დარიჯი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Dariji.JPG|thumb|დარიჯი]] | [[ფაილი:Dariji.JPG|thumb|დარიჯი]] | ||
| − | '''დარიჯი''' – [[ტერასა|ტერასის]] | + | '''დარიჯი''' – ხელოვნური [[ტერასა|ტერასის]] ტიპი, ქვისკედლიანი, რომელსაც აგებდნენ მცირე დახრილობის, თუმცა ფართო ფერდობებზე. იგი დიდი ფართობის (სიგანე 5-10 მ, სიგრძე 30-35 მ) და შედარებით დაბალი (1-1.5 მ სიმაღლის) ტერასა იყო. აგებული იყო [[მდინარე|მდინარის]] ხეობის გასწვრივ მაღალნაყოფიერ ნიადაგებზე. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ამ ტიპის ტერასებზე უმთავრესად აშენებდნენ ხეხილს, ან მაღლარ ვენახს (ჭანჭურის, ან [[ჭერამი|ჭერმის]] ხეზე ასულ ვაზს). დარიჯების აგებამდე წინასწარ საგულდაგულოდ შეარჩევდნენ ადგილს და განსაზღვრავდნენ სარწყავი წყლის მიყვანის შესაძლებლობას. ბაქნის შენება იწყებოდა ფერდობის ძირიდან მიწის გამოთხრითა და ქვებისაგან განთავისუფლებით. მიწის გამოთხრისას ტერასის კედლის საძირკვლად დებდნენ დიდი ზომის ქვებს, ლოდებს, რომელსაც შემდეგ მიწით ავსებდნენ. ასე აგრძელებდნენ შემდეგი ზედა საფეხურის აგებასაც. ქვისკედლიანი ტერასები შემორჩენილია სოფლების [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყური]]ს, [[გოგაშენი]]ს, ვარგავის, თმოგვის, ნიჯგორის, საროს, ტოლოშის, ხერთვისის, ხიზაბავრისა და სხვათა მიდამოებში. |
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] |
[[კატეგორია:ტერასა]] | [[კატეგორია:ტერასა]] | ||
22:42, 30 აპრილი 2024-ის ვერსია
დარიჯი – ხელოვნური ტერასის ტიპი, ქვისკედლიანი, რომელსაც აგებდნენ მცირე დახრილობის, თუმცა ფართო ფერდობებზე. იგი დიდი ფართობის (სიგანე 5-10 მ, სიგრძე 30-35 მ) და შედარებით დაბალი (1-1.5 მ სიმაღლის) ტერასა იყო. აგებული იყო მდინარის ხეობის გასწვრივ მაღალნაყოფიერ ნიადაგებზე. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ამ ტიპის ტერასებზე უმთავრესად აშენებდნენ ხეხილს, ან მაღლარ ვენახს (ჭანჭურის, ან ჭერმის ხეზე ასულ ვაზს). დარიჯების აგებამდე წინასწარ საგულდაგულოდ შეარჩევდნენ ადგილს და განსაზღვრავდნენ სარწყავი წყლის მიყვანის შესაძლებლობას. ბაქნის შენება იწყებოდა ფერდობის ძირიდან მიწის გამოთხრითა და ქვებისაგან განთავისუფლებით. მიწის გამოთხრისას ტერასის კედლის საძირკვლად დებდნენ დიდი ზომის ქვებს, ლოდებს, რომელსაც შემდეგ მიწით ავსებდნენ. ასე აგრძელებდნენ შემდეგი ზედა საფეხურის აგებასაც. ქვისკედლიანი ტერასები შემორჩენილია სოფლების აწყურის, გოგაშენის, ვარგავის, თმოგვის, ნიჯგორის, საროს, ტოლოშის, ხერთვისის, ხიზაბავრისა და სხვათა მიდამოებში.