ჩოლოყაშვილი ნიკიფორე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკიფორე ჩოლოყაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ჩოლოყაშვილი ნიკიფორ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ჩოლოყაშვილი ნიკიფორე...) |
||
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ჩოლოყაშვილი ნიკიფორე''' (ირბაქი) | + | [[ფაილი:Nikoloz choloyashvili.PNG|thumb|ნიკიფორე ირბაქი]] |
+ | '''ჩოლოყაშვილი ნიკიფორე,''' (ირბაქი) – (დაახლოებით 1585-1659), მწერალი, საეკლესიო მოღვაწე. ჩოლოყაშვილთა (ერთი შტო ირუბაქიძეებადაა ცნობილი) შთამომავალი: ომან ჩოლოყაშვილისა და [[არაგვის ერისთავი|არაგვის ერისთავის]] ასულ ბარბარეს ვაჟი, ერისკაცობაში ნიკოლოზად ცნობილი. განათლება [[რომი|რომის]] ბერძნულ სკოლაში მიიღო (1596-1608). შემდგომში შეისწავლა ფრანგული, იტალიური, ესპანური, არაბული, თურქული ენები. 1608 წ. [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა. არსებობს ცნობა, რომ მას [[გურია|გურიაში]] [[კათოლიკობა]] გაუვრცელებია. 1614-26 წწ. [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვარის მონასტერში]] ცხოვრობდა, ხოლო 1643-49 წწ. ამ მონასტრის წინამძღვარი - „ჯვარის მამა“ იყო. ამავე პერიოდში იგი „ბასილიანი“, ანუ წმიდა ბასილის წესის მიმდევარია („ბასილიანნი“ კათოლიკეთა ღა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელთა]] მომრიგებელნი იყვნენ). როგორც [[თეიმურაზ პირველი|თეიმურაზ პირველის]] ელჩმა, 1626-29 წწ. საგანგებო მისიით მოიარა დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნები: [[იტალია]], [[ესპანეთი]], [[საფრანგეთი]], [[გერმანია]], [[უნგრეთი]], [[პოლონეთი]]. 1645 წ. ნიკიფორე ჩოლოყაშვილი [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] [[პატრიარქი|პატრიარქის]] კანდიდატად დაუსახელებიათ. 1651 წლიდან კვლავ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა კათოლიკე მისიონერებთან. 1629 წ. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ხელშეწყობით რომში დაარსდა ქართული სტამბა. მისივე დახმარებით ამ სტამბაში გამოიცა ქართულ-იტალიური ლექსიკონი (გამოცემა განხორციელდა კათოლიკე მისიონერთა ინტერესებისთვის). ეს იყო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:28, 17 მარტი 2024 მდგომარეობით
ჩოლოყაშვილი ნიკიფორე, (ირბაქი) – (დაახლოებით 1585-1659), მწერალი, საეკლესიო მოღვაწე. ჩოლოყაშვილთა (ერთი შტო ირუბაქიძეებადაა ცნობილი) შთამომავალი: ომან ჩოლოყაშვილისა და არაგვის ერისთავის ასულ ბარბარეს ვაჟი, ერისკაცობაში ნიკოლოზად ცნობილი. განათლება რომის ბერძნულ სკოლაში მიიღო (1596-1608). შემდგომში შეისწავლა ფრანგული, იტალიური, ესპანური, არაბული, თურქული ენები. 1608 წ. საქართველოში დაბრუნდა. არსებობს ცნობა, რომ მას გურიაში კათოლიკობა გაუვრცელებია. 1614-26 წწ. იერუსალიმის ჯვარის მონასტერში ცხოვრობდა, ხოლო 1643-49 წწ. ამ მონასტრის წინამძღვარი - „ჯვარის მამა“ იყო. ამავე პერიოდში იგი „ბასილიანი“, ანუ წმიდა ბასილის წესის მიმდევარია („ბასილიანნი“ კათოლიკეთა ღა მართლმადიდებელთა მომრიგებელნი იყვნენ). როგორც თეიმურაზ პირველის ელჩმა, 1626-29 წწ. საგანგებო მისიით მოიარა დასავლეთ ევროპის ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი. 1645 წ. ნიკიფორე ჩოლოყაშვილი იერუსალიმის პატრიარქის კანდიდატად დაუსახელებიათ. 1651 წლიდან კვლავ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა კათოლიკე მისიონერებთან. 1629 წ. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ხელშეწყობით რომში დაარსდა ქართული სტამბა. მისივე დახმარებით ამ სტამბაში გამოიცა ქართულ-იტალიური ლექსიკონი (გამოცემა განხორციელდა კათოლიკე მისიონერთა ინტერესებისთვის). ეს იყო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კ. კეკელიძე, ეტიუდები, II. 1945, გვ. 292-313.