რამიშვილი გურამ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამ რამიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „რამიშვილი გურამ“ გადამის...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გურამ რამიშვილი''' – (1932 | + | [[ფაილი:Guram ramishvili.PNG|thumb|გურამ რამიშვილი]] |
| + | '''გურამ რამიშვილი''' – (დ. 22 აგვისტო 1932, [[თბილისი]], – გ. 4 ოქტომბერი 1995, იქვე), ენათმეცნიერი. | ||
| − | + | 1955 დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტის [[კავკასიური ენები]]ს განყოფილება, 1958 – თსუ ზოგადი [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] ასპირანტურა აკად. [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]]ს ხელმძღვანელობით. 1958-იდან მუშაობდა თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე უფროსი მასწავლებლის, დოცენტის (1961), პროფესორის (1971) თანამდებობებზე. I973-98 იყო ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე. 1990–95 თბილისის [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] სახ. უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი, 1960 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი“). 1968-70 სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იენის ([[გერმანია]]) უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია („ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში“). 1973–74 ასევე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბონის (გერმანია) უნივერსიტეტში. 1974 მიენიჭა ლ. ვაისგერბერის საპატიო მედალი, 1983– ალბერტ შვაიცერის მედალი (გერმანია), 1989 – [[ძმები გრიმები|იაკობ და ვილჰელმ გრიმები]]ს სახელმწიფო პრემია (ბერლინი). 1973-იდან იყო ევროპის ლინგვისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საერთაშორისო საენათმეცნიერო ჟურნალ „Zeitschrift fur Phonetik Sprachwissenschaft and Kommunikationsforschung“ რედაქციის წევრი. იყო მრავალი საერთაშორისო საენათმეცნიერო ფორუმის მონაწილე, საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ფილოსოფიის მეცნიერებათა | |
| + | აკადემიების ნამდვილი წევრი. | ||
| + | გ. რამიშვილის შრომები ეკუთვნის თანამედროვე ენათმეცნიერების იმ მიმართულებას, რომლის ყურადღების ცენტრშია ენათა შინაარსობრივი მხარის კვლევა. მისი შრომები მოიცავს საკითხთა ფართო წრეს, რომელშიც მოქცეულია ენათმეცნიერების კლასიკური თეორიების (ე. ჰუმბოლდტი, ფ. დე სოსიური) ამოსავალ ცნებათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ენის თეორიის ამოცანების შესაბამისად. რამიშვილმა წამოაყენა და დაასაბუთა „ენის შინაგანი ფორმის“ ორიგინ. კონცეფცია. მის სახელთან არის დაკავშირებული ენის თეორიაში ბგერა–აზრის ასახსნელად ენობრივი სინთეზის პოსტულატის შემოტანა, რომელიც ამყარებს კორელაციას ენის თეორიის ძირითად ცნებებს შორის ([[არტიკულაცია]], სინთეზი, ენერგია, ღირებულება, შინაფორმა, წარმოქმნა.). რამიშვილის | ||
| + | სემანტიკური ხასიათის ნაშრომებში გამოკვლეულია საგნის ენაში ტრანსპონირების სემანტიკური პირობები; პოსტულირებულია დედა-ენაში მნიშვნელობათა აღურევლობის წესი, ენობრივი შუაწევრის ცნება, სუბსტანციური ზონების იდეა, სემანტიკური ოპოზიტივები (ლატენტური სტრუქტურები), ენათა სემანტიკური ბალანსის პრინციპი, რეფერენციისა და ინტერპრეტაციის დონეები სემანტიკაში, რაც ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ენათა შინაარსეული ასპექტის გამოსავლენად. რამიშვილი მიუთითებს სემანტიკის ლატენტური მექანიზმების ცხადყოფისა და აღწერის ორგვარ ემპირიულ შესაძლებლობაზე („ენობრივი ალღოს ფენომენი“, „სემანტიკური ინტერფერენცია“). ამ თეორიული პოზიციებიდან არის შესწავლილი ქართული ენის ლექსიკის სხვადასხვა | ||
| + | სფერო: ხმაბაძვითი ლექსიკა, ნათესაობის ტერმინოლოგია, ფერის, განზომილებათა [[ზედსართავი სახელი|ზედსართავები]] და სხვ. გ. რამიშვილი ფსიქოლოგებთან ერთად იკვლევდა დედაენობრივი ფაქტორის გაუცნობიერებელი მოქმედების სახეებს მეორე ენის ათვისების დროს. თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში შექმნა ე. წ. „გერმანული სკოლების ქსელი“, სადაც გერმანული და სხვა უცხოური ენების სწავლება ემყარება ენათა კოორდინირებული სწავლების პრინცის. | ||
| + | |||
| + | ''ა. კარტოზია'' | ||
| ხაზი 13: | ხაზი 20: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]] | [[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | [[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რამიშვილები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:48, 28 მარტი 2024 მდგომარეობით
გურამ რამიშვილი – (დ. 22 აგვისტო 1932, თბილისი, – გ. 4 ოქტომბერი 1995, იქვე), ენათმეცნიერი.
1955 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება, 1958 – თსუ ზოგადი ენათმეცნიერების ასპირანტურა აკად. გ. ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 1958-იდან მუშაობდა თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე უფროსი მასწავლებლის, დოცენტის (1961), პროფესორის (1971) თანამდებობებზე. I973-98 იყო ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე. 1990–95 თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი, 1960 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი“). 1968-70 სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იენის (გერმანია) უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია („ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში“). 1973–74 ასევე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბონის (გერმანია) უნივერსიტეტში. 1974 მიენიჭა ლ. ვაისგერბერის საპატიო მედალი, 1983– ალბერტ შვაიცერის მედალი (გერმანია), 1989 – იაკობ და ვილჰელმ გრიმების სახელმწიფო პრემია (ბერლინი). 1973-იდან იყო ევროპის ლინგვისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საერთაშორისო საენათმეცნიერო ჟურნალ „Zeitschrift fur Phonetik Sprachwissenschaft and Kommunikationsforschung“ რედაქციის წევრი. იყო მრავალი საერთაშორისო საენათმეცნიერო ფორუმის მონაწილე, საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი.
გ. რამიშვილის შრომები ეკუთვნის თანამედროვე ენათმეცნიერების იმ მიმართულებას, რომლის ყურადღების ცენტრშია ენათა შინაარსობრივი მხარის კვლევა. მისი შრომები მოიცავს საკითხთა ფართო წრეს, რომელშიც მოქცეულია ენათმეცნიერების კლასიკური თეორიების (ე. ჰუმბოლდტი, ფ. დე სოსიური) ამოსავალ ცნებათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ენის თეორიის ამოცანების შესაბამისად. რამიშვილმა წამოაყენა და დაასაბუთა „ენის შინაგანი ფორმის“ ორიგინ. კონცეფცია. მის სახელთან არის დაკავშირებული ენის თეორიაში ბგერა–აზრის ასახსნელად ენობრივი სინთეზის პოსტულატის შემოტანა, რომელიც ამყარებს კორელაციას ენის თეორიის ძირითად ცნებებს შორის (არტიკულაცია, სინთეზი, ენერგია, ღირებულება, შინაფორმა, წარმოქმნა.). რამიშვილის სემანტიკური ხასიათის ნაშრომებში გამოკვლეულია საგნის ენაში ტრანსპონირების სემანტიკური პირობები; პოსტულირებულია დედა-ენაში მნიშვნელობათა აღურევლობის წესი, ენობრივი შუაწევრის ცნება, სუბსტანციური ზონების იდეა, სემანტიკური ოპოზიტივები (ლატენტური სტრუქტურები), ენათა სემანტიკური ბალანსის პრინციპი, რეფერენციისა და ინტერპრეტაციის დონეები სემანტიკაში, რაც ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ენათა შინაარსეული ასპექტის გამოსავლენად. რამიშვილი მიუთითებს სემანტიკის ლატენტური მექანიზმების ცხადყოფისა და აღწერის ორგვარ ემპირიულ შესაძლებლობაზე („ენობრივი ალღოს ფენომენი“, „სემანტიკური ინტერფერენცია“). ამ თეორიული პოზიციებიდან არის შესწავლილი ქართული ენის ლექსიკის სხვადასხვა სფერო: ხმაბაძვითი ლექსიკა, ნათესაობის ტერმინოლოგია, ფერის, განზომილებათა ზედსართავები და სხვ. გ. რამიშვილი ფსიქოლოგებთან ერთად იკვლევდა დედაენობრივი ფაქტორის გაუცნობიერებელი მოქმედების სახეებს მეორე ენის ათვისების დროს. თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში შექმნა ე. წ. „გერმანული სკოლების ქსელი“, სადაც გერმანული და სხვა უცხოური ენების სწავლება ემყარება ენათა კოორდინირებული სწავლების პრინცის.
ა. კარტოზია
[რედაქტირება] თხზულებები
- „ენის ენერგეისტული თეორიის საკითხები“ (თბილისი, 1978);
- „ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით“ (თბილისი. 1995);
- „შესავალი ენის ანთროპოლოგიაში ფერდინანდ დე სოსიური“ (თბილისი, 1996)
- „დედაენის თეორია“ (თბილისი, 2012).