არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჭველაძე)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ ჯინჭველაძე“ გადაიტანა გვერდზე „[[არქიმანდრიტი გიორგი (ჯი...) |
|||
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''გიორგი''' – (ჯინჭველაძე გრიგოლი) (1861, სოფ. მუსხი, ახალციხის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 30.11.1934, დაბა თიანეთი), საეკლესიო მოღვაწე, [[არქიმანდრიტი]], მისიონერი, პედაგოგი. | + | '''გიორგი''' – (ჯინჭველაძე გრიგოლი) (1861, სოფ. მუსხი, [[ახალციხის მაზრა]], ქუთაისის გუბერნია, – 30.11.1934, დაბა თიანეთი), საეკლესიო მოღვაწე, [[არქიმანდრიტი]], მისიონერი, პედაგოგი. |
+ | [[ფაილი:Arqimandriti giorgi jinWveladze.JPG|thumb|200პქ|'''არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჭველაძე)''']] | ||
− | დაიბადა [[მღვდელი|მღვდელ]] გაბრიელ ჯინჭველაძის ოჯახში. 1880 წ. 15 მაისს დაამთავრა [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხის]] საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი (შვიდწლედი – სამი განყოფილება და ოთხი კლასი). 1880-1881 წწ. იქვე მოისმინა პედაგოგიური კურსები და მიიღო მასწავლებლის დიპლომი. 1881-1883 წწ. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის პედაგოგია, 1883 წ. 15 დეკემბრიდან 1886 წ. 25 აგვისტომდე კი ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე. ასევე ასწავლიდა გალობას და ტანვარჯიშს. 1887 წ. ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1888 წ. 25 აგვისტოს [[გორი]]ს [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსმა]] [[ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)|ალექსანდრემ (ოქროპირიძე)]] [[დიაკონი|დიაკვნად]] აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს [[თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] [[საქართველო]]ს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში განაწესა. 1889 წ. 23 აგვისტოს, თავისი თხოვნის თანახმად, [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის ფერისცვალების ტაძარში გადაიყვანეს. | + | დაიბადა [[მღვდელი|მღვდელ]] გაბრიელ ჯინჭველაძის ოჯახში. 1880 წ. 15 მაისს დაამთავრა [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხის]] საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი (შვიდწლედი – სამი განყოფილება და ოთხი კლასი). 1880-1881 წწ. იქვე მოისმინა პედაგოგიური კურსები და მიიღო მასწავლებლის დიპლომი. 1881-1883 წწ. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის პედაგოგია, 1883 წ. 15 დეკემბრიდან 1886 წ. 25 აგვისტომდე კი ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე. ასევე ასწავლიდა გალობას და ტანვარჯიშს. 1887 წ. ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1888 წ. 25 აგვისტოს [[გორი]]ს [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსმა]] [[ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)|ალექსანდრემ (ოქროპირიძე)]] [[დიაკონი|დიაკვნად]] აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს [[თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] [[საქართველო]]ს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში განაწესა. 1889 წ. 23 აგვისტოს, თავისი თხოვნის თანახმად, [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის ფერისცვალების ტაძარში გადაიყვანეს. [[ბარალეთი (სოფელი)|ბარალეთი]]ს სამრევლოში ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში გიორგიმ მრავალი ადამიანი მოაქცია [[ქრისტე]]ს სარწმუნოებაზე. პირადი [[ასკეტიზმი|ასკეტური]] ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს ხანში მან პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ ჯავახეთის მხარეში და როდესაც 1894 წ. 18 ოქტომბერს იგი [[აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი|აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში]] გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ. გაზ. „ივერიაში“ 1894 წ. 23 დეკემბერს საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია ალხაზიშვილი ჯავახეთში გიორგის ღვაწლის შესახებ წერდა: „''მამა გრიგოლი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი, სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი, ეს მიყრუებული გადმოვარდნილი ადგილი, ლამის ქალაქად გადაიქცეს მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს მეთქი. ამ გულშემატკივართა შორის მამა გრიგოლიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გრიგოლის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: „წინა კაცი უკანისა ხიდიაო“. ყველა საზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა''“. |
1896 წ. 17 სექტემბერს გიორგი [[საგვერდული]]თ დაჯილდოვდა. 1897 წ. 13 ივნისს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის სამკერდე [[ვერცხლი]]ს [[მედალი]] დაიმსახურა. 1900 წ. ჯილდოდ [[სკუფია]] უბოძეს. 1900 წ. 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1901 წ. 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წ. 5 ივლისს სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წ. 6 მაისს წმ. [[სინოდი|სინოდმა]] მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წ. 15 მაისს [[საინგილო]]ში, კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში განაწესეს და ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს, ხოლო სექტემბერში თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1905 წ. 6 მაისს [[კამილავკა]] ეწყალობა. 1907 წ. 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე [[ოქრო]]ს ჯვარი მიიღო. 1915 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. | 1896 წ. 17 სექტემბერს გიორგი [[საგვერდული]]თ დაჯილდოვდა. 1897 წ. 13 ივნისს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის სამკერდე [[ვერცხლი]]ს [[მედალი]] დაიმსახურა. 1900 წ. ჯილდოდ [[სკუფია]] უბოძეს. 1900 წ. 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1901 წ. 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წ. 5 ივლისს სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წ. 6 მაისს წმ. [[სინოდი|სინოდმა]] მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წ. 15 მაისს [[საინგილო]]ში, კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში განაწესეს და ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს, ხოლო სექტემბერში თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1905 წ. 6 მაისს [[კამილავკა]] ეწყალობა. 1907 წ. 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე [[ოქრო]]ს ჯვარი მიიღო. 1915 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. |
მიმდინარე ცვლილება 20:39, 24 აპრილი 2024 მდგომარეობით
გიორგი – (ჯინჭველაძე გრიგოლი) (1861, სოფ. მუსხი, ახალციხის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 30.11.1934, დაბა თიანეთი), საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, მისიონერი, პედაგოგი.
დაიბადა მღვდელ გაბრიელ ჯინჭველაძის ოჯახში. 1880 წ. 15 მაისს დაამთავრა ახალციხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი (შვიდწლედი – სამი განყოფილება და ოთხი კლასი). 1880-1881 წწ. იქვე მოისმინა პედაგოგიური კურსები და მიიღო მასწავლებლის დიპლომი. 1881-1883 წწ. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის პედაგოგია, 1883 წ. 15 დეკემბრიდან 1886 წ. 25 აგვისტომდე კი ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე. ასევე ასწავლიდა გალობას და ტანვარჯიშს. 1887 წ. ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1888 წ. 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, ბელაქნის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში განაწესა. 1889 წ. 23 აგვისტოს, თავისი თხოვნის თანახმად, ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრის სოფ. ბარალეთის ფერისცვალების ტაძარში გადაიყვანეს. ბარალეთის სამრევლოში ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში გიორგიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს ხანში მან პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ ჯავახეთის მხარეში და როდესაც 1894 წ. 18 ოქტომბერს იგი აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ. გაზ. „ივერიაში“ 1894 წ. 23 დეკემბერს საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია ალხაზიშვილი ჯავახეთში გიორგის ღვაწლის შესახებ წერდა: „მამა გრიგოლი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი, სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი, ეს მიყრუებული გადმოვარდნილი ადგილი, ლამის ქალაქად გადაიქცეს მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს მეთქი. ამ გულშემატკივართა შორის მამა გრიგოლიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გრიგოლის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: „წინა კაცი უკანისა ხიდიაო“. ყველა საზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“.
1896 წ. 17 სექტემბერს გიორგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წ. 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობისთვის სამკერდე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 1900 წ. ჯილდოდ სკუფია უბოძეს. 1900 წ. 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1901 წ. 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წ. 5 ივლისს სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წ. 6 მაისს წმ. სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წ. 15 მაისს საინგილოში, კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში განაწესეს და ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს, ხოლო სექტემბერში თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1905 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წ. 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.
დიდია გიორგის დამსახურება ერწო-თიანეთის მხარეში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. ენერგიული და პატიოსანი მოღვაწეობით რამდენიმე წელიწადში მან სინათლის შუქი შეიტანა მოსახლეობაში.
1916 წ. 2 ივლისს თიანეთის წმ. გიორგის ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) გიორგის ეკლესიაში ერთგული და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის დეკანოზის პატივი მიანიჭა. 1918 წ. 24 სექტემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა გიორგი თიანეთის მაზრის პირველი ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.
1921 წ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უმძიმეს პირობებში უწევდა ღვთისმსახურება. მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო იყო საქართველოს მთიანეთში, სადაც იმ პერიოდში უამრავი ავაზაკი და ყაჩაღი აფარებდა თავს ფშავსა და ხევსურეთში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირი მოწამეობრივად აღესრულა. მიუხედავად ამისა, გიორგი მტკიცედ იდგა დედაეკლესიის სადარაჯოზე და მრევლსაც მოუწოდებდა ეცხოვრათ ქრისტეს სულისკვეთებით. მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. როგორც თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, იგი სამღვდელოებას რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ანუგეშებდა მათ, პატიოსნებისა და ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებდა. ამის დამადასტურებელია უამრავი წერილი, რომელსაც ის უგზავნიდა მოძღვრებს. 1926 წ. 27 მაისს ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის იგი ენქერით დაჯილდოვდა.
1926 წ. იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია), რომელიც კარგად იცნობდა გრიგოლს და იცოდა მისი თავდადებული მოღვაწეობა ჯავახეთის მხარეში, განზრახული ჰქონდა მისი ბერად აღკვეცა და აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინება. 1926 წ. 15 ოქტომბერს იგი წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ს. საბჭოს ა.წ. იანვრის 10 სხდომაზე დასახელებულ იქმნა დეკანოზი გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე სასურველ კანდიდატად მაწყვერის კათედრაზე. წარმოგიგზავნით რა ამასთან ერთად ცნობებს დასახელებულ კანდიდატის შესახებ, გთხოვთ შესაძლებელის დაჩქარებით წარმომიდგინოთ თქვენი მოსაზრება. ზემოაღნიშნულს დავსძენთ, რომ დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ცნობილია როგორც ღირსეული მოძღვარი, ენერგიული მოღვაწე და მესხეთ-ჯავახეთის კარგად მცოდნე“. კათოლიკოსმა ამბროსიმ სხვა მღვდელმთავრებსაც მისწერა და სთხოვა გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ქვეყანასა და ეკლესიაში იმ დროს შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ ეს კეთილი საქმე ჩაშალა. 1926 წ. 29 ნოემბერს მისი მღვდელმთავრად ხელდასხმის საკითხი შეჩერდა.
1928 წ. 27 აპრილს მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით წილკნელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე) დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცა და სახელად გიორგი უწოდა. 1928 წ. 4 მაისს მას არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.
დაკრძალულია თიანეთის წმ. გიორგის ტაძრის (რომელიც დღეს აღარ არსებობს) ეზოში,.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საეკლესიო საბუთთა განყოფილება;
- საქართველოს საპატრიარქოს არქივი, წილკნის ეპარქიის ფონდი, საქმე №34, ფურც. 302; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57639; ფ. 1698, აღწერა 1, საქმე №23; საქმე №31;
- სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის უწყებათა კრებული, 1928;
- журн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1894, №22; 1896, №20; 1900, №10; 1901, N3; 1903, №11; 1904, №10; №16; N21; 1905, №11-12; журн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1911, №10; 1915, №10; 1916, №10-11.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები 1917 წლის 13 მარტი-14 სექტემბერი, ნ. შიოლაშვილის და ი. არაბიძის გამოც., თბ., 2016.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)