ყველის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყველის ერისთავი''' - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყველის ერისთავი“ გადაიტანა გვერდზე „ყველის საერისთავო“)

13:05, 12 ივნისი 2017-ის ვერსია

ყველის ერისთავი - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე ერისთავისა“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყველის ერისთავ მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია ბაგრატ IV-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი ამირა ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყველის საერისთავოს ხსენება ქრება.


წყაროები და ლიტერატურა

Такаишвили 1907: 6; შოშიაშვილი 1980: 136; მატიანე ქართლისაჲ 1955: 310; სილოგავა 1983: 275; ბახტაძე 2003: 264.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები