შანიძე მზექალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:SaniZe mzeqala.jpg|thumb|140პქ|'''მზექალა შანიძე''']]
 
[[ფაილი:SaniZe mzeqala.jpg|thumb|140პქ|'''მზექალა შანიძე''']]
'''მზექალა შანიძე''' – დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს [[თბილისი|თბილისში]]. ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2002).  
+
'''მზექალა შანიძე''' – დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს [[თბილისი|თბილისში]]. ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2002).  
  
 
დაამთავრა [[თსუ]]-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1948). ასპირანტურაში სწავლის დროს (1948–51) მივლინებული იყო (1948–49) ქ. ლენინგრადში, სადაც სწავლობდა აკადემიკოს ე. კრაჩკოვსკის ხელმძღვანელობით. 1951 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, 1974
 
დაამთავრა [[თსუ]]-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1948). ასპირანტურაში სწავლის დროს (1948–51) მივლინებული იყო (1948–49) ქ. ლენინგრადში, სადაც სწავლობდა აკადემიკოს ე. კრაჩკოვსკის ხელმძღვანელობით. 1951 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, 1974

14:25, 13 მარტი 2024-ის ვერსია

მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე – დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს თბილისში. – ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2002).

დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1948). ასპირანტურაში სწავლის დროს (1948–51) მივლინებული იყო (1948–49) ქ. ლენინგრადში, სადაც სწავლობდა აკადემიკოს ე. კრაჩკოვსკის ხელმძღვანელობით. 1951 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, 1974 – სადოქტორო დისერტაცია „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“. 1953–2006 სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-ში სემიტოლოგიისა და ძველი ქართული ენის კათედრებზე, კითხულობდა ძველი ებრაული ენის, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკის, ძველი ქართული ენის ისტორიის კურსებს; 1996-98 პეტერბურგის უნივერსიტეტში წაიკითხა ქართული ენის, ძველი ქართული ენის კურსები. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი (1953-61), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1961-63), ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ხელნაწერთა ინსტიტუტის კონსულტანტი (2002-06). მონაწილეა სამეცნიერო ექსპედიციებისა, მათ შორი სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში (1994, 2002) ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად; სამეცნიერო კონფერენციებისა: 1996 – საერთაშორისო ლინგვისტური სემინარი, ბერგენი, ნორვეგია; 1999 – ლინგვისტიკის ისტორიის საერთაშორისო კონგრესი, პარიზი. ავტორია 120-სე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; ცალკეული შრომები დაბეჭდილია გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, რუსეთსა და საბერძნეთში.

მზექალა შანიძე 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი კვლევის სფეროა: სემიტოლოგია, ბიბლიური ტექსტები, ქართული ენა – ლექსიკოლოგია და ძვ, ქართული ტექსტების პუბლიკაცია, „ქართლის ცხოვრების ტექსტის შესწავლა და დადგენა, ხელნაწერთა შესწავლა. მზექალა შანიძე არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1995.

მ. შანიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

პრემიები

აკაკი შანიძის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

სახელმწიფო ჯილდოები

  • ღირსების ორდენის კავალერი 1976
  • თბილისის საპატიო მოქალაქე 2015

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები