ნემსიწერიძე ენდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნემსიწერიძე ენდი“ გადაიტანა გვერდზე „ენდი ნემსიწერიძე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ნემსიწერიძე ენდი''' – (1967), პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში, სოფელ უცხერში (ცაგერი). დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. | + | [[ფაილი:Endi nemsiwveridze.JPG|thumb|ენდი ნემსიწერიძე]] |
| + | '''ნემსიწერიძე ენდი''' – (1967), პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში, სოფელ უცხერში ([[ცაგერი]]). დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. | ||
მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ვტორია წიგნისა „უბელო რაშები”. | მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ვტორია წიგნისა „უბელო რაშები”. | ||
| − | '''წუხილი''' | + | :::: '''წუხილი''' |
::ორღობე. ჭიშკარი. ურდული. უღელი. | ::ორღობე. ჭიშკარი. ურდული. უღელი. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:32, 18 აპრილი 2024 მდგომარეობით
ნემსიწერიძე ენდი – (1967), პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში, სოფელ უცხერში (ცაგერი). დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ვტორია წიგნისა „უბელო რაშები”.
- წუხილი
- ორღობე. ჭიშკარი. ურდული. უღელი.
- ეზოში ნახევრად დაშლილი მარხილი.
- მოთოვა. საჟენი მოთოვა წუხელის,
- არც ძაღლის ყეფაა, არც კაცის ძახილი.
- დათბება, გათხლიშავს ამ თოვლებს მარტის მზე,
- ნადირთა ნაკვალევს წაშლიან ტევრები,
- ვერ რწყავენ საფლავებს, აღდგომის ნადიმზე,
- უღვინოდ მზირალი, პირმშრალი ქვევრები.
- ბალახი მოედო, გზებსა და ბილიკებს,
- ღამეებს აჯაზებს, ტურათა არია,
- იმშრალებს დღის მზეზე დამღილულ ქილიქებს,
- უკაცო ოდა და უტარო ნალია.
- ვინ მეტყვის პასუხად ანდა მე ცის მზირალს,
- ღარიბი რატომ ვარ, რად არ ვარ მდიდარი?!
- და ტირის ობოლი სოფელი მთისძირას
- ვით დედა საფლავთან, ქვრივი და შვილმკვდარი.
- ორღობე. ჭიშკარი. ურდული. უღელი.
- ეზოში ნახევრად დაშლილი მარხილი.
- მოთოვა. საჟენი მოთოვა წუხელის,
- არც ძაღლის ყეფაა, არც კაცის ძახილი.