კაკაბაძე ილია
(→წყარო) |
(→ბიოგრაფია) |
||
| (2 მომხმარებლების 14 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ილია (ილიკო) პავლეს ძე | + | [[ფაილი:Iliko akabaZe.jpg|thumb|250pq|ილიკო კაკაბაძე]] |
| + | '''კაკაბაძე ილია (ილიკო) პავლეს ძე''' ''(1869, სოფ. კუხი, ქუთაისის მაზრა -?)'' - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) წევრი. | ||
| − | == | + | ====ბიოგრაფია==== |
| − | + | განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, მისი სტატიები ქვეყნდებოდა „კვალში“, „ცნობის ფურცელსა“ და „[[შრომა (გაზეთი)|შრომაში]]“. | |
| − | + | სწავლის შეწყვეტის შემდეგ მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში. თავდაპირველად დაუახლოვდა „[[მესამე დასი]]ს“ ჯგუფებს, 1900 წლიდან კი მიემხრო გიორგი ზდანოვიჩის იდეებს. 1902 [[ევროპა|ევროპის]] ეკონომიკის გასაცნობად წავიდა საზღვარგარეთ. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრეწველთა საბჭოს დაარსებაში ზდანევიჩთან ერთად. | |
| − | + | ||
| − | + | 1904 წლიდან იყო [[სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია|სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის]] წევრი, შემდგომში მიემხრო [[სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია|სოციალისტ-რევოლუციონერებს]]. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო [[ჭიათურა]]-ყვირილას პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიული წითელი რაზმის მეთაური. 1907 დაიჭირეს [[ჟანდარმები|ჟანდარმებმა]], თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1907-1908 წლებში იმყოფებოდა მიმალვაში. | |
| − | + | 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1918 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|დამფუძნებელი კრების არჩევნებში]] კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. საკანდიდატო სიაში 24-ე ნომერი იყო. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. | |
| − | + | ||
| − | + | '''''ირაკლი ირემაძე''''' | |
| + | |||
| + | ==ლიტერატურა== | ||
| + | სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119, 121. | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [https://civiledu.wordpress.com/2019/05/15/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%94/ კაკაბაძე ილია პავლეს ძე] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] |
| + | |||
| + | |||
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:კაკაბაძეები]] | [[კატეგორია:კაკაბაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 19:05, 17 აპრილი 2024 მდგომარეობით
კაკაბაძე ილია (ილიკო) პავლეს ძე (1869, სოფ. კუხი, ქუთაისის მაზრა -?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, მისი სტატიები ქვეყნდებოდა „კვალში“, „ცნობის ფურცელსა“ და „შრომაში“.
სწავლის შეწყვეტის შემდეგ მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში. თავდაპირველად დაუახლოვდა „მესამე დასის“ ჯგუფებს, 1900 წლიდან კი მიემხრო გიორგი ზდანოვიჩის იდეებს. 1902 ევროპის ეკონომიკის გასაცნობად წავიდა საზღვარგარეთ. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრეწველთა საბჭოს დაარსებაში ზდანევიჩთან ერთად.
1904 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი, შემდგომში მიემხრო სოციალისტ-რევოლუციონერებს. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ჭიათურა-ყვირილას პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიული წითელი რაზმის მეთაური. 1907 დაიჭირეს ჟანდარმებმა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1907-1908 წლებში იმყოფებოდა მიმალვაში.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1918 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. საკანდიდატო სიაში 24-ე ნომერი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.
ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119, 121.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი