სურამელი ამადა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სურამელი ამადა“ გადაიტანა გვერდზე „ამადა სურამელი“ გადამისამ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამადა სურამელი“ გადაიტანა გვერდზე „სურამელი ამადა“ გადამისამ...) |
13:02, 12 ივნისი 2017-ის ვერსია
ამადა სურამელი - ბეგა სურამელის ძე, ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი 1280/90-იან წწ-ში XIV ს-ის დასაწყისადმდე; დავით VIII-ის ერთგული თანამებრძოლი; მონღოლთა ხელშეწყობით გორში ჩასახლებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი; XIII-XIV სს-თა მიჯნაზე მიმდინარე მღელვარე პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილე. ამადა სურამელის შუამდგომლობით დავით VIII-მ შეიწყალა მის წინააღმდეგ მონღოლებთან გარიგებული შალვა ქვენიფნეველი და მამული აღარ დაურბია. 1302 წ., როდესაც მონღოლებმა დავით VIII-ს მონღოლი ცოლი წაჰგვარეს, აჯანყებულმა მეფემ ამადა სურამელის ასულზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან იშვა გიორგი VI მცირე, რომელსაც ამადა სურამელი პაპად ერგებოდა და, ცხადია, მის გამეფებას ცდილობდა. ამადას სახელი 1314 წ-ის შემდგომ წყაროებში აღარ მოიხსენიება. სავარაუდოდ, იგი შეეწირა გიორგი მცირის ბრძოლას ტახტისათვის (მ. ბახტაძე). ამადა სურამელი, როგორც მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი, ამტკიცებს დავით VIII-ის სიგელს ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვლისადმი.
წყაროები და ლიტერატურა
ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307; ქისკ 1984: 184; ბახტაძე 2003: 173.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017