ბოზალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბოზალი, (ბოძალი)''' – სოფელი სამხრეთ საქართველოში, [[ახალქალ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბოზალი“ გადაიტანა გვერდზე „ბოძალი (სოფელი)“) |
00:05, 25 აპრილი 2024-ის ვერსია
ბოზალი, (ბოძალი) – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სულდის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოზე, კარწახის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1870-1950 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 21 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 178, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
სოფლის თავდაპირველი სახელი „ბოძალი” უნდა ყოფილიყო. იგი ნიშნავს „ორპირ ისარს”, ან საბოძე ხეს, რომელსაც თავზე აქვს ორკაპად.