ერუშეთის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერუშეთის მაღლობი“ გადაიტანა გვერდზე „ერუშეთის ქედი“ გადამისა...)
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
  
[[კატეგორია: ქედები საქართველოში]]
+
[[კატეგორია: ქედები თთურქეთში]]
[[კატეგორია:ქედები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
+
[[კატეგორია:
[[კატეგორია:ქედები სამხრეთ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:ქედები ახალციხის  მუნიციპალიტეტში]]
+
[[კატეგორია:ქედები ასპინძის მუნიციპალიტეტში]]
+

00:30, 2 მაისი 2024-ის ვერსია

ერუშეთის ქედი, (ერუშეთის მაღლობი) – ქედი სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის დასავლეთ ნაწილში, საქართველოსა (ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები) და თურქეთის საზღვარზე. უმაღლესი მწვერვალია გუმბათი (2964 მ). საქართველოს ტერიტორიაზე იგი შემოდის ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთით. ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული ზედაპირით. შემორჩენილია ძველმყინვარული ნაშთები. ძირითადი მდინარეებია: ურაველი, ქარზამეთისწყალი, წყალწითელა (მტკვრის მარცხენა შენაკადები), ჯაყისწყალი (ფოცხოვის მარჯვენა შენაკადი) და სხვ. ქედის კალთები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარით, ზოგან ფიჭვნარი ტყეებით, თხემური ზოლი კი ალპურ-სუბალპური მდელოებითა და მდელო-სტეპებითაა წარმოდგენილი. მდინარე ურავლის აუზში მდებარეობს ქისათიბის დიატომიტის საბადო (ახალციხის მუნიციპალიტეტი).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი[[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები