დოდაშვილი კოტე
(ახალი გვერდი: '''დოდაშვილი კოტე''' – (გ. XI. 1919, თბილისი), ენათმეცნიერი და ლიტერა...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დოდაშვილი კოტე''' – (გ. | + | '''დოდაშვილი კოტე''' – (დაბადების წელი უცნობია - გ. ნოემბერი 1919, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე. მოღვაწეობდა XIX ს. 80-იან – XX ს. 10-იან წლებში. ავტორია ქართული [[გრამატიკა|გრამატიკისა]] და ქართული ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა [„საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნასე და ზმნის გამო“, „ქართული ლექსთწყობა“, „საგრამატიკო კვლევა“, „ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა“, „სხვადასხვა წერილები“, „ივერიულის ფონეტიკისათვის“ (რუს. ენაზე)და სხვ], რომლებიც იბეჭდებოდა გაზეთებში – „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]“, „[[კვალი (გაზეთი)|კვალი]]“ და „[[მოამბე (ჟურნალი)|მოამბე]]“. ამ წერილებში დოდაშვილი განიხილავდა სახელთა [[ბრუნება|ბრუნებისა]] და ზმნის უღვლილების საკვანძო საკითხებს ქართულში. [[ქართული ენა|ქართული ენის]] თანხმოვანთა კლასიფიკაციას წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით, ეხებოდა სალიტერატურო ქართული ენის, სიწმინდის საკითხებსაც. დოდაშვილს ბევრი მართებული და საინტერესო შეხედულება აქვს გამოთქმული ქართული გრამატიკის საკითხებზე. მკვლევარი სამართლიანად გამოყოფს ქართულში ერთ ბრუნებას (კანკლედობას); სწორია დასკვნა ბრუნვათა ნაცვალსახელური წარმომავლობის შესახებ (ოღონდ, მისი აზრით, სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი ისი [[ნაცვალსახელი]]დან მომდინარეობს). მართებულია დოდაშვილის დაკვირვება თანდებულების დამოუკიდებელი მნიშვნელობის სიტყვებიდან მომდინარეობის შესახებ. ზმნის უღვლილებისას განიხილავს და ადგენს პირთა კომბინაციებს. პირთა მიმართების თვალსაზრისით გამოყოფს სუბიექტური („მიუმართავი“) და ობიექტური („მიმართული“) წყობის ზმნებს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ III პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გამოსახატავად ზმნას რამდენიმე ნიშანი აქვს. აღწერს ჰ- პრეფიქსის ცვლილებას (ჰ > ს [ზ > შ]) დ, თ, ტ, ძ, ც. წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ, გამოყოფს ჰს მრჩობლ პრეფიქსს, აანალიზებს ობიექტური წყობის I პირის მრავლობითი რიცხვის გვ- პრეფიქსს და შლის მას გ- II პირისა და ვ-(მ) I პირის პრეფიქსებად. |
| − | სახარების ტექსტის ანალიზის | + | სახარების ტექსტის ანალიზის საფუძველზე დოდაშვილი იძლეეა -ნ სუფიქსური ელემენტის სწორ კვალიფიკაციას ზმნასა და სახელებში. საყურადღებოა, რომ ზმნის ფორმები მან წარმოების მიხედვით დააჯგუფა და ამის საფუძველზე ქართულში დრო-კილოთა ორი ჯგუფი გამოყო. ქართველურ (ივერიულ) ენათა გენეზისური ურთიერთობების კვლევა დოდაშვილს წინა აზიის მკვდარ და ცოცხალ კავკასიურ ენებთან მიმართებით ესახებოდა. |
''მ. სუხიშვილი'' | ''მ. სუხიშვილი'' | ||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
* გაწერელია ა. ქართული კლასიკური ლექსი, თბ. 1953; | * გაწერელია ა. ქართული კლასიკური ლექსი, თბ. 1953; | ||
| − | * ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.) გ. მიქაძის რედ. და | + | * ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.) გ. მიქაძის რედ. და შენიშვნებით, თბ., 1954; |
* აბესაძე ნ. გრამატიკის საკითხები XIX ს. ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960. | * აბესაძე ნ. გრამატიკის საკითხები XIX ს. ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960. | ||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | [[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | ||
| − | [[კატეგორია:ფილოლოგები]] | + | [[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]] |
[[კატეგორია:დოდაშვილები]] | [[კატეგორია:დოდაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:06, 28 მარტი 2024 მდგომარეობით
დოდაშვილი კოტე – (დაბადების წელი უცნობია - გ. ნოემბერი 1919, თბილისი), ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე. მოღვაწეობდა XIX ს. 80-იან – XX ს. 10-იან წლებში. ავტორია ქართული გრამატიკისა და ქართული ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა [„საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნასე და ზმნის გამო“, „ქართული ლექსთწყობა“, „საგრამატიკო კვლევა“, „ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა“, „სხვადასხვა წერილები“, „ივერიულის ფონეტიკისათვის“ (რუს. ენაზე)და სხვ], რომლებიც იბეჭდებოდა გაზეთებში – „ივერია“, „კვალი“ და „მოამბე“. ამ წერილებში დოდაშვილი განიხილავდა სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების საკვანძო საკითხებს ქართულში. ქართული ენის თანხმოვანთა კლასიფიკაციას წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით, ეხებოდა სალიტერატურო ქართული ენის, სიწმინდის საკითხებსაც. დოდაშვილს ბევრი მართებული და საინტერესო შეხედულება აქვს გამოთქმული ქართული გრამატიკის საკითხებზე. მკვლევარი სამართლიანად გამოყოფს ქართულში ერთ ბრუნებას (კანკლედობას); სწორია დასკვნა ბრუნვათა ნაცვალსახელური წარმომავლობის შესახებ (ოღონდ, მისი აზრით, სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი ისი ნაცვალსახელიდან მომდინარეობს). მართებულია დოდაშვილის დაკვირვება თანდებულების დამოუკიდებელი მნიშვნელობის სიტყვებიდან მომდინარეობის შესახებ. ზმნის უღვლილებისას განიხილავს და ადგენს პირთა კომბინაციებს. პირთა მიმართების თვალსაზრისით გამოყოფს სუბიექტური („მიუმართავი“) და ობიექტური („მიმართული“) წყობის ზმნებს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ III პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გამოსახატავად ზმნას რამდენიმე ნიშანი აქვს. აღწერს ჰ- პრეფიქსის ცვლილებას (ჰ > ს [ზ > შ]) დ, თ, ტ, ძ, ც. წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ, გამოყოფს ჰს მრჩობლ პრეფიქსს, აანალიზებს ობიექტური წყობის I პირის მრავლობითი რიცხვის გვ- პრეფიქსს და შლის მას გ- II პირისა და ვ-(მ) I პირის პრეფიქსებად.
სახარების ტექსტის ანალიზის საფუძველზე დოდაშვილი იძლეეა -ნ სუფიქსური ელემენტის სწორ კვალიფიკაციას ზმნასა და სახელებში. საყურადღებოა, რომ ზმნის ფორმები მან წარმოების მიხედვით დააჯგუფა და ამის საფუძველზე ქართულში დრო-კილოთა ორი ჯგუფი გამოყო. ქართველურ (ივერიულ) ენათა გენეზისური ურთიერთობების კვლევა დოდაშვილს წინა აზიის მკვდარ და ცოცხალ კავკასიურ ენებთან მიმართებით ესახებოდა.
მ. სუხიშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გაწერელია ა. ქართული კლასიკური ლექსი, თბ. 1953;
- ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.) გ. მიქაძის რედ. და შენიშვნებით, თბ., 1954;
- აბესაძე ნ. გრამატიკის საკითხები XIX ს. ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960.