გარბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გარბანი''' – სოფელი საქართველოში, ხევში (ყაზბეგის რ.), ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Garbani 2.PNG|thumb|გარბანი]]
 
'''გარბანი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, [[ხევი|ხევში]] (ყაზბეგის რ.), გაშენებულია საქართველოს სამხედრო გზის პირას, [[მდინარე]] თერგის მარჯვენა ნაპირზე. გარბანი სიონთან ერთად ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია მთელს ყაზბეგის რაიონში. აჭ შემორჩენილია IX-X საუკუნეებში ნაგები ეკლესიის და სხვა უძველესი მატერიალური ძეგლების ნაშთები. აქვე ახლოსაა ნასოფლარი ძველგარბანაი.
 
09:25, 19 მარტი 2024-ის ვერსია

გარბანი

გარბანი – სოფელი საქართველოში, ხევში (ყაზბეგის რ.), გაშენებულია საქართველოს სამხედრო გზის პირას, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. გარბანი სიონთან ერთად ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია მთელს ყაზბეგის რაიონში. აჭ შემორჩენილია IX-X საუკუნეებში ნაგები ეკლესიის და სხვა უძველესი მატერიალური ძეგლების ნაშთები. აქვე ახლოსაა ნასოფლარი ძველგარბანაი.

სახელწოდება გარბან-ი ორი სიტყვისაგან ჩანს შედგენილი: გარე და უბან-ი, გარეუბნისაგან გარბანის მიღება ფონეტიკურად ძნელი არ არის: თუ უბან- სიტყვას წინ უძღვის მსაზღვრელი სიტყვის და ხმოვანი, მაშინ ისინი ხშირად იკარგვიან. შდრ. გარ-დაბან-ი (გარე-დაბანი), გარდ-ატენ-ი (გარდა/იქითა/ატენი), შუბან-ი (შუა უბანი)… ანალოგიური ფონეტიკური პროცესის შედეგად ჩანს მიღებული გარბანიც, რომელიც, როგორც ვთქვით, გარეუბან- სიტყვისაგან უნდა მომდინარეობდეს. ამ ტოპონიმს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში „სეხნია“ სახელები სხვაც მოეპოვება: ხევსურეთში, როშკის თემში, მაგალითად, გვაქვს სოფელი გარბანი, ახალგორის რაიონში კი დასტურდება სოფელი გარუბანი, – სწორედ ის ამოსავალი ფორმა, საიდანაც გარბანი მიგვიღია.

სხვათაშორის გამოთქმულია თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ყაზბეგის რ-ში ამ სოფლის არსებობა ხევსურული ტოპონიმების მიგრაციის შეგედია: ხევში გადმოსახლებულ ხევსურებს თან მოუტანიათ მშობლიური სოფლების და მდინარე-ხევების სახელები.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები