ლაშკოდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლაშკოდია''' – პატარა მდინარეა ლეჩხუმში. სათავეს ...)
 
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:მდინარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია: მდინარეები ლეჩხუმში]]
 
[[კატეგორია: მდინარეები ლეჩხუმში]]
 
[[კატეგორია: მდინარეები ცაგერის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია: მდინარეები ცაგერის მუნიციპალიტეტში]]
 +
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]]

17:06, 20 აპრილი 2024-ის ვერსია

ლაშკოდია – პატარა მდინარეა ლეჩხუმში. სათავეს იღებს სოფ ნაკურალეშთან (სიგრძე 4,5 კმ.), ჩამოუდის ს. აღვს, ოყურეშს, მიერთვის ცხენისწყალს.

ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ლაშკოდია წარმოშობით სვანურია და „სარეცხ ადგილს“ ნიშნავს. მდინარის წყალი მართლაც საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ მისი სახელწოდება არც სვანურია და არც „რეცხვა“ სიტყვასთან ჩანს დაკავშირებული. იგი ნიშნავს: „კოდში ამოსული მლაშე მინერალური წყალი", „კოდის ვეძა წყალი“. ადგილის სახელი „ლაშ(ე) კოდი(ა)“ შემდგომ მდინარის საკუთარ სახელად ქცეულა. ადგილობრივ მოსახლეობაში შეხვდებით მდინარის სახელწოდების სწორ განმარტებასაც; მიუთითებენ, რომ „საიდანაც მდინარე გამოდის, იქ ყოფილა მლაშე წყლის კოდი, გამონავალა მლაშე წყალი დიდი რაოდენობით და უწოდებიათ ლაშკოდიის ღელე“. (ჩამწ. ელისო ედიშერის ასული ასათიანი).

სპეციალურ ლიტერატურაში იყო ცდა ლაშკოდიას სვანურ ლა პრეფიქსიან სახელად მიჩნევის თაობაზე (ლა-შკოდი-ა), თუმცა აშკარაა, რომ შკოდ- სვანურად არაფერს ნიშნავს. ისტორიკოსი გ. გასვიანი მხარს უჭერს ლაშკოდიის განმარტების ხალხურ ვერსიას („სარეცხი ადგილი“), თუმცა რაიმე საბუთიანობის გარეშე.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები