იმნაიშვილი ივანე
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Ivane imnaishvili.PNG|thumb|ივანე იმნაიშვილი]] | ||
'''ივანე იმნაიშვილი''' – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967). | '''ივანე იმნაიშვილი''' – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967). | ||
| − | დაამთავრა [[თსუ]] საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, [[მცხეთა]]სა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო | + | დაამთავრა [[თსუ]] საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, [[მცხეთა]]სა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე. |
| − | ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), | + | ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხზულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანები“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980). |
| − | [[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]]სთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის | + | [[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]]სთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველი რედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან სინურ მრავალთავს მიუძღვნა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი. |
| − | სინურ მრავალთავს | + | |
იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966). | იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966). | ||
| − | იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული | + | იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთხთავის [[სიმფონია (ლექსიკონი)|სიმფონია-ლექსიკონის]]“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში. |
| + | |||
| + | იმნაიშვილმა ძველი ქართული ენის [[გრამატიკა|გრამატიკის]] საკითხებს მიუძღვნა ფუნდამენტური მონოგრაფია „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“ (1957). შეავსო და ცალკე წიგნად გამოსცა (1972) | ||
| + | ძვ. ქართ. ენის მიმოხილვა და ტაბულები. ძველი ქართული ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევას ეძღვნება მონოგრაფია „ზმნა ძველ ქართულში“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და 1996 მაინის ფრანკფურტში გამოსცა მისმა შვილმა ვ. იმნაიშვილმა. ამ ნაშრომისათვის ი. და ე. იმნაიშვილებს ა. შანიძის სახ. პრემია მიენიჭათ. | ||
| + | |||
| + | იმნაიშვილი თანაავტორია (ა. შანიძესა და ლ. კვაჭაძესთან ერთად) ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა. მას ეკუთვნის მეთოდიკური წერილები ძველი და ახალი ქართული ენის სწავლების საკითხებზე სკოლაში; წერილების სერია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებზე. წიგნად გამოიცა მისი „ქართული პოეტური ენის საკითხები“ (1966), აგრეთვე „ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა“ (1968). | ||
| + | |||
| + | ''ზ. ჭუმბურიძე'' | ||
| + | |||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | ||
| + | [[კატეგორია:იმნაიშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:24, 28 მარტი 2024 მდგომარეობით
ივანე იმნაიშვილი – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაამთავრა თსუ საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, მცხეთასა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ ქართული ენის კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.
ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), ახალი აღთქმის წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხზულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანები“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980).
ი. აბულაძესთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველი რედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა ა. შანიძემ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან სინურ მრავალთავს მიუძღვნა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი.
იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966).
იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონის“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში.
იმნაიშვილმა ძველი ქართული ენის გრამატიკის საკითხებს მიუძღვნა ფუნდამენტური მონოგრაფია „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“ (1957). შეავსო და ცალკე წიგნად გამოსცა (1972) ძვ. ქართ. ენის მიმოხილვა და ტაბულები. ძველი ქართული ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევას ეძღვნება მონოგრაფია „ზმნა ძველ ქართულში“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და 1996 მაინის ფრანკფურტში გამოსცა მისმა შვილმა ვ. იმნაიშვილმა. ამ ნაშრომისათვის ი. და ე. იმნაიშვილებს ა. შანიძის სახ. პრემია მიენიჭათ.
იმნაიშვილი თანაავტორია (ა. შანიძესა და ლ. კვაჭაძესთან ერთად) ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა. მას ეკუთვნის მეთოდიკური წერილები ძველი და ახალი ქართული ენის სწავლების საკითხებზე სკოლაში; წერილების სერია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებზე. წიგნად გამოიცა მისი „ქართული პოეტური ენის საკითხები“ (1966), აგრეთვე „ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა“ (1968).
ზ. ჭუმბურიძე