მალინოვსკი ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მალინოვსკი ვასილ“ გადაიტანა გვერდზე „ვასილ მალინოვსკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვასილ მალინოვსკი“ გადაიტანა გვერდზე „მალინოვსკი ვასილ“ გადამ...) |
15:50, 1 აპრილი 2024-ის ვერსია
ვასილ მალინოვსკი – (რუს. Василий Малиновский, 1765-1814), რესი დიპლომატი, მეცნიერი და პუბლიცისტი. 1781-დან მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის არქივში, 1789 მიავლინეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის თარჯიმნად. 1791 მონაწილეობდა იასის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. 1800-02 იყო გენერალური კონსული იასიში. ბატონყმობის გაუქმების ერთ-ერთი პირველი პროექტის (1802) ავტორი,. 1811-დან– ცარსკოე-სელოს ლიცეუმის დირექტორი. მალინოვსკი როგორც ომების აშკარა მოწინააღმდეგე, მოითხოვდა საერთოევროპული საბჭოს შექმნას მოკავშირე ხალხების წარმომადგენლებისაგან. რომლის ამოცანა იქნებოდა საყოველთაო უშიშროების დაცვა და საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.