ლომთათიძე ქეთევან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქეთევან ლომთათიძე“ გადაიტანა გვერდზე „ლომთათიძე ქეთევან“ გად...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ქეთევან ლომთათიძე''' – (დ. 9 თებერვალი 1911, სოფ. | + | [[ფაილი:Qeteven lomtatidze.PNG|thumb|წარწერის ტექსტი]] |
+ | '''ქეთევან ლომთათიძე''' – (დ. 9 თებერვალი 1911, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რ-ნი, – 22 სექტემბერი 2007, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ ენათა და ზოგადი [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). | ||
− | 1931 დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, [[ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტი (ელხი)|ენის, ლიტერატურისა და | + | 1931 დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, [[ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტი (ელხი)|ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში (ელხი)]], [[ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტი (ელხი)|ენის, მატერიალურ კულტურული და ისტორიის ინსტიტუტში (ენიმკი)]]; [[ენათმეცნიერების ინსტიტუტი|ენათმეცნიერების ინსტიტუტში]] (1953–63 და |
1975–87 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987-იდან – ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი). დ. გულიასა და ს. ჯანაშიას შემდეგ თსუ-ში, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში კითხულობდა აფხაზურ და აბაზური ენების კურსს. | 1975–87 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987-იდან – ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი). დ. გულიასა და ს. ჯანაშიას შემდეგ თსუ-ში, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში კითხულობდა აფხაზურ და აბაზური ენების კურსს. | ||
ხაზი 8: | ხაზი 9: | ||
ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევების შედეგად გამოაქვეყნა რამდენიმე მონოგრაფია და 200-მდე | ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევების შედეგად გამოაქვეყნა რამდენიმე მონოგრაფია და 200-მდე | ||
− | წერილი, რომლებშიც განხილულია ქართველურ ენათა ისტორიული ურთიერთმიმართების, დიალექტთა და ენათა დიფერენცირების, ისტორიული და სინქრონიული ფონოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, სალიტერატურო ენის ფუნქციონირების, ეტიმოლოგიისა და ბგერათშესატყვისობათა აქტუალური პრობლემები. მის | + | წერილი, რომლებშიც განხილულია ქართველურ ენათა ისტორიული ურთიერთმიმართების, დიალექტთა და ენათა დიფერენცირების, ისტორიული და სინქრონიული ფონოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, სალიტერატურო ენის ფუნქციონირების, ეტიმოლოგიისა და ბგერათშესატყვისობათა აქტუალური პრობლემები. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთაგან აღსანიშნავია გამოკვლევები ქართულ დიალექტებში II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა რეფლექსების, ლაბიალურ კომპლექსთაგან ახალი ფონემების წარმოქმნის, თანხმოვანთკომპლექსებისაგან მეორეული სისინ-შიშინა ბგერების მიღების, „თბება“ ტიპის ზმნათა თავისებურებების, ქართული ზმნის ინფინიტიური წარმოების შესახებ და სხვ. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოქვეყნდა |
− | აკადემიური სამტომეული და ერთტომეული რუსულ-ქართული (1956-59, 1983) და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები, მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ | + | აკადემიური სამტომეული და ერთტომეული რუსულ-ქართული (1956-59, 1983) და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები, მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში, იყო ამ ლექსიკონის VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი. ამ ლექსიკონის მომზადებისათვის ლომთათიძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „[[იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება (ჟურნალი)|იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერებ]]ის“, „[[იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული]]სა“ და „ეტიმოლოგიური ძიებანი“-ს რამდენიმე ტომი. |
ქეთევან ლომთათიძეს მიღებული აქეს სახელმწიფო ჯილდოები. | ქეთევან ლომთათიძეს მიღებული აქეს სახელმწიფო ჯილდოები. | ||
ხაზი 18: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] |
[[კატეგორია:ლომთათიძეები]] | [[კატეგორია:ლომთათიძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:36, 28 მარტი 2024 მდგომარეობით
ქეთევან ლომთათიძე – (დ. 9 თებერვალი 1911, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რ-ნი, – 22 სექტემბერი 2007, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ ენათა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
1931 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში (ელხი), ენის, მატერიალურ კულტურული და ისტორიის ინსტიტუტში (ენიმკი); ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1953–63 და 1975–87 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987-იდან – ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი). დ. გულიასა და ს. ჯანაშიას შემდეგ თსუ-ში, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში კითხულობდა აფხაზურ და აბაზური ენების კურსს.
ლომთათიძე იკვლევს ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურასა და ისტორიას, ამ ენათა ურთიერთმიმართების კერძო და ზოგადმეცნიერულ პრობლემებს. მტკიცე სამეცნიერო საფუძველი შექმნა აფხაზურ-აბაზურ ენათა და დიალექტთა ფონოლოგიური სისტემის, ფონეტიკურ პროცესთა, მორფოლოგიურ, კატეგორიათა, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიურ პრობლემათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზისათვის, გამოავლინა რამდენიმე მნიშენელოვანი კანონზომიერება, რომელთაც სამეცნიერო ლიტერატურაში „ლომთათიძის კანონთა“ სახელწოდებით აღნიშნავენ. აღზარდა აფხაზ, აბაზა და ჩერქეზ ენათმეცნიერთა რამდენიმე თაობა.
ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევების შედეგად გამოაქვეყნა რამდენიმე მონოგრაფია და 200-მდე წერილი, რომლებშიც განხილულია ქართველურ ენათა ისტორიული ურთიერთმიმართების, დიალექტთა და ენათა დიფერენცირების, ისტორიული და სინქრონიული ფონოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, სალიტერატურო ენის ფუნქციონირების, ეტიმოლოგიისა და ბგერათშესატყვისობათა აქტუალური პრობლემები. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთაგან აღსანიშნავია გამოკვლევები ქართულ დიალექტებში II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა რეფლექსების, ლაბიალურ კომპლექსთაგან ახალი ფონემების წარმოქმნის, თანხმოვანთკომპლექსებისაგან მეორეული სისინ-შიშინა ბგერების მიღების, „თბება“ ტიპის ზმნათა თავისებურებების, ქართული ზმნის ინფინიტიური წარმოების შესახებ და სხვ. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოქვეყნდა აკადემიური სამტომეული და ერთტომეული რუსულ-ქართული (1956-59, 1983) და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები, მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში, იყო ამ ლექსიკონის VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი. ამ ლექსიკონის მომზადებისათვის ლომთათიძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულისა“ და „ეტიმოლოგიური ძიებანი“-ს რამდენიმე ტომი.
ქეთევან ლომთათიძეს მიღებული აქეს სახელმწიფო ჯილდოები.
თ. გვანცელაძე