მიუსო მირეი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:MIREI MIUSO.JPG|thumb|200px|ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან]] | ||
'''მირეი მიუსო''' – (დ. 1945), [[საფრანგეთი]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[საქართველო|საქართველოში]]ს რესპუბლიკაში (1997 წლის ოქტომბრიდან). | '''მირეი მიუსო''' – (დ. 1945), [[საფრანგეთი]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[საქართველო|საქართველოში]]ს რესპუბლიკაში (1997 წლის ოქტომბრიდან). | ||
მიმდინარე ცვლილება 13:21, 12 აპრილი 2024 მდგომარეობით
მირეი მიუსო – (დ. 1945), საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოშის რესპუბლიკაში (1997 წლის ოქტომბრიდან).
დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
1969-72 იყო ათენში საფრანგეთის საელჩოს ვიცე-კონსული და მესამე მდივანი.
1973-74 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური საკითხების განყოფილების თანამშრომელი;
1975-70 – ვენაში საფრანგეთის საელჩოს მეორე მდივანი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე სამრეწველო განვითარების დარგში;
1976-82 – საფრანგეთის დელეგატი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის საკითხების, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და სურსათის მსოფლიო საბჭოს შეკრებებზე;
1982-85 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის განყოფილების აღმოსავლეთ ევროპის სექტორის უფროსი;
1985-87 – ნატოში საფრანგეთის წარმომადგენლობის პოლიტიკური მრჩეველი;
1987-89 – პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ბირთვული უსაფრთხოების სამთავრობათაშორისო კომიტეტის გენერალური სამდივნოს მრჩეველი;
1989-93 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი;
1993-97 წლის აგვისტომდე – საბერძნეთში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი კულტურის, მეცნიერებისა და თანამშრომლობის საკითხებში, ათენის ფრანგული კულტურის ინსტიტუტის დირექტორი.