მაკიაველი ნიკოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლო მაკიაველი“ გადაიტანა გვერდზე „მაკიაველი ნიკოლო“ გადამ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:NIKOLO MAKIAVELI.JPG|thumb|150პქ|ნიკოლო მაკიაველი, ქანდაკება ფლორენციის უფიცის გალერეის შესასვლელთან]]
 
'''ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი''' –  (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli,  დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია), იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და დიპლომატი. 1498-1512 – ათი ფლორენციული რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე, განაგებდა საგარეო და სამხედრო საკითხებს, არაერთხელ იმოგზაურა [[ევროპა]]ში დიპლომატიური მისიით. 1512 ფლორენციაში მედიჩის ხელისუფლების აღდგენის შემდეგ გააძევეს ფლორენციიდან.  
 
'''ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი''' –  (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli,  დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია), იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და დიპლომატი. 1498-1512 – ათი ფლორენციული რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე, განაგებდა საგარეო და სამხედრო საკითხებს, არაერთხელ იმოგზაურა [[ევროპა]]ში დიპლომატიური მისიით. 1512 ფლორენციაში მედიჩის ხელისუფლების აღდგენის შემდეგ გააძევეს ფლორენციიდან.  
  

მიმდინარე ცვლილება 14:41, 29 მარტი 2024 მდგომარეობით

ნიკოლო მაკიაველი, ქანდაკება ფლორენციის უფიცის გალერეის შესასვლელთან

ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი – (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli, დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია), იტალიის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და დიპლომატი. 1498-1512 – ათი ფლორენციული რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე, განაგებდა საგარეო და სამხედრო საკითხებს, არაერთხელ იმოგზაურა ევროპაში დიპლომატიური მისიით. 1512 ფლორენციაში მედიჩის ხელისუფლების აღდგენის შემდეგ გააძევეს ფლორენციიდან.

ავტორია პოლიტიკური ხასიათის თხზულებებისა, რომლებშიც ავითარებს დიპლომატიისა და სახელმწიფო მართვის მეცნიერულ თეორიებს: „მონარქი“(1513). „ომის ხელოვნება“ (1520), „ფლორენციის ისტორია" (1520-25) და ა.შ:

[რედაქტირება] მთავარი

მისი წიგნი „მთავარი“, (The Prince), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოჭმულ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველის სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესწავლისას შეიძინა. მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა. მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელმწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები