მეიჯორი ჯონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჯონ მეიჯორი''' – (''ინგლ''. John Major; დ. 29 მარტი, 1943), დიდი ბრიტანეთის ს...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მეიჯორი ჯონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ მეიჯორი“) |
15:23, 8 აპრილი 2024-ის ვერსია
ჯონ მეიჯორი – (ინგლ. John Major; დ. 29 მარტი, 1943), დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1960-64 – ბრიქსტონის ახალგაზრდა კონსერვატორთა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და შემდეგ თავმჯდომარე; 1970-71 – ბრიქსტონის კონსერვატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1979 აირჩიეს პარლამენტის წევრად და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მდივნად. 1986 – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო მინისტრი; 1989 წლის ივლისიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი, ოქტომბრიდან – ფინანსთა მინისტრი. 1990 წლის ნოემბერში აირჩიეს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერად, ხოლო 1990-97 – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.