სალუქვაძე ანანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანანია სალუქვაძე“ გადაიტანა გვერდზე „სალუქვაძე ანანია“)
 
(2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Saluqvadze anania.jpg|200პქ|thumb|'''ანანია სალუქვაძე''']]
+
[[ფაილი:SaluqvaZe anania.jpg|thumb|'''ანანია სალუქვაძე''']]
'''ანანია მაქსიმელის ძე სალუქვაძე''' (დ. 4 მარტი, 1889, ქ. ოზურგეთი (გურია)). [[ქართველები|ქართველი]]
+
'''სალუქვაძე ანანია''' ''(1889, [[ოზურგეთი]] - 1942)'' - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოსა]] და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი.
  
==პარტიული რწმენა==  
+
====ბიოგრაფია====
სოციალ დემოკრატი
+
სასწავლებელში არ უვლია და წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. ადრეული ასაკიდანვე შეუდგა მუშაობას, თავდაპირველად ნოქრობას ეწეოდა, შემდეგ მანთაშოვის ქარხანაში ტექნიკურ განყოფილებაში მოწაფედ მიიღეს, თუმცა, ქარხნის დახურვის გამო, სწავლა ვეღარ გააგრძელა. აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, გარდა ამისა, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა გურიაში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული.
  
==პროფესია==
+
პირველად 1904 დააპატიმრეს. 1907 კვლავ დააპატიმრეს და ერთ თვეში გამოუშვეს. 1908 9 თვე გაატარა საპატიმროში. 1909-1910 წლებში არალეგალურად ცხოვრობდა, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ოსტროგში (ვოლინის გუბერნიაში). ჯარში ყოფნისას არალეგალური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. 1914 კვლავ დააპატიმრეს და 8 თვე იმყოფებოდა ციხეში, რის გამოც დაავადდა, მისი საქმის ძიება შეწყდა და სამშობლოში გამოუშვეს. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიის თბილისის ორგანიზაციაში, იყო [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] საოლქო კომიტეტის წევრი. წერდა მოთხრობებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ [[ემიგრაცია]]ში წასვლაზე უარი განაცხადა. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აჯანყების]] შემდეგ დააპატიმრეს და ყირიმში გადაასახლეს. გარდაიცვალა [[ყაზახეთი|ყაზახეთში]].
პატარობას ვიყავი ნოქრათ, შემდეგ მანთაშევის ქარხანაში მიმიღეს ტეხნიკურ განყოფილებაში მოწაფედ, მაგრამ ქარხნის დაკეტის გამო აღარ მიმიღია სრულათ სწავლა. 17 წლიდან ჩემი პროფესია იყო კორესპოდენტობა და ვიყავი ს. . ორგანიზაციის პროფესიონალური მომუშავე.
+
  
==განათლება==
+
'''''ნოდარ ჩხაიძე'''''
შკოლაში სრულიად არ ვყოფილვარ. ჩემით უმასწავლებლოთ შევისწავლე წერა-კითხვა. შინაური განათლებით.
+
  
==თფილისის ადრესი==  
+
==ლიტერატურა==
პრიუტსკის ქუჩა სახ. №27.
+
. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
  
==განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები==
+
==იხილე აგრეთვე==
პატარაობიდან ვმუშაობდი არალეგალურ ორგანიზაციებში, ორგანიზაციებს გარდა მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა კულტურულ-გამანათლებელ-ეკონომიურ ორგანიზაციების დასაარსებლათ გურიაში. მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მუდმივი კორესპოდენტი ვიყავი ს. დ გაზეთისა. 1908 წელი, 1909 წელი და 1910 წლის ნოემბრამდი ვირიცხებოდი გურ. ს. დ. ცენ. კომიტეტის ხელმძღვანელათ.
+
[https://civiledu.wordpress.com/2019/06/04/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94/ სალუქვაძე ანანია მაქსიმელის ძე]
 
+
ძველი რეჟიმის დროს შემდეგი შევიწროვებანი შემხვდა; პირველათ ჟანდარმებმა დამიჭირეს 1904 წელს 7 თებერვალს (14 წლის ვიყავი) მინახეს 60 ცალი „ოთხი ძმა“, „სარატოვის მუშების სიტყვა სასამართლოში“ 100 ცალი და ხვარბეთის რაიონისათვის გადასაცემი ბათუმის კომიტეტის მოწოდება გურიის გლეხებისადმი. ორი თვე და 20 დღის შემდეგ თავდების ქვეშ გამანთავისუფლეს, როგორც მცირეწლოვანი. ამ ტყვეობის დროს მკაცრი სასჯელი გადვიტანე. ციხის კამერაში მარტო ვიჯექი. ფიქრობდენ ჩემს გატეხვას და ამიტომ სამხელ გამროზგეს (მაზრის უფრ. ჯაფარიძემ და მისმა ხელქვეითებმა).
+
 
+
1907 წელს კვლავ დამიჭირეს, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს. 1908 წელს კი კიდევ დამიჭირეს და ორი თვე და 9 დღე გავატარე ციხეში. 1909 წელს კი თავს დამესხენ, მაგრამ მე გაქცევა მოვასწარი და მას შემდეგ ვცხოვრობდი არალეგალურათ - 1910 წლ. ნოემბრამდი. ამ ხნის განმავლობაში სასტიკათ მდევნიდენ. არა ერთხელ დამესხენ იქ-აქ, მაგრამ ხელში ვერ ჩამიგდეს, არაერთხელ ააწიოკეს ჩემი ბინა. ჩემი წიგნები, [[ბიბლიოთეკა]] მიითვისა ჟანდარმერიამ და აგრეთვე ჩემი ნაწერები; ორი მოთხრობა, „ობოლი სული“ და „დევნილი“, რომელიც დაიკარგა.
+
 
+
ორგანიზაციებში ჩემი საკეთებელი იყო ორგანიზაციების მოწყობა, მოწინავეთა შეკავშირება, [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=33048 პროპაგანდა], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=2681 აგიტაცია] და დემოკრ. რესპუბლიკის იდეების გავრცობა.
+
 
+
1910 წელს ნოემბერს, რადგანაც სამხედრო ბეგარის მოხდა მიწევდა, გამოვცხადდი და გამიწვიეს ჯარში. ვმსახურობდი ქ. ოსტროგში (ვოლინის გუბერნია) „რილსკის პოლკში“. იქ გავიცანი სხვა და სხვა კუთხეებიდან ამხანაგები; პოლიაკები, ებრაელები, ლატიშები, რუსები და ქართველებთან ერთად შევქენით მეთერთმეტე კორპუსში ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე და პირველი კრება 1912 წელს მოვიწვიეთ ბუპკოვში.
+
 
+
1914 წელს ქ. ოსტროგში დამიჭირეს (29 იანვარს) სხვა ამხანაგებთან ერთად, რომელიც გამოიწვია პეტროგრადის 9 იანვრის ამბებმა, რასაც მოყვა ჟიტომირის ჟანდარმებისაგან ოსროგის ფოსტის გაჩხრეკა, სადაც დაიჭირეს პეტროგრადიდან გამოგზავნილი ჟურნალ-გაზეთები; „ნაშა ზარია“, „პრავდა“, „რაბოჩაია გაზეტა“ და სხვა და სხვა. ამის გამო 8 კვირა დავყავი [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=18369 „კარცერში“] მარტოთ, წყალზე და [[პური|პურზე]]. შემდეგ დაავათმყოფდი და გადამიყვანეს სამხ. საავათმყოფოში.
+
 
+
ომის მოახლოვების გამო სასამართლოს აღარ გაურჩევია საქმე. 1915 წლის დეკემბერში დავბრუნდი სამშობლოში დაავათმყოფებული, რადგანაც ყინვებმა სხეული დააზიანა.
+
 
+
ჯარში ყოფნის დროს დავსწერე მოთხრობები: „პანი“, რომელიც წამართვა პოლკის უფროსმა მიშაკოვმა. „ტყის ძმები“ გურიის ცხოვრებიდან, რომელიც ეხლა იბეჭდება. „შრომის სამეფოში“, რომელიც დაიბეჭდა „თეატ. და ცხოვრებაში“
+
 
+
1916 წლიდან ვმუშაობდი თფილისის ორგანიზაციებში, ვაწყობდი ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს, ეკონომიურ გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი. და ვიყავი თფილისის ს. დ. კომიტეტის პასუხისმგებელ ორგანიზატორათ და ამავე დროს წევრი ამ. კავკ. ს. დ. მ. პ. საოლქო კომიტეტის წევრი.
+
 
+
პარტიაში სხვა სახელი მქონდა, უმეტესათ მეძახოდენ „გერკულესს“ და „თფილისელ მუშას“.
+
 
+
აი მოკლეთ.
+
 
+
ოჯახური პირობებით ღარიბი, ობოლი. გაჭივრება-შიმშილი და თრევა, აი ჩემი ცხოვრება.
+
 
+
რევოლიუციის შემდეგ მუშათა საბჭო და ს. დ. პარტია მგზავნიდა სხვა და სხვა ადგილებში პროპ.-აგიტაციისათვის, ორგანიზაციების მოსაწყობათ, რაზმების შესადგენათ.
+
 
+
==თანამდებობანი==
+
ს. დ. მ. პ. საოლქო კომიტეტის წევრი და ეროვნ. საბჭოსი. 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები‏‎]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 00:28, 11 აპრილი 2024 მდგომარეობით

ანანია სალუქვაძე

სალუქვაძე ანანია (1889, ოზურგეთი - 1942) - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სასწავლებელში არ უვლია და წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. ადრეული ასაკიდანვე შეუდგა მუშაობას, თავდაპირველად ნოქრობას ეწეოდა, შემდეგ მანთაშოვის ქარხანაში ტექნიკურ განყოფილებაში მოწაფედ მიიღეს, თუმცა, ქარხნის დახურვის გამო, სწავლა ვეღარ გააგრძელა. აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, გარდა ამისა, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა გურიაში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული.

პირველად 1904 დააპატიმრეს. 1907 კვლავ დააპატიმრეს და ერთ თვეში გამოუშვეს. 1908 9 თვე გაატარა საპატიმროში. 1909-1910 წლებში არალეგალურად ცხოვრობდა, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ოსტროგში (ვოლინის გუბერნიაში). ჯარში ყოფნისას არალეგალური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. 1914 კვლავ დააპატიმრეს და 8 თვე იმყოფებოდა ციხეში, რის გამოც დაავადდა, მისი საქმის ძიება შეწყდა და სამშობლოში გამოუშვეს. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიის თბილისის ორგანიზაციაში, იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი. წერდა მოთხრობებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს და ყირიმში გადაასახლეს. გარდაიცვალა ყაზახეთში.

ნოდარ ჩხაიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

სალუქვაძე ანანია მაქსიმელის ძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები