ნოსტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]]
 
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები კასპის მუნიციპალიტეტში]]

მიმდინარე ცვლილება 17:45, 17 აპრილი 2024 მდგომარეობით

ნოსტე - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ქ. კასპიდან 21 კმ-ზე, მეტეხიდან (უახლოესი რკონიგზის სადგ.) 13 კმ.

[რედაქტირება] ისტორია

XVI-XVII საუკუნეებში ნოსტე სააკაძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სოფლის მახლობლად გიორგი სააკაძის ნასახლარია. სააკაძეების გვარის ძირითადი შტო (სამეფო აზნაურები) ატენის ხეობის ზემო ნაწილში ტანას-წყლის ხეობასა და რაზმითის მთის მიდამოებში სახლობდა, აქ იყო მათი ძველი სამემკვიდრო სოფლები ფელი და კიკანათბერი. XV საუკუნიდან სააკაძეებმა დაიწყეს თავის მამულების გაფართოება თეძმის ხეობაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გიორგის მამამ სიაუშმა და ბიძებმა. ეს საქმე წარმატებით დაასრულა თბილილისის მოურავმა (1609 წლიდან) გიორგი სააკაძემ (დაახლოებით 1580-1629 წწ.) მან თავისი საგვარეულოს პოლიტიკური რეზიდენცია ფელიდან ნოსტეში გადმოიტანა. ნოსტე სამიმოსვლო გზებით იყო დაკავშირებული ქართლის სხვა რაიონებთან და ახლოს იყო მეფეთა ერთ-ერთ საზაფხულო რეზიდენციასთან – ცხირეთთან. 1611 წელს ნოსტეში გამართულ ნადიმზე ნახა პირველად მეფე ლუარსაბ II გ. სააკაძის და. თავადების წინააღმდეგობის მიუხედავად ლუარსაბ მეფემ იქორწინა გიორგის დაზე 1612 წ. გ. სააკაძის აღზევებით განაწყენებულმა დიდგვაროვანმა თავადებმა ნოსტე დაარბიეს. მოურავი სპარსეთში გაიქცა. მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შესძლო მან რეზიდენციის აღდგენა (1620-25 წწ.) 1626 წელს კვლავ დაარბიეს თავადებმა და სააკაძისეული მამულები მიიტაცეს. XVII 30-იან წლებში როსტომ მეფემ სააკაძის ცოლ-შვილს მამულები დაუბრუნა.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები