ძიუოუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ძიუოუ''' ''(აფხ.Ӡиуоу)'' – [[რიტუალი]] და საწესო სიმღერა, რომელსაც ქალები გვალვის საწინააღმდეგოდ ასრულებდნენ. გვალვის დროს საზეიმოდ გამოწყობილი ქალიშვილების ერთი ნაწილი მიდიოდა მდინარესთან, ხის ტოტებისაგან [[ტივი|ტივს]] შეკრავდა და ჩალას მოაგროვებდა, მეორე ნაწილი აკეთებდა, თითქმის, ადამიანის სიდიდის თოჯინას (ხის ბარს ქალის ფორმაში გამოაწყობდა), რომელსაც გრძელ ჯოხზე, ცხენზე ან ვირზე დასვამდა და „ძიუოუს“ მოძახილითა და სათანადო ტექსტის შემცველი სიმღერით მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა. ამ პროცესიას გზადაგზა სოფლის ახალგაზრდობა აედევნებოდა და მდინარესთან მისულები თოჯინას ტივზე მჯდომარე მდგომარეობაში მოათავსებდნენ, იქვე ჩალას ცეცხლს წაუკიდებდნენ და ტივს მდინარის მიმართულებით გაუშვებდნენ; ვირს ან ცხენს მდინარეში შეაგდებდნენ და თავადაც ბანაობდნენ და წუწაობდნენ. ქალებმა იცოდნენ მდინარის
 
ფსკერის [[კავი]]ხვნა, ბავშვებმა – ბაყაყის მოკვლა.
+
ფსკერის [[კავი (სამეურნეო იარაღი)|კავით]] ხვნა, ბავშვებმა – ბაყაყის მოკვლა.
  
წვიმის გამოწვევის მიზნით, მსგავსი რიტუალი და მაგიური ქმედება, თავისი გენეზისით დაკავშირებული სამიწათმოქმედო [[კულტი|კულტთან]], ცნობილია ქართულ-კავკასიური და მრავალი სხვა ხალხის ეთნოგრაფიული ყოფიდან, მაგრამ აფხაზური მასალა მეტ სიახლოვეს ავლენს ჩრდილო-დასავლეთ [[კავკასია|კავკასიის]] მკვიდრთა შესაბამის წეს-ჩვეულებებთან. მაგალითად, ადიღეელი და ყაბარდოელი ქალები გვალვის შემთხვევაში ხის ბარისგან აკეთებდნენ ქალის გამოსახულების თოჯინას – „ხანცე გუაშეს“ („ბარის ქალბატონს“), რომელსაც მთელ სოფელში შემოატარებდნენ, შემდეგ წყლით დაასველებდნენ და მდინარეში ან ზღვაში ჩაძირავდნენ. ამ რიტუალის მონაწილენი თავადაც ბანაობდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეგრელები ყანაში მდგარ შავებში გამოწყობილ საფრთხობელას „ძივავას“ უწოდებდნენ და გვალვის დროს წყლით ასველებდნენ.
 
ტერმინი „ძიუოუ“ აშკარად კომპოზიტია. მისი პირველი ელემენტი მომდინარეობს აფხაზურში წყლის აღმნიშვნელი სიტყვიდან „ა-ძઽ“, მეორე კი გაუგებარია. მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა (ნ. ჯანაშია, ივ. ჯავახიშვილი, გ. ჩურსინი და სხვ.) ტერმინის ახსნისას აპრიორი დაუშვა, რომ „ძიუოუ“ თოჯინის სახელია, ხოლო თოჯინა წყლის ღვთაების ანთროპომორფული სახე და ამ პოზიციებიდან შეეცადა მის ეტიმოლოგიზირებას. ჯერ ერთი, წყლის ღვთაებას აფხაზები სხვა სახელით იცნობენ („[[ძიძლანი]]“) და გვალვის შემთხვევაში მას არ მიმართავენ. წვიმის გამოგზავნას ისინი ან უზენაეს ღმერთს, [[ანცვა]]ს, ან სხვა ღვთაებებს შესთხოვენ („[[აერგი|ა-ერგი]]“, „[[აფი|ა-ფი]]“, „[[აცუნიჰვა|ა-ცუნიჰვა]]“); მეორეც, არც აფხაზებს და არც მათ მონათესავე ადიღებს არასოდეს გაუკეთებიათ ღვთაებათა ანთროპომორფული გამოსახულებები, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია "ბარის ქალბატონი" ოდესმე თაყვანისცემის ობიექტი ყოფილიყო. აქვე უნდა ითქვას, რომ, გარდა აღნიშნულისა, აფხაზები თოჯინას რიგი დაავადებების საწინააღმდეგო [[ლოცვა|ლოცვის]] დროს აკეთებდნენ. ერთ შემთხვევაში მას მიწაში ფლავდნენ და ადგილის დედას შესთხოვდნენ თავი ამ თოჯინით გაერთო და ავადმყოფი „გაენთავისუფლებია“ („[[ადაბნა|ა-დაბნა]]“, „ა-დგილ დედოუფალი“), მეორე შემთხვევაში მდინარეში აგდებდნენ და [[აცვაყვა-ელია|ცისარტყელა-ელიას]] იმავე ტექსტით მიმართავდნენ. სწორედ ამ რიგში დგას „ძიუოუს“ რიტუალიც. იგი მაგიური ხასიათის ქმედებაა, რომლის შესრულებითაც რომელიღაც ღვთაებას თოჯინას — გვალვის [[სიმბოლო]]ს (შდრ. ქართული „[[გონჯა]]“) წვიმაში უცვლიან (ძალზე საეჭვოდ გამოიყურება ა. ანშბას მოსაზრება, რომლის თანახმად წვიმის გამოწვევის წესი და „ძიუოუს“ სიმღერა წყლის სტიქიის მფარველისა და მიწიერი ქალის საკრალურ ქორწინებას უკავშირდება).
+
ტერმინი „ძიუოუ“ აშკარად კომპოზიტია. მისი პირველი ელემენტი მომდინარეობს აფხაზურში წყლის აღმნიშვნელი სიტყვიდან „ა-ძઽ“, მეორე კი გაუგებარია. მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა (ნ. ჯანაშია, [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილი]], გ. ჩურსინი და სხვ.) ტერმინის ახსნისას აპრიორი დაუშვა, რომ „ძიუოუ“ თოჯინის სახელია, ხოლო თოჯინა წყლის ღვთაების ანთროპომორფული სახე და ამ პოზიციებიდან შეეცადა მის ეტიმოლოგიზირებას. ჯერ ერთი, წყლის ღვთაებას აფხაზები სხვა სახელით იცნობენ („[[ძიძლანი]]“) და გვალვის შემთხვევაში მას არ მიმართავენ. წვიმის გამოგზავნას ისინი ან უზენაეს ღმერთს, [[ანცვა]]ს, ან სხვა ღვთაებებს შესთხოვენ („[[აერგი|ა-ერგი]]“, „[[აფი|ა-ფი]]“, „[[აცუნიჰვა|ა-ცუნიჰვა]]“); მეორეც, არც აფხაზებს და არც მათ მონათესავე ადიღებს არასოდეს გაუკეთებიათ ღვთაებათა ანთროპომორფული გამოსახულებები, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია "ბარის ქალბატონი" ოდესმე თაყვანისცემის ობიექტი ყოფილიყო. აქვე უნდა ითქვას, რომ, გარდა აღნიშნულისა, აფხაზები თოჯინას რიგი დაავადებების საწინააღმდეგო [[ლოცვა|ლოცვის]] დროს აკეთებდნენ. ერთ შემთხვევაში მას მიწაში ფლავდნენ და ადგილის დედას შესთხოვდნენ თავი ამ თოჯინით გაერთო და ავადმყოფი „გაენთავისუფლებია“ („[[ადაბნა|ა-დაბნა]]“, „ა-დგილ დედოუფალი“), მეორე შემთხვევაში მდინარეში აგდებდნენ და [[აცვაყვა-ელია|ცისარტყელა-ელიას]] იმავე ტექსტით მიმართავდნენ. სწორედ ამ რიგში დგას „ძიუოუს“ რიტუალიც. იგი მაგიური ხასიათის ქმედებაა, რომლის შესრულებითაც რომელიღაც ღვთაებას თოჯინას — გვალვის [[სიმბოლო]]ს (შდრ. ქართული „[[გონჯა]]“) წვიმაში უცვლიან (ძალზე საეჭვოდ გამოიყურება ა. ანშბას მოსაზრება, რომლის თანახმად წვიმის გამოწვევის წესი და „ძიუოუს“ სიმღერა წყლის სტიქიის მფარველისა და მიწიერი ქალის საკრალურ ქორწინებას უკავშირდება).
  
ტერმინ „ძიუოუს“ ახსნის შედარებით სწორ გზას დაადგა ნ. მარი, რომელიც აღნიშნავდა, რომ „... ლექსში არ არის და არც შეიძლება იყოს ღვთაების ან საერთოდ ვისიმე სახელი“. მან ძიუოუ გაშიფრა როგორც „წყალი შრება“. უფრო მართებული ჩანს ნ. პატეიფას მიერ გ. ჩურსინთან გამოთქმული აზრი, რომ ტერმინის მეორე ნაწილი „უოუ“ არის მოთქმის გამომხატველი შორისდებული (ძიუოუ – „ვოი, წყალო“). საინტერესოა, რომ აფხაზური ხმით
 
მიმდინარე ცვლილება 12:10, 27 მარტი 2024 მდგომარეობით

ძიუოუ (აფხ.Ӡиуоу)რიტუალი და საწესო სიმღერა, რომელსაც ქალები გვალვის საწინააღმდეგოდ ასრულებდნენ. გვალვის დროს საზეიმოდ გამოწყობილი ქალიშვილების ერთი ნაწილი მიდიოდა მდინარესთან, ხის ტოტებისაგან ტივს შეკრავდა და ჩალას მოაგროვებდა, მეორე ნაწილი აკეთებდა, თითქმის, ადამიანის სიდიდის თოჯინას (ხის ბარს ქალის ფორმაში გამოაწყობდა), რომელსაც გრძელ ჯოხზე, ცხენზე ან ვირზე დასვამდა და „ძიუოუს“ მოძახილითა და სათანადო ტექსტის შემცველი სიმღერით მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა. ამ პროცესიას გზადაგზა სოფლის ახალგაზრდობა აედევნებოდა და მდინარესთან მისულები თოჯინას ტივზე მჯდომარე მდგომარეობაში მოათავსებდნენ, იქვე ჩალას ცეცხლს წაუკიდებდნენ და ტივს მდინარის მიმართულებით გაუშვებდნენ; ვირს ან ცხენს მდინარეში შეაგდებდნენ და თავადაც ბანაობდნენ და წუწაობდნენ. ქალებმა იცოდნენ მდინარის ფსკერის კავით ხვნა, ბავშვებმა – ბაყაყის მოკვლა.

წვიმის გამოწვევის მიზნით, მსგავსი რიტუალი და მაგიური ქმედება, თავისი გენეზისით დაკავშირებული სამიწათმოქმედო კულტთან, ცნობილია ქართულ-კავკასიური და მრავალი სხვა ხალხის ეთნოგრაფიული ყოფიდან, მაგრამ აფხაზური მასალა მეტ სიახლოვეს ავლენს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მკვიდრთა შესაბამის წეს-ჩვეულებებთან. მაგალითად, ადიღეელი და ყაბარდოელი ქალები გვალვის შემთხვევაში ხის ბარისგან აკეთებდნენ ქალის გამოსახულების თოჯინას – „ხანცე გუაშეს“ („ბარის ქალბატონს“), რომელსაც მთელ სოფელში შემოატარებდნენ, შემდეგ წყლით დაასველებდნენ და მდინარეში ან ზღვაში ჩაძირავდნენ. ამ რიტუალის მონაწილენი თავადაც ბანაობდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეგრელები ყანაში მდგარ შავებში გამოწყობილ საფრთხობელას „ძივავას“ უწოდებდნენ და გვალვის დროს წყლით ასველებდნენ.

ტერმინი „ძიუოუ“ აშკარად კომპოზიტია. მისი პირველი ელემენტი მომდინარეობს აფხაზურში წყლის აღმნიშვნელი სიტყვიდან „ა-ძઽ“, მეორე კი გაუგებარია. მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა (ნ. ჯანაშია, ივ. ჯავახიშვილი, გ. ჩურსინი და სხვ.) ტერმინის ახსნისას აპრიორი დაუშვა, რომ „ძიუოუ“ თოჯინის სახელია, ხოლო თოჯინა წყლის ღვთაების ანთროპომორფული სახე და ამ პოზიციებიდან შეეცადა მის ეტიმოლოგიზირებას. ჯერ ერთი, წყლის ღვთაებას აფხაზები სხვა სახელით იცნობენ („ძიძლანი“) და გვალვის შემთხვევაში მას არ მიმართავენ. წვიმის გამოგზავნას ისინი ან უზენაეს ღმერთს, ანცვას, ან სხვა ღვთაებებს შესთხოვენ („ა-ერგი“, „ა-ფი“, „ა-ცუნიჰვა“); მეორეც, არც აფხაზებს და არც მათ მონათესავე ადიღებს არასოდეს გაუკეთებიათ ღვთაებათა ანთროპომორფული გამოსახულებები, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია "ბარის ქალბატონი" ოდესმე თაყვანისცემის ობიექტი ყოფილიყო. აქვე უნდა ითქვას, რომ, გარდა აღნიშნულისა, აფხაზები თოჯინას რიგი დაავადებების საწინააღმდეგო ლოცვის დროს აკეთებდნენ. ერთ შემთხვევაში მას მიწაში ფლავდნენ და ადგილის დედას შესთხოვდნენ თავი ამ თოჯინით გაერთო და ავადმყოფი „გაენთავისუფლებია“ („ა-დაბნა“, „ა-დგილ დედოუფალი“), მეორე შემთხვევაში მდინარეში აგდებდნენ და ცისარტყელა-ელიას იმავე ტექსტით მიმართავდნენ. სწორედ ამ რიგში დგას „ძიუოუს“ რიტუალიც. იგი მაგიური ხასიათის ქმედებაა, რომლის შესრულებითაც რომელიღაც ღვთაებას თოჯინას — გვალვის სიმბოლოს (შდრ. ქართული „გონჯა“) წვიმაში უცვლიან (ძალზე საეჭვოდ გამოიყურება ა. ანშბას მოსაზრება, რომლის თანახმად წვიმის გამოწვევის წესი და „ძიუოუს“ სიმღერა წყლის სტიქიის მფარველისა და მიწიერი ქალის საკრალურ ქორწინებას უკავშირდება).

ტერმინ „ძიუოუს“ ახსნის შედარებით სწორ გზას დაადგა ნ. მარი, რომელიც აღნიშნავდა, რომ „... ლექსში არ არის და არც შეიძლება იყოს ღვთაების ან საერთოდ ვისიმე სახელი“. მან ძიუოუ გაშიფრა როგორც „წყალი შრება“. უფრო მართებული ჩანს ნ. პატეიფას მიერ გ. ჩურსინთან გამოთქმული აზრი, რომ ტერმინის მეორე ნაწილი „უოუ“ არის მოთქმის გამომხატველი შორისდებული (ძიუოუ – „ვოი, წყალო“). საინტერესოა, რომ აფხაზური ხმით ნატირლის ერთ-ერთი სახეა „ა-უოუ“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Н.Я. Марр. О религиозных верованиях абхазов // Христианский Восток. 1915. Т. IV;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • А.А. Аншба. Абхазский фольклор и действительность. Тб., 1982;
  • Т. Кошежев. Ханцегуаше (общественное моление об урожае у кабардинцев) // ЭО. 1900. №2;
  • Л.И. Лавров. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных веровании. М., 1959.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები