იმნაიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იმნაიშვილი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე იმნაიშვილი“)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ivane imnaishvili.PNG|thumb|ივანე იმნაიშვილი]]
 
'''ივანე იმნაიშვილი'''  – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).  
 
დაამთავრა [[თსუ]] საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, [[მცხეთა]]სა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის  თბილისის სახელმწიფო პედაგოგუყრი ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.  
+
დაამთავრა [[თსუ]] საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, [[მცხეთა]]სა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის  თბილისის სახელმწიფო პედაგოგური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.  
  
ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხსულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანებაი“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980).  
+
ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხზულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანები“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980).  
  
[[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]]სთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველირედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან  
+
[[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]]სთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველი რედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან სინურ მრავალთავს მიუძღვნა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი.
სინურ მრავალთავს მიუძღენა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, ომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი.
+
  
იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966).  
 
იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთსთავის [[სიმფონია (ლექსიკონი)|სიმფონია-ლექსიკონის]]“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში.
+
იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთხთავის [[სიმფონია (ლექსიკონი)|სიმფონია-ლექსიკონის]]“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში.
  
იმნაიშვილმა ძველი ქართული ენის [[გრამატიკა|გრამატიკის]] საკითხებს მიუძღვნა ფუნდამენტური მონოგრაფია „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“ (1957). შეავსო და ცალკე წიგნად გამოსცა (1972)  
 
იმნაიშვილმა ძველი ქართული ენის [[გრამატიკა|გრამატიკის]] საკითხებს მიუძღვნა ფუნდამენტური მონოგრაფია „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“ (1957). შეავსო და ცალკე წიგნად გამოსცა (1972)  
ძვ. ქართ. ენის მიმოხილვა და ტაბულები. ძველი ქართული ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევას ეძღენება მონოგრაფია „ზმნა ძველ ქართულში“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და 1996 მაინის ფრანკფურტში გამოსცა მისმა შვილმა ვ. იმნაიშვილმა. ამ ნაშრომისათვის ი. და ე. იმნაიშეილებს ა. შანიძის სახ. პრემია მიენიჭათ.  
+
ძვ. ქართ. ენის მიმოხილვა და ტაბულები. ძველი ქართული ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევას ეძღვნება მონოგრაფია „ზმნა ძველ ქართულში“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და 1996 მაინის ფრანკფურტში გამოსცა მისმა შვილმა ვ. იმნაიშვილმა. ამ ნაშრომისათვის ი. და ე. იმნაიშვილებს ა. შანიძის სახ. პრემია მიენიჭათ.  
  
იმნაიშვილი თანაავტორია (ა. შანიძესა და ლ. კვაჭაძესთან ერთად) ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა. მას ეკუთვნის მეთოდიკური წერილები ძველი და ახალი ქართული ენის სწავლების საკითხებზე სკოლაში; წერილების სერია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებზე. წიგნად გამოიცა მისი „ქართული პოეტური ენის საკითხები“ (1966), აგრეთვე „ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა“ (1968).  
 
მიმდინარე ცვლილება 00:24, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

ივანე იმნაიშვილი

ივანე იმნაიშვილი – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თსუ საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, მცხეთასა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ ქართული ენის კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.

ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), ახალი აღთქმის წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხზულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანები“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980).

ი. აბულაძესთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველი რედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა ა. შანიძემ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან სინურ მრავალთავს მიუძღვნა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი.

იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966).

იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონის“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში.

იმნაიშვილმა ძველი ქართული ენის გრამატიკის საკითხებს მიუძღვნა ფუნდამენტური მონოგრაფია „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“ (1957). შეავსო და ცალკე წიგნად გამოსცა (1972) ძვ. ქართ. ენის მიმოხილვა და ტაბულები. ძველი ქართული ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევას ეძღვნება მონოგრაფია „ზმნა ძველ ქართულში“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და 1996 მაინის ფრანკფურტში გამოსცა მისმა შვილმა ვ. იმნაიშვილმა. ამ ნაშრომისათვის ი. და ე. იმნაიშვილებს ა. შანიძის სახ. პრემია მიენიჭათ.

იმნაიშვილი თანაავტორია (ა. შანიძესა და ლ. კვაჭაძესთან ერთად) ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა. მას ეკუთვნის მეთოდიკური წერილები ძველი და ახალი ქართული ენის სწავლების საკითხებზე სკოლაში; წერილების სერია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებზე. წიგნად გამოიცა მისი „ქართული პოეტური ენის საკითხები“ (1966), აგრეთვე „ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა“ (1968).

ზ. ჭუმბურიძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები