დადიანი ოზბეგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოზბეგ დადიანი''' - სვანთა ერისთავი XV ს-ის შუა ხანებში. ოზბეგ ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოზბეგ დადიანი“ გადაიტანა გვერდზე „დადიანი ოზბეგ“)

12:46, 9 ივნისი 2017-ის ვერსია

ოზბეგ დადიანი - სვანთა ერისთავი XV ს-ის შუა ხანებში. ოზბეგ ერისთავს მოიხსენიებს მთავარეპისკოპოსი დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის ეკლესიისათვის საპატიჟოს დაწესების სიგელში: „ვაკურთხე მთავარანგელოზი დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა“. საბუთი გაცემულია 1445-1452 წწ-ში დემეტრე მეფის (ალექსანდრე დიდის ძის) მეფობის დროს. იგივე ოზბეგ დადიანი სვანთა ერისთავისა და მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულებით მოიხსენიება მისივე საფლავის ქვის ეპიტაფიაში, რომელიც აღმოჩენილია ოჩამჩირის რ-ნ სოფელ ჭლოუში (ჭალა).



წყაროები და ლიტერატურა

სილოგავა 1986: 64; ბერაძე 1999: 143.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები