ანდრონიკაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Konstantine andronikashvili.jpg|thumb|200პქ|'''კონსტანტინე ანდრონიკაშვილი''']]
 
[[ფაილი:Konstantine andronikashvili.jpg|thumb|200პქ|'''კონსტანტინე ანდრონიკაშვილი''']]
'''კონსტანტინე ემანუილის ძე ანდრონიკაშვილი''' (დ. 1876, სოფ. კაჭრეთი სიღნაღის მაზრის თფილისის გუბ.). [[ქართველები|ქართველი]], სოციალ დემოკრატი მენშევიკი მიმდევარი მ. ვ. პლეხანოვისა.  
+
'''ანდრონიკაშვილი კონსტანტინე ემანუელის ძე''' - (1876, სოფ. [[კაჭრეთი (სოფელი)|კაჭრეთი]], სიღნაღის მაზრა - 1937, (1938?)) - ქართველი სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი.  
  
==განათლება==
+
====ბიოგრაფია====
დავასრულე თფილისის მესამე გიმნაზია 1897. შევედი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ იმავე ფაკულტეტზე გადავედი კიევში.
+
1897 წელს [[თბილისი|თბილისის]] მესამე გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. მოგვიანებით იმავე ფაკულტეტზე კიევის უნივერსიტეტში გადავიდა. 1899-1900 წლებში პოლიტიკური აქტიურობის გამო, კ. ანდრონიკაშვილი უნივერსიტეტის მესამე
 +
კურსიდან გარიცხეს და მალე დააპატიმრეს. კიევის ციხეში 5 თვის პატიმრობის შემდეგ იგი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო. 1904 წელს ანდრონიკაშვილი კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში იმყოფებოდა რამდენიმე თვე, რის შემდეგაც კვლავ მშობლიურ სოფელში გაამწესეს, სადაც
 +
სოფლის გლეხკაცებში აქტიურად აწარმოებდა რევოლუციურ [[პროპაგანდა|პროპაგანდას]], ქმნიდა ორგანიზაციებს და მათ თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებთან აკავშირებდა. 1905 წელს თბილისის კომიტეტმა ის ალექსანდროპოლში გაგზავნა, რათა ალექსანდროპოლის, ერევნის, ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციები ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრთან დაეკავშირებინა. 1906 წელს იგი თბილისშია და სოციალ-დემოკრატიულ პრესაში პოლიტიკურ-
 +
ეკონომიკურ საკითხებზე წერილებს ბეჭდავდა. 1906-1909 წლებში ის კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სამუდამოდ ციმბირში გადაასახლეს. 1914 წელს კ. ანდრონიკაშვილი გადასახლებიდან გამოიქცა, ერთხანს მოსკოვში იმალებოდა, ხოლო შემდეგ იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, ცხოვრობდა ჟენევაში, ლოზანაში, პარიზში, კვლავ ლოზანაში.
  
==ავტობიოგრაფია==
+
[[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების]] შემდეგ . ანდრონიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში. 1918 წელს შედიოდა [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) შემადგენლობაში. 1919 წლის
====განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები====
+
თებერვალში [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] სიით არჩეულ იქნა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად, 1919 წ-ის 12 მარტს პირველივე სხდომაზე ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს]].
[[ფაილი:GE CHA 1836 1 107 004.jpg|thumb|400პქ|'''ხელნაწერი''']]
+
მესამე კურსიდან მთავრობამ გამომრიცხა სტუდენტთა რიცხვიდან პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების გამო. ეს ის წელიწადი იყო 1899–1900 წწ., როდესაც უნივერსიტეტებში სტუდენტთა წმინდა აკადემიური მოძრაობამ მიიღო ხასიათი პოლიტიკური. მაშინ პირველად სტუდენტობა დაუკავშირდა მუშათა მოძრაობას. მაშინ კიევში ჟანდარმთა უფროსათ იყო ცნობილი მხეცი ნავიცკი. კიევის ციხეში ვყვანდი ხუთი თვე, შემდეგ მომცა წინადადება 24 საათში დამეტოვებინა კიევი, ჩამაბარა „პროხოდნოე მოწმობა“ და მიკრა თავი ისევ იმ სოფელში სადაც დავიბადე. არ მქონდა უფლება სოფლიდან არსაით წასვლისა. უსაქმობის გამო, შეუდექი ბავშვების მზადებას, საშუალო სასწავლებლებში ვგზავნიდი სტატიებს გაზეთებში. დრო გამოშვებით გავიპარებოდი თფილისში, სადაც დაუკავშირდი თფილისის კომიტეტს. ასე ოთხი წლის შემდეგ მომცეს ნება თფილისში ცხოვრების.
+
  
აქ მე ვეცნობი [[წერეთელი ირაკლი (კაკი)|ირაკლი წერეთელს]], რომელიც მაშინ რედაქტორობდა „კვალს“. ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით, არ დავშორებივართ ციხემდის 1904 წ. სწორეთ რუს.-იაპონიის ომის დროს დაგვიჭირეს მეტეხში ვისხედით. ხუთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს და მიკრეს თავი ისევ სოფელში. აქ გლეხკაცობაში დავიწყე მუშაობა, ვაწყობდი ორგანიზაციებს და ვუკავშირებდი თფილისის სოც-დემოკრ. ორგან. ცენტრს.[] რევოლუციამ 1905 წ. მე წამოვედი თფილისში. ცოტა ხნის შემდეგ თფილისის კომიტეტმა გამგზავნა ალექსანდროპოლში მოსაწყობათ ქალ. ალექსანდრეპოლის, ესივანის, ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად [[ამიერკავკასია|ამიერ კავკასიის]] რკინის გზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან. 1906 წ. ჩამოვედი თფილისში. ამ დროს გამოდიოდა ლეგალური გაზეთი სოც.-დემოკ. „სხივი“ ნოე ჟორდანიას, . მახარაძეს რედაქტორობით. ამ გაზეთში ვაძლევდი წერილებს პოლიტიკ.-ეკონომიურ კითხვებზე.
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის]] შემდეგ მან აქტიური ბრძოლა გააჩაღა ბოლშევიკების საოკუპაციო [[რეჟიმი|რეჟიმის]] წინააღმდეგ. 1923 წელს ანდრონიკაშვილი დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა,
 +
რომელსაც [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]] დამარცხებამდე ხელმძღვანელობდა. . ანდრონიკაშვილის ფსევდონიმი იყო „სოლომონი“. 1924 წლის 22 აგვისტოს „დამკომის“ უკანასკნელი  სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: კ. ანდრონიკაშვილი, [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]], [[ამირეჯიბი შალვა|შ. ამირეჯიბი]]. 1924 წლის 3 სექტემბერს ანდრონიკაშვილი მცხეთის მილიციის ცხენოსანმა [[პატრული|პატრულმა]] შიომღვიმის მონასტერთან ახლოს „დამკომის“ სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა. დაპატიმრებულმა ხელმძღვანელებმა, მუქარის ქვეშ, ხელი მოაწერეს განცხადებას „დამკომის“ დაშლის შესახებ. საბჭოთა სასამართლომ კ. ანდრონიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვაში ქართველ ხალხს მოუწოდა მშვიდობიანი გზით მოქმედებისკენ: „...[[აჯანყება|აჯანყების]] დამარცხება სრულიად არ ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დამარცხებას, გაკოტრებას, მხოლოდ სვლა აჯანყების გზით ამ იდეის ცხოვრებაში გასატარებლად, უნდა ჩაითვალოს ერთხელ და უკანასკნელად მავნე მეთოდად ერის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სადავო საკითხების გადაწყვეტაში. აჯანყების შედეგები და
 +
მის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა, ავალებს საქართველოს ყველა ქართველ პოლიტიკურ პარტიებს დაადგნენ მშვიდობიან გზას და საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში, საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და გზა და გზა ღონიერი და საღი კრიტიკით მიიღონ მონაწილეობა ქართველი ხალხის ეროვნულ
 +
სახელმწიფოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმშენებლობაში. ეს არის ჩემი აზრი და საჭიროა რომ ყველა ქართული პარტიები დაადგნენ მშვიდობიან გზას...“. დიდი საბჭოთა ტერორის დროს გადაასახლეს ციმბირში, სადაც, სავარაუდოდ, დახვრიტეს დამფუძნებელი კრების სხვა წევრებთან ერთად.
  
იმავე წელს დაიწყო საარჩევნო კომპანია რუსეთის სახელმწიფო დუმაში. არჩევნების დროს ჩავარდა ჩვენი საიდუმლო ტიპოგრაფია ავლაბარში, სადაც ხუთი წელიწადი გასძლო. შემოგვეპარა პროვოკატორი, რომელმაც გასცათ. მოხდა რედაქციაში საერთო ჩხრეკა და „სხივის“ რედაქციაში ვინც ვიყავით იმ დროს ყველანი დაგვიჭირეს.
+
''ლელა სარალიძე''
  
აი ამ 1906 წლიდან მე აღარ მიშვებენ ციხიდან 1909 წლამდე. მიმცეს პასუხის გებაში ორ საქმეზე. ალექსანდროპოლისა / პროცესსი 38. პოლიტიკურ დამნაშავეთ და თფილისის ავლაბრის ტიპოგრაფისა. მე არასდროს არ მივლია ტიპოგრაფიაში ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნდნენ იგი ეკუთვნოდა თფილისის კომიტეტს. ამასთან საპასპორტო ბლანკები ტიპოგრაფიაში, ამისთანა ბლანკები რამოდენიმე აღმოაჩინეს „სხივის“ რედაქციაში.
 
  
როგორც ერთი ისე მეორე საქმეზე მომცეს ციმბირი სამუდამოთ გადასახლებით პალატის გადაწყვეტილებით. 1914 წ. ეტაპით გამგზავნეს ენისეის გუბერნიაში სოფ. კუზნეცოვაში.
 
  
ექვსი თვის შემდეგ გამოვიპარე. ცხრა თვე ვიმალებოდი მოსკოვში. მიშოვნეს ნამდვილი სტუდენტის მოწმობა, რომლის საშუალებით დავიარებოდი ისევ იურიდიულ ფაკულტეტზე, ვისმენდი ისევ ჩემს ძველ ნაცნობ პროფესორებს. ცხრა თვის შემდეგ უკვე იძულებული გავხდი საზღვარ გარეთ წავსულიყავ. პირველათ ვცხოვრობდი ჟენევაში, მერე ლიზანაში, ერთი წელიწადი ვცხოვრობდი პარიზში. ელექტრო-ტეხნიკურ კურსები გავათავე და გადმოვედი ისევ შვეიცარიაში. 1917 წ. რევოლუციამდე, ვცხოვრობდი ლაზანაში. დავბრუნდი რუსეთში ინგლისით, არა გერმანიით. მაშინ ამ გზებმა ანუ საშუალებამ სამშობლოში დასაბრუნებლათ მიიღო პოლიტიკური ხასიათი და დიდი განხეთქილება ატყდა სოც.-დემოკრ. ემიგრანტთა შორის ამ ნიადაგზე. საზღვარგარეთიდან ვთანამშრომლობდი სოც.-დემოკრატებთან და ახლაც განვაგრძობ. ჩამოსვლისთანავე საზღვარგარეთიდან დავბრუნდი თელავში. თავად. ახლაც ვითვლები
+
==ლიტერატურა==
 +
* სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქმე 107;
 +
* შსსა (3), . 14, აღწ. 2, საქ. 40;
 +
* შსს (3), . 14, აღწ. 2, საქ. 28;
 +
* ს. ზალდასტანიშვილი, „1924 წლის ამბოხება“, თბ., 1989;
 +
* ლ. ჯიქია, „1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“, თბ., 2011.
  
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''კონსტანტინე ანდრონიკაშვილი'''''
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2/ ანდრონიკაშვილი კონსტანტინე ემანუელის ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]]
 +
[[კატეგორია:ანდრონიკაშვილები]]
 +
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 22:38, 2 აპრილი 2024 მდგომარეობით

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე ემანუელის ძე - (1876, სოფ. კაჭრეთი, სიღნაღის მაზრა - 1937, (1938?)) - ქართველი სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1897 წელს თბილისის მესამე გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. მოგვიანებით იმავე ფაკულტეტზე კიევის უნივერსიტეტში გადავიდა. 1899-1900 წლებში პოლიტიკური აქტიურობის გამო, კ. ანდრონიკაშვილი უნივერსიტეტის მესამე კურსიდან გარიცხეს და მალე დააპატიმრეს. კიევის ციხეში 5 თვის პატიმრობის შემდეგ იგი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო. 1904 წელს ანდრონიკაშვილი კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში იმყოფებოდა რამდენიმე თვე, რის შემდეგაც კვლავ მშობლიურ სოფელში გაამწესეს, სადაც სოფლის გლეხკაცებში აქტიურად აწარმოებდა რევოლუციურ პროპაგანდას, ქმნიდა ორგანიზაციებს და მათ თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებთან აკავშირებდა. 1905 წელს თბილისის კომიტეტმა ის ალექსანდროპოლში გაგზავნა, რათა ალექსანდროპოლის, ერევნის, ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციები ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრთან დაეკავშირებინა. 1906 წელს იგი თბილისშია და სოციალ-დემოკრატიულ პრესაში პოლიტიკურ- ეკონომიკურ საკითხებზე წერილებს ბეჭდავდა. 1906-1909 წლებში ის კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სამუდამოდ ციმბირში გადაასახლეს. 1914 წელს კ. ანდრონიკაშვილი გადასახლებიდან გამოიქცა, ერთხანს მოსკოვში იმალებოდა, ხოლო შემდეგ იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, ცხოვრობდა ჟენევაში, ლოზანაში, პარიზში, კვლავ ლოზანაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კ. ანდრონიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში. 1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, 1919 წ-ის 12 მარტს პირველივე სხდომაზე ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მან აქტიური ბრძოლა გააჩაღა ბოლშევიკების საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1923 წელს ანდრონიკაშვილი დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, რომელსაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხებამდე ხელმძღვანელობდა. კ. ანდრონიკაშვილის ფსევდონიმი იყო „სოლომონი“. 1924 წლის 22 აგვისტოს „დამკომის“ უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: კ. ანდრონიკაშვილი, ი. ჯავახიშვილი, შ. ამირეჯიბი. 1924 წლის 3 სექტემბერს ანდრონიკაშვილი მცხეთის მილიციის ცხენოსანმა პატრულმა შიომღვიმის მონასტერთან ახლოს „დამკომის“ სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა. დაპატიმრებულმა ხელმძღვანელებმა, მუქარის ქვეშ, ხელი მოაწერეს განცხადებას „დამკომის“ დაშლის შესახებ. საბჭოთა სასამართლომ კ. ანდრონიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვაში ქართველ ხალხს მოუწოდა მშვიდობიანი გზით მოქმედებისკენ: „...აჯანყების დამარცხება სრულიად არ ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დამარცხებას, გაკოტრებას, მხოლოდ სვლა აჯანყების გზით ამ იდეის ცხოვრებაში გასატარებლად, უნდა ჩაითვალოს ერთხელ და უკანასკნელად მავნე მეთოდად ერის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სადავო საკითხების გადაწყვეტაში. აჯანყების შედეგები და მის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა, ავალებს საქართველოს ყველა ქართველ პოლიტიკურ პარტიებს დაადგნენ მშვიდობიან გზას და საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში, საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და გზა და გზა ღონიერი და საღი კრიტიკით მიიღონ მონაწილეობა ქართველი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმშენებლობაში. ეს არის ჩემი აზრი და საჭიროა რომ ყველა ქართული პარტიები დაადგნენ მშვიდობიან გზას...“. დიდი საბჭოთა ტერორის დროს გადაასახლეს ციმბირში, სადაც, სავარაუდოდ, დახვრიტეს დამფუძნებელი კრების სხვა წევრებთან ერთად.

ლელა სარალიძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქმე 107;
  • შსსა (3), ფ. 14, აღწ. 2, საქ. 40;
  • შსს (3), ფ. 14, აღწ. 2, საქ. 28;
  • ს. ზალდასტანიშვილი, „1924 წლის ამბოხება“, თბ., 1989;
  • ლ. ჯიქია, „1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“, თბ., 2011.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე ემანუელის ძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები