სურამელი რატი (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რატი (I) სურამელი''' - ქართლის ერისთავი 1177-1185, 1187-1210-იან წწ-ში. ორბე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რატი (I) სურამელი“ გადაიტანა გვერდზე „სურამელი რატი (I)“ გადამისა...) |
12:37, 12 ივნისი 2017-ის ვერსია
რატი (I) სურამელი - ქართლის ერისთავი 1177-1185, 1187-1210-იან წწ-ში. ორბელთა ამბოხის შემდგომ ქართლის ერისთავობა გადადის სურამელთა სახლში. „ისტორიანი და აზმანი“ ყუთლუ არსლანის განდგომის (1184) ეპიზოდში მოიხსენიებს ერისთავთ-ერისთავ რატის, ხუაშაქ ცოქალის შვილს. ვარაუდობენ, რომ რატი სურამელი ქართლის ერისთავის თანამდებობას კარგავს თამარისა და გიორგი რუსის ქორწინების წლებში, როდესაც რუსის მომხრე აბულასანმა სამეფო კარზე მოწინავე პოზიციები დაიკავა.
წყარო
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 32.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017