თორელი კახა (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თორელი კახა (I)“ გადაიტანა გვერდზე „კახა (I) თორელი“ გადამისამართ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კახა (I) თორელი“ გადაიტანა გვერდზე „თორელი კახა (I)“ გადამისამართ...)

15:12, 12 ივნისი 2017-ის ვერსია

კახა (I) თორელი - ჯავახეთის ერისთავი 1152 წ. XII ს-ში ჯავახეთის ერისთავობა თორელთა საგვარეულოს კუთვნილება ჩანს. ერისთავთ-ერისთავი კახა ჯავახეთის ერისთავად იხსენიება 1152 წ-ის საორბისის წარწერაში: „ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე ერისთავთ-ერისთავი კახა და შვილნი მათნი“. ნ. შოშიაშვილის მოსაზრებით, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ის ანონიმი თორელი, რომელიც, თამარის პირველი ისტორიკოსის მონათხრობით, დიდ და სახელგანთქმულ მოლაშქრედ იყო ცნობილი და გიორგი III-ს ეხმარებოდა ანისის შემომტკიცებაში. კახა 1177 წ-ის ამბოხის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.



წყაროები და ლიტერატურა

Чубинашвили 1915: 184; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 13; შოშიაშვილი 1966: 26; ბახტაძე 2003: 255-259

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები