ., 1961;
- ჯაფარიძე ზ. თანხმოვანთა განაწილების ერთი წესი თანამედროვე სალიტერატურო ქართულში – კრ: „მეტყველების ანალიზის, სინთეზისა და სტატისტიკის საკითხები“, თბ., 1967;
- ქობალავა ი. CVC ტიპის ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში. I. – „თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები“, ტ. 2, თბ., 1967;
- II– იქვე, ტ. 3, თბ. 1972;
- უთურგაიძე თ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თბ. 1976;