ილემი
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
| − | [[კატეგორია:სოფლები მუნიციპალიტეტში]] | + | [[კატეგორია:სოფლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში]] |
[[კატეგორია:სოფლები იმერეთში]] | [[კატეგორია:სოფლები იმერეთში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები დასავლეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები დასავლეთ საქართველოში]] | ||
16:16, 17 აპრილი 2024-ის ვერსია
ილემი – მთაგორიანი ლამაზი სოფელია დასავლეთ საქართველო, იმერეთში (ზესტაფონის რ.) გაშენებულია მდ. ბორიმელას მარჯვენა მხარეს. აქვე ჩამოდის პატარა მდინარე-ხევი ილმულა (–ილემ-ულ-ა) „ილემის წყალი“.
სოფლის სახელი ილემი საკმაოდ ძველია; ქართულ ეკონომიკურ საბუთებში ილემი XV საუკუნის დამლევიდან მოიხსენიება: იმერთა მეფე გიორგის აქაური აზნაურებისათვის გოგია და გოგნია მაჭავარიან-სიქდურიშვილებისათვის განუახლებია სოფლების ზოვრეთის, წევისა და ილემის შეწირულება.
ტოპონიმ ილემის წარმოშობა გაურკვეველია. ადგილობრივ გავრცელებული ლეგენდა ამ სოფლის სახელს სიტყვა ირემს უკავშირებს: „სანადიროდ წამოსულან ცხრა ძმა მაისურაძენი. თითოს მოუკლავს თითო ირემი და სოფელსაც მას შემდეგ ირემი შერქმევია; იგი მალე ილემად გადასხვაფერებულა“ (ტარიელ მდივნიშვილი).
არსებობს მეორე გადმოცემაც: „მამა და შვილი წასულა სანადიროდ. ტყეში რომ შესულან, პირველად ბავშეს დაუნახავს ირემი და მამისათვის ხელით უჩვენებია: ე, მამა, ილემი, ილემი! მას შემდეგ სოფლისთვის ირემი ანუ ილემი შეურქმევიათ“
ორივე გადმოცემა სინამდვილესაა მოკლებული. სულ რომ არაფერი, ცხოველთა საზოგადო სახელები (ირემი, მგელი, შველი, ტურა, მაჩვი, ქორი, დათვი, ბუ...) სოფლებს ასე პირდაპირ, გაუფორმებლად არასოდეს არ ერქმევათ. როცა ხალხი ცხოველთა სახელების მიხედვით ქმნის მიკროტოპონიმებს თუ სოფლების სახელებს, მათ ყოველთვის ურთავს სხვადასხვა აფიქსებს: სა-ირმ-ე, სა-ბუ-ე, სა-მგლ-ე, სა-ყვავ-ე, საშევარდნ-ე/ო; კაკაბ-ეთ-ი, სა-სირ-ეთ-ი: სა-დათვ-ია, სა-ღორ-ია, სა-ტურ-ია, სა-მაჩვ-ია.. ამ წესის მიხედვით შეუძლებელია სოფელს ირემი დარქმეოდა. თუ მაინცდამაინც ირემი იქნებოდა ამოსავალი, მაშინ ზემოხსენებულ სოფელს საირმე, ირმეთი, ირმ-იან-ი ან სხვა, ამის მსგავსი სახელი მოეძებნებოდა.