მასარიკი იან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მასარიკი იან“ გადაიტანა გვერდზე „იან მასარიკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იან მასარიკი“ გადაიტანა გვერდზე „მასარიკი იან“ გადამისამართე...) |
17:08, 4 აპრილი 2024-ის ვერსია
იან მასარიკი – (1886-1948), ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი,
1919-22 ჩეხოსლოვაკიის დესპანი აშშ-ში:
1925-38 – ელჩი დიდ ბრიტანეთში; მხარს უჭერდა ევროპაში კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნას;
1938-39 იმყოფებოდა აშშ-ში, შემდეგ კვლავ დიდ ბრიტანეთში;
1940-დან – ჩეხოსლოვაკიის ემიგრანტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი:
1941 – მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე;
1945 წლის აპრილიდან – ჩეხთა და სლოვაკთა ეროვნული ფრონტის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი.
1948 დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეროვნული ფრონტის მთავრობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.