იალნოს ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
* უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი | * უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი | ||
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]] | * [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | |
| + | [[კატეგორია: ქედები საქართველოში]] | ||
00:54, 22 მარტი 2024-ის ვერსია
იალნოს ქედი – კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი).
აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
წყარო
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება